მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 10:49
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 13 » “ექვსიანის” მარადისობის ექვსი წელი


    15:11
    “ექვსიანის” მარადისობის ექვსი წელი
    1999 წლის 19 მაისს ბირმინგემის "ვილა პარკზე” თასების მფლობელთა თასის ბოლო გათამაშების ფინალური შეხვედრა ჩატარდა. რომის "ლაციოსა” და "მალიორკას” მატჩის წინ უეფას მაშინდელმა პრეზიდენტმა ლენარტ იუჰანსონმა და გენერალურმა მდივანმა გერჰარდ აიგნერმა ამ საპატიო თასის მფლობელი ყველა გუნდის შემადგენლობიდან ფეხბურთელები საგანგებო სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვა. ტურნირის გამარჯვებულ კლუბთაგან იმ დღეს ინგლისის სიდიდით მეორე ქალაქში ლუიჯი მილანი (ფლორენციის "ფიორენტინა”), ადელარდო როდრიგესი (მადრიდის "ატლეტიკო”), კლიფ ჯოუნსი (‘ტოტენჰემ ჰოთსპური”), ჟოაო მორაეში (ლისაბონის "სპორტინგი”), ჯეფრი ჰერსტი ("ვესტ ჰემი”), ალფრედ შმიდტი (დორტმუნდის "ბორუსია”), გერდ მიულერი (მიუნხენის "ბაიერნი”), კურტ ჰამრინი ("ფიორენტინა”), პიერინი პრატი ("მილანი”), იან ჩიმკოვიჩი (ბრატისლავას "სლოვანი”), ტონი ბუკი ("მანჩესტერ სიტი”), პიტერ ოსგუდი ("ჩელსი”), ჯონ კრეიგი (გლაზგოს "რეინჯერსი”), იურგენ შპარვასერი ("მაგდებურგი”), ვლადიმირ ონიშენკო და ანატოლი დემიანენკო (კიევის "დინამო”), ჟან დოკსი და ფრანკ ვერკოტორენი (ბრიუსელის "ანდერლეხტი”), მანფრედ კალცი ("ჰამბურგი”), ხუან მანუელ ასენსი, ალან სიმონსენი და ანდონი სუბისარეტა (”ბარსელონა”), ხავიერ სუბირატსი ("ვალენსია”), ჯიმ ლეიტონი ("აბერდინი”), ჯუზეპე ფურინო (ტურინის "იუვენტუსი”), ენდი გრეი ("ევერტონი”), მორენო მანინი ("გენუის "სამპდორია”), მარკ ჰიუზი ("მანჩესტერ იუნაიტედი”), მარკო ვოტავა (ბრემენის "ვერდერი”), ლორენცო მინოტი ("პარმა”), ალან სმიტი (ლონდონის "არსენალი”), ვენსან გერენი ("პარი სენ ჟერმენი”) ჩავიდნენ, 1981 წლის შეჯიბრების ტრიუმფატორ თბილისის "დინამოს” კი დავით ყიფიანი და ალექსანდრე ჩივაძე წარმოადგენდნენ.
    ჩვენი ფეხბურთის ამ ლეგენდებმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს გუნდის მიერ მოპოვებულ ევროთასსა და სხვა ჯილდოების დაუფლებაში, ამასთან, 1982 წლის მიწურულს მომხდარი საბედისწერო ავტოავარია რომ არა, ყიფიანისა და ჩივაძის გვერდით ბირმინგემში ვიტალი დარასელიასაც ვიხილავდით. ოჩამჩირეში დაბადებულ-აღზრდილმა ფეხბურთელმა ეს თავისი ხანმოკლე, მაგრამ ბრწყინვალე კარიერით და 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფის "რაინშტადიონზე” გატანილი ფენომენალური გოლით დაიმსახურა. თასების თასს არაერთი ისეთი ფინალი ფინალი ახსოვს, რომლებიც გულშემატკივართა მეხსიერებიდან არასდროს ამოიშლება, გადამწყვეტ მატჩებში მრავალი დიდოსტატური გოლიც გაუტანიათ მსოფლიო ფეხბურთის აღიარებულ ვარსკვლავებს. მათ შორის კურტ ჰამრინი, ლუჩანო კიარუჯი, ოლეგ ბლოხინი, რობი რენსენბრიკი, ფელიქს მაგათი, ჰანს კრანკლი, ალან სიმონსენი, ზბიგნევ ბონეკი, მარკო ვან ბასტენი, ჯანლუკა ვიალი, კლაუს ალოფსი, რონალდო, ჯანფრანკო ძოლა, კრისტიან ვიერი, პაველ ნედვედი არიან. ვერ დავიჩემებთ, რომ ყველა მათგანის მიერ თასების თასის ფინალში გატანილი გოლი ნანახი გვაქვს, მაგრამ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ – თბილისის "დინამოს” მეექვსე ნომრის ვიტალი დარასელიას ბურთი არათუ რომელიმე მათგანს ჩამოუვარდება, საშემსრულებლო დონითა და სილამაზით აღემატება კიდეც. თანაც, ერთი რამეც ხომ უნდა გავითვალისწინოთ. ნებისმიერი ფინალი არა მარტო გამოცდილებისა და ოსტატობის ჭიდილია, არამედ ხასიათის და ნებისყოფის გამოცდაცაა. გამონაკლისს, ცხადია, არც თასების თასის გადამწყვეტი მატჩები წარმოადგენენ. დაძაბულობის გამო ამ ტურნირის პრიზისთვის გამართულ ფინალებში ბევრ საქვეყნოდ აღიარებულ ფეხბურთელსა თუ მთლიანად გუნდს ვერ გამოუვლენია არათუ სრულად, სანახევროდაც თავისი პოტენციალი. შორს რომ არ წავიდეთ, პლანეტის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მადრიდის "რეალის” მაგალითს მოგიყვანთ, რომელმაც ორჯერ დათმო თასების თასის ფინალური პაექრობა. ჰოდა, გადამწყვეტ ასპარეზობამდე გაღწეული მოთამაშეები უპირველესად ნებისმიერი დასაშვები მეთოდით სასურველი ანგარიშის მიღწევაზე ფიქრობდნენ და თუკი რომელიმე ფინალში ლაღი თამაშის მომსწრენი შევიქენით, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდებოდა, როცა ერთი გუნდი საგრძნობ უპირატესობას მოიპოვებდა და სილამაზესა და ეფექტურ გოლებზე ზრუნვას მხოლოდ ამის შემდეგ თუ დაიწყებდა. ახლა კი იენას "კარლ ცაისის” კარში ვიტალი დარასელიას მიერ გატანილი გოლი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ. გერმანელთა მიერ კლასით უფრო მაღალი ქართველებისთვის გაწეული მედგარი წინააღმდეგობის გამო მატჩი დამატებითი დროისკენ იხრებოდა. ასპარეზობის 87-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა დათო ყიფიანმა ჩვეულებისამებრ შეტევის საუკეთესო გაგრძელება აირჩია და ბურთი ვიტალი დარასელიას მიაწოდა. რამდენჯერაც არ უნდა ვიხილოთ ამ ეპიზოდისა და შემდეგ განვითარებული ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენის ჩანაწერი, სიხარულისგან ყოველთვის სასიამოვნო ჟრუანტელი დაგვივლის. ვიტალიმ გერმანელი მცველები მოხდენილი საფეხბურთო ილეთებით გააბრუა, ეფექტური დარტყმით ბურთის მოგერიების შანსი არც "კარლ ცაისის” გოლკიპერ ჰანს ულრიხ გრაპენტინს დაუტოვა და ბედნიერ თანაგუნდელთა გარემოცვაში მოჰყვა.
    ...ერთი შეხედვით, ვიტალი დარასელიას ყველაფერი იოლად გამოსდიოდა და თბილისის "დინამოშიც” და მთლიანად ფეხბურთში ადვილად იპოვა თავისი ადგილი, რომელიც დღემდე ვერავინ დაიკავა, მაგრამ მიღწეულის უკან ტიტანური შრომა და მიზნისკენ დაუოკებელი სწრაფვა რომ იდგა, ამას რიგითი მაყურებელი თუ არა, გუნდის მწვრთნელები და ფეხბურთელები ხომ მშვენივრად ხედავდნენ. ვიტალი დარასელია სულით ხორცამდე პროფესიონალი იყო, რაც ნათლად დადასტურდა "დინამოს” მთავარმწვრთნელად ნოდარ ახალკაცის დანიშვნის შემდეგაც. მანამდე ვიტალი მარჯვენა ფორვარდად თამაშობდა და სლავა მეტრეველსაც ადარებდნენ, ახალკაცმა კი იგი პირველხარისხოვან ნახევარმცველად შეიცნო. აი, სწორედ ამ დროს გამოჩნდა დარასელიას უდიდესი პროფესიონალიზმი. მას, როგორც თავდამსხმელს უკვე საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების (ამ გუნდში იმხანად 23 წლამდე ასაკის ფეხბურთელებს ჰქონდათ თამაშის ნება დართული, ვიტალი კი 18 წლისა აიყვანეს) მწვრთნელებმა მიაქციეს ყურადღება, მაგრამ ფორვარდი დამრიგებლის სურვილსა და მითითებებს უსიტყვოდ დაჰყვა, სათამაშო პოზიციის ცვლილებასთან დაკავშირებულ სირთულეებს არ შეეპუა და რამდენიმე თვეში "დინამოს” ერთ-ერთ წამყვან შუახაზელად იქცა. საოცრება გახლდათ, ეს არცთუ ათლეტური აღნაგობის სპორტსმენი სულ მოკლე ხანში ფიზიკურად როგორ მძლავრ, მობილურ მოთამაშედ იქცა. საფეხბურთო თვისებებს რაც შეეხება, უზადო ტექნიკის მიუხედავად, ვიტალი დარასელია მათ ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო ხვეწდა. დღემდე იშვიათად წავაწყდებით ისეთ ფეხბურთელს, რომელსაც ვიტალი დარასელიასნაირი დრიბლინგის შესრულება შეეძლოს, ორივე ფეხით ხელეწიფებოდეს უზუსტესი დარტყმის თუ გადაცემის გაკეთება, მინდორზე უზარმაზარი მოცულობის სამუშაოს ასრულებდეს.
    ექვსი წლის განმავლობაში იცავდა ვიტალი დარასელია თბილისის "დინამოს” ღირსებას და მისი ყოველივე გამოჩენა მინდორზე ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იყო. დიუსელდორფის ფინალს "თავი რომ დავანებოთ”, უამრავი სათამაშო ეპიზოდისა თუ მატჩის გახსენება შეგვიძლია, რომლებშიც ჩვენი სათაყვანებელი მეექვსე ნომრის ეფექტურმა, ამასთან გუნდისთვის უაღრესად სასარგებლო თამაშმა აღვაგვფრთოვანა. საუბედუროდ, სპორტის ქართველ ქომაგთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი წუხილიც ვიტალი დარასელიას სახელს უკავშირდება. თავი კი იმით უნდა ვინუგეშოთ, მან მან ისეთი სახელი დატოვა, რომელიც უკვდავებაშია გადასული. არცთუ ხანგრძლივი მოღვაწეობის პერიოდში ვიტალი დარასელიამ იმდენი მოასწრო, სათქმელსა და მოსაგონარს რა გამოლევს, ჩვენ კი მისი პარტნიორის დავით ყიფიანის სიტყვებით გვსურს დავასრულოთ: "საოცარი კაცი იყო, რაღაც სხვანაირი, არავის ჰგავდა. თავისი ინდივიდუალური ოსტატობით შეეძლო მთელი მატჩის ბედის გადაწყვეტა. მშვენივრად ერკვეოდა მონდორზე შექმნილ სიტუაციებში და როდესაც არ თამაშობდა, მაშინ უფრო იგრძნობოდა, თუ რამხელა მოცულობის სამუშაოს ასრულებდა. ვაი, რომ 25 წლისა გამოგვაკლდა, ზურგი შეგვაქცია... კიდევ ბევრი სიკეთის მოტანა შეეძლო. იმ ცამეტი დღის განმავლობაში, ვიდრე დავეძებდით, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორ უვარდა ხალხს. ლამის მთელმა საქართველომ იმ დღეებში ერთად მოიყარა თავი. 1983 წლის მოსვლას ცრემლით შევხვდით”.
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 917 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011