მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

ოთხშაბათი, 15.05.2024, 01:18
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 11 » წვიმაში მხოლოდ “ყოჩები” დასველდა


    15:44
    წვიმაში მხოლოდ “ყოჩები” დასველდა
    პირველ ტაიმში, განსაკუთრებით კი საწყის 30 წუთში "ყოჩებმა” ისე ითამაშა, რომ ბევრმა იფიქრა, საქართველოს მორაგბეთა XXIII ჩემპიონატში პირველ გამარჯვებას მოიპოვებსო, მაგრამ მეორე ტაიმში, როდესაც წვიმა წამოვიდა, ქულები მხოლოდ "არმიამ” აგროვა და ლევან მგელაძის გუნდი ხუთი მატჩის შემდეგ კვლავ ცხრილის ფსკერზე დატოვა.
    თამაში არმიელთა უპირატესობით დაიწყო, საწყისი ხუთი წუთი მეტოქის ნახევარზე გაატარა, მეტოქეს დაჯარიმება აიძულა და ბახვა კობახიძემ ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. განახლდა თუ არა შეხვედრა, "ყოჩებმა” შერკინების უფლება მოიპოვა, ამჯერად "არმია” დაჯარიმდა და შავლეგ მახარაშვილმა წონასწორობა აღადგინა. მთლიანობაში, საწყისი 15 წუთი უინტერესო იყო. შეტევაში თამაში არცერთ გუნდს არ გამოსდიოდა, მერე ნელ-ნელა მორაგბეები ამოძრავდნენ, მაგრამ შეხვედრა უფრო ეპიზოდური, ინდივიდუალური დაჯახებებით და გარღვევებით იპყრობდა მაყურებელთა ინტერესს.
    მე-14 წუთზე "ყოჩები” მეორედ გადავიდა მეტოქის ნახევარზე, "არმია” ისევ დაჯარიმდა და მახარაშვილმა საკუთარი გუნდი დაახლოებით 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით 6:3 დააწინაურა. ამის შემდეგ თამაში გაიხსნა. "არმია” ბურთის ფეხით გადაკიდებას და მოედნის მოგებას ცდილობდა, მაგრამ "ყოჩებს” ბურთი კარგად ამოჰქონდა. ერთ-ერთ ეპიზოდში არმიელთა დაცვის ხაზი მაისურაძემ გაჭრა კარგად, რასაც "არმიას” მხრიდან ჯარიმა მოყვა, მაგრამ ამჯერად მახარაშვილს დარტყმა გაუცუდდა.
    ამან "არმია” გააღიზიანა და ახლა ბახვა კობახიძემ გაჭრა ხაზი, რომელსაც მხარი იური ნატრიაშვილმა აუბა. "ყოჩები” დაჯარიმდა, თუმცა მეტოქემ უპირატესობა იგრძნო და შერკინებით მიეძალა. ჩათვლის მოედნიდან 5-მეტრში დანიშნულ ზედიზედ მეორე შერკინებისას, ბეგაძემ მეტოქე ბურთის აღება არ აცალა, ისე ითამაშა ხელით და სინბინი დაიმსახურა. "არმიამ” კვლავ შერკინება ირჩია, მეტოქემ წინააღმდეგობა ისევ ვერ გაუწია და ტექნიკური ლელოთი დაისაჯა, კობახიძემ კი რეალიზაცია გამოიყენა.
    მიუხედავად კაცნაკლულობისა, "ყოჩებმა” სწრაფი საპასუხო ლელოს გატანა სცადა, დასარტყმელი ჯარიმა აუტში გაიტანა და მიეძალა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. არეულ თამაშში "არმია” მეტოქის ნახევარზე გადავიდა და ზედ შესვენების წინ ელიზბარაშვილმა არეკნით უპირატესობა გაზარდა - 13:6. არეული თამაში მეორე ნახევარშიც გაგრძელდა. ორივე გუნდის მხრიდან ხშირი იყო შეცდომები, თუმცა, "არმია” ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, ბურთს უფრო ხშირად აკონტროლებდა, გრძელიშვილის სინბინის გამო 10 წუთით მოედანზე მეტოქეზე მეტი ერთხელაც დარჩა და ამ ყველაფრით იხეირა. შესვენების შემდეგ არმიელთაგან ლელო ნუცუბიძემ მიითვალა, კობახიძემ ზედ გარდასახვა და კიდევ ორი ჯარიმა დაურთო და საკუთარ გუნდს 26:6 მოაგებინა, რითაც ერთთვიან შესვენებაზე მეორე ადგილით გაუშვა.
    ეს იმიტომ, რომ ტურის ცენტრალურ მატჩში ქუთაისის "აიამ” თბილისის "ლელოს” დაძაბულ შეხვედრაში 31:25 სძლია. ფოთში გამართულ შეხვედრაში, ნომინალური მასპინძლები 10:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მერე ირაკლი ყიასაშვილის გარჯის წყალობით მეტოქეს 13:15 ჩამორჩნენ. ქუთათურებმა შესვენებამდე კიდევ ერთი ლელოს გატანა შეძლეს და ტაიმი 18:15 მოიგეს. ბრძოლა მეორე ტაიმშიც გაგრძელდა, მაგრამ "აიამ” უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა და 31:25 იმარჯვა.
    საქართველოს ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი” რუსთავს სტუმრობდა და "ხარებს” 22:5 აჯობა. ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა "აკადემიამ”, რომელიც ამჯერად "არმაზს” დაუზავდა - 26:26. ამრიგად, შიდა რაგბიში ერთთვიანი შესვენება გამოცხადდა და ეროვნული ჩემპიონატი 11 ივნისს განახლდება, მანამდე კი, ყველა კლუბის და ქართული რაგბის გულშემატკივარი გაერთიანდება და 24 მაისიდან საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მხარდამხარ იქნება, რომელთაც თბილისში მსოფლიო თასის "ალაფა” ელით.

    საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატი რაგბიში
    10 მაისი. სამშაბათი. V ტური
    თბილისი. "შევარდენი” (ხელოვნური). 1000
    ყოჩები (თბილისი) - არმია (თბილისი) 6:26
    ყოჩები (ძირითადი შემადგენლობა): 15. მახარაშვილი, 14. გეგენავა, 13. მაისურაძე, 12. ინაშვილი, 11. ნიჟარაძე, 10. კვარაცხელია, 9. ბეგაძე; 1. გოგიშვილი, 2. მამუკაშვილი, 3. ხოსიტაშვილი, 4. ბელაშვილი, 5. არჩუაშვილი, 6. გრძელიშვილი, 7. ცხვედიანი, 8. ილიაევი.
    არმია (ძირითადი შემადგენლობა): 15. ბ. კობახიძე, 14. ქავთარაშვილი, 13. მჭედლიძე, 12. ნადარეიშვილი, 11. ნუცუბიძე, 10. ელიზბარაშვილი, 9. სამხარაძე; 1. ქორიძე, 2. ნატრიაშვილი, 3. ნავროზაშვილი, 4. ბიწაძე, 5. კიკვიძე, 6. კალმახელიძე, 7. დარასელია, 8. ცხადაძე.
    რუსთავი. "ტექნიკუმი”.
    ხარები (რუსთავი) - ლოკომოტივი (თბილისი) 5:22
    ფოთი. მალთაყვა.
    აია (ქუთაისი) - ლელო (თბილისი) 31:25
    თბილისი. "ავჭალა” (ხელოვნური).
    აკადემია (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 26:26
    1 აია 5 5 0 0 144-62 10
    2 არმია 5 3 1 1 110-92 7
    3 ლელო 5 3 0 2 145-105 6
    4 ლოკომოტივი 5 3 0 2 118-86 6
    5 არმაზი 5 2 1 2 96-120 5
    6 აკადემია 5 1 2 2 89-106 4
    7 ხარები 5 1 0 4 49-108 2
    8 ყოჩები 5 0 0 5 75-147 0
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 701 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 5.0/1

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011