მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 19:26
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 13 » ივო შუშაკი: “თბილისში მარცხმა ხორვატულ საფეხბურთო სამყაროში შოკი გამოიწვია”


    15:14
    ივო შუშაკი: “თბილისში მარცხმა ხორვატულ საფეხბურთო სამყაროში შოკი გამოიწვია”
    ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების ამჟამინდელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების და თბილისის "დინამოს” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ივო შუშაკმა, რომელიც საქართველოში დიუსელდორფის ტრიუმფის 30 წლისთავთან დაკავშირებულ საიუბილეო საღამოზე საპატიო სტუმრადაა მიწვეული, "მსოფლიო სპორტთან” საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ევროშესარჩევში ხორვატების დამარცხებამ (1:0), მის სამშობლოში მცირე შოკი გამოიწვია.
    ივო შუშაკი: " მე ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ხორვატიის ნაკრებს ჯგუფში ყველაზე რთული მატჩი სტუმრად საქართველოსთან ექნებოდა. სლავენ ბილიჩი არ ელოდა, რომ წააგებდა. საქართველომ დამსახურებულად გაიმარჯვა, ამ მარცხმა ხორვატულ საფეხბურთო სამყაროში მცირე შოკი გამოიწვია. საქართველოს ნაკრების პოტენციალი ვიცოდი და ამიტომ, ვფიქრობდი, რომ საკუთარ მოედანზე ხორვატიის, საბერძნეთისა და ისრაელის დამარცხება შეეძლო. მომავალ თამაშში რევანში უნდა ავიღოთ. დისკვალიფიკაციის გამო ნიკო კრანჩარი დაგვაკლდება. ასევე, არ იქნება ივან რაკიტიჩი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა. დანარჩენი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის”.
    - ბუნებრივია, ბილიჩი და მთელი ხორვატული საფეხბურთო სამყარო სპლიტში რევანშის აღებაზე ფიქრობს?
    - ყველა რევანშისთვის არის განწყობილი – ბილიჩი, ფეხბურთელები, გულშემატკივრები. თუმცა, ყოველივე კორექტულად და ფეარ ფლეის პრინციპების სრული დაცვით უნდა მოხდეს, როგოც ეს თბილისში იყო. საქართველომ ფეხბურთი ითამაშა და დამსახურებულად მოიგო. ვფიქრობ, ჩვენც სპლიტში იგივეს გავაკეთებთ. თუმცა, წარმატების ვის რა შანსი ექნება უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება.
    - თემურ ქეცბაიას ფორმაციის საქართველოს ნაკრებზე რა აზრის ხართ?
    - ბოლო პერიოდში, ქართულ ფეხბურთში საუკეთესო გადაწყვეტილება თემურ ქეცბაიას ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნა იყო. მას ევროპული გამოცდილება აქვს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად იცის ქართული მენტალიტეტი. ქეცბაიამ ძალიან კარგი სათამაშო ტაქტიკა შეიმუშავა. ის გუნდს დაცვიდან ათამაშებს და შეტევაში საკუთარ შანსს ელის. საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი შედეგი აჩვენა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შესაძლებლობა აქვს. თუმცა, მსურს ჯგუფში პირველი ადგილი ხორვატიამ დაიკავოს, ხოლო მეორეზე საქართველო გავიდეს. ქეცბაია ძალიან კარგი მწვრთნელია და მსურს მას მოკითხვა გადავცე.
    - ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრები 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე საქართველოსთან ჩაატარებს. როგორ ემზადებით მომავალი დაპირისპირებისთვის?
    - სამი ამხანაგური თამაში ჩავატარეთ – თითო მოვიგეთ, ფრედ დავასრულეთ და წავაგეთ. ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატებს 25 მაისს შევკრებ. სახლში ვთამაშობთ და სამი ქულის აღება გვინდა. მითუმეტეს, შესარჩევ ციკლში პირველ მატჩს ვატარებთ და კარგად დაწყება მნიშვნელოვანია.
    - ოთარ გაბელიას გაწვრთნილ გუნდზე რა ინფორმაციას ფლობთ?
    - გაბელია ჩემი მეგობარია და ერთ ჯგუფში მოხვედრა არც ერთს გვსურდა. თუმცა, რას ვიზამთ, ეს ფეხბურთია. გაბელია სერიოზული მწვრთნელია, ხოლო საქართველოში ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან. ამიტომ, იოლი თამაში ნამდვილად არ გვექნება.
    - როგორც მასპინძელი მომავალ შეხვედრაში თავს ფავორიტად თვლით?
    - ფავორიტები მაშინ ვიქნებით, როდესაც გავიმარჯვებთ. ნიჭიერი მოთამაშეები ნამდვილად გვყავს. თუმცა, მათი უმეტესობა 1991-1992 წლებში დაბადებულნი არიან. 1990 წელს დაბადებული ფეხბურთელები გუნდში ნაკლებად არიან.
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 678 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011