მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 19:53
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 11 » ტოტალიზატორის ამბავში გახვეული ფეხბურთელები სამუდამოდ მოკვეთეს


    15:32
    ტოტალიზატორის ამბავში გახვეული ფეხბურთელები სამუდამოდ მოკვეთეს

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა, დღეს გამართულ სხდომაზე, ტოტალიზატორების სკანდალში გახვეულ ფეხბურთელებს - გიგა ბეჭვაიას ("ვიტ ჯორჯია”), როინ ონიანს, ლევან ვართაგავას (ორივე ზუგდიდის "ბაია”), კახა კირთაძესა და სპარტაკ გოგიას (ორივე "სამტრედია”) ფეხბურთის თამაში სამუდამოდ აუკრძალა.

    ამის შესახებ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ აღმასკომის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა: "აღმასკომი 2 საათის განმავლობაში მსჯელობდა, ხმები კი გაიყო - 9/8-ზე. აღმასკომის 8 წევრი ფეხბურთელებისთვის ხუთწლიან დისკვლიფიკაციას ითხოვდა, ხოლო 9 წევრმა, მათთვის სამუდამო დისკვალიფიკაციის მიცემას დაუჭირა მხარი. ჩვენ საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ და ფეხბურთის ფედერაციის წესდებიდან გამომდინარე, ეს მოთამაშეები ფეხბურთს სამუდამოდ დაემშვიდობნენ”.

    აღმასკომის წევრებმა განაჩენი სფფ–ის სადისციპლინო კოდექსის მე–60 მუხლის პუნქტი 2–ის მიხედვით გამოიტანეს, სადაც სიტყვასიტყვით ნათქვამია: „პირი, რომელიც შეეცდება სფფ–ის ორგანოს, მატჩის ოფიციალური პირის, ფეხბურთელის ან ოფიციალური პირის მოსყიდვას ან მოისყიდის მათ ან ეცდება პირდაპირ ან ირიბად მოახდინოს ზემოქმედება მათზე (მაგ: თხოვნა, დაპირება, გაუმართლებელი სარგებლის მიღება და სხვა), მატჩის შედეგზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, დაჯარიმდება: პუნქტი 2 – სერიოზულ შემთხვევებში სანქცია შეიძლება იყოს სამუდამო."

    მასმედიის წარმომადგენლებმა ფეხბურთის ფედერეაციის პრეზიდენტს ჰკითხეს, თუ გაიმართა მსჯელობა იმ კლუბებზე, რომელთა მონაწილეობით ჩატარებული თამაშები უეფამ საეჭვოდ მიიჩნია (ცხინვალის "სპარტაკი”-თბილისის "ვიტ ჯორჯია”, ფოთის "კოლხეთი”- "სამტრედია”).
    ამის თაობაზე სიჭინავამ განაცხადა, რომ აღმასკომს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ეს კლუბები გარიგებულ თამაშებში იყვნენ ჩართულნი, შესაბამისად, ამ საკითხზე დღეს არ უმსჯელიათ.
    გარდა ამისა, სიჭინავამ აღნიშნა, რომ ფეხბურთელებს ხსენებული გადაწყვეტილების გასაჩივრება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში შეუძლიათ. მისი თქმით, აღმასკომის მიერ გამოტანილი ვერდიქტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გავრცელდება. იმ შემთხვევაში, თუ ჩამოთვლილი მოთამაშეებიდან რომელიმე კარიერის გაგრძელებას საზღვარგარეთ მოინდომებს, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის ეს გადაწყვეტილება შესაბამისი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას ეცნობება.
    დღევანდელ სხდომას, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზის ნაცვლად, ფეხბურთის ფედერაციაში ჩატარდა, აღმასკომის მხოლოდ ერთი წევრი - გია შარაბიძე დააკლდა. აღმასკომზე გადაწყვიტეს, რომ მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, ორშაბათს კიდევ ერთი აღმასკომი შედგება, რომელიც მომავალი ეროვნული ჩემპიონატის სტრუქტურაზე იმსჯელებს. იმავე აღმასკომზე ცნობილი გახდება ფეხბურთის ფედერაციის ივნისში გასამართი ყრილობის თარიღი.
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 667 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011