მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 08:11
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 14 » შესანიშნავი და ბედნიერი წუთები ჩვენს ცხოვრებაში


    23:11
    შესანიშნავი და ბედნიერი წუთები ჩვენს ცხოვრებაში
    ბოლო დროს აქცენტი იმ საშინელ მომენტებზე კეთდება რომლებიც სამარცხვინოდ გვახსენდება და გვეჩვენება.
    მინდა გაგახსენოთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში უამრავი შესანიშნავი წუთია!
    ისინი თვალწინ ჩაგვირბენენ, ზოგჯერ ყურადღება შეიძლება არც მივაქციოთ თუმცა მერე აუცილებლად სიამოვნებას და ზოგჯერ სიამაყესაც გვგვრის მათი გახსენება.
    მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ასეთი სასიამოვნო და ბედნიერი მომენტი ჩვენი ცხოვრებიდან.
    არ შემიძლია არ დავიწყო დილიდან:

    *ბედნიერი ხარ: როდესაც იღვიძებ, ფარდებს გადაწევ და ტკბები მზის სხივებით.
    * ბედნიერი ხარ: როდესაც იღვიძებ, საათს დახედავ და გახსენდება რომმ დღეს შაბათია და არ გაქვს სკოლა.
    * ბედნიერი ხარ: როდესაც იღვიძებ, გახსენდება სასიამოვნო სიზმარი რამდენიმე წუთში ჩაგთვლიმავს და სიზმარი ისევ გრძელდება.
    * ბედნიერი ხარ: როდესაც იღვიძებ, გგონიია, რომ დაგეძინა და დაგაგვიანდა, საათს დახედავ და ხვდები რომ ჯერ ისევ გაქვს დრო ცოტა წაუძინო.
    * ბედნიერი ხარ, როდესაც იღვიძებ, სკოლაში გაგვიანდება, გახსოვს რომ წუხელ არც ტანსაცმელი აგირჩევია და არც ჩანტა გაგიმზადებია, საწოლიდან წამოხტები და ხედავ რომ ტანსაცმელიც მზადაა და ჩანთაც.


    და ბოლოს! ჩემი ფავორიტი დილის ბედნიერება:
    უბრალოდ იღვიძებ და იცი რომ დღეს სკოლაში არ უნდა წახვიდე
    !

    თქვენ წარმოიდგინეთ სკოლაშიც არსებობს ბედნიერი წუთები!

    * ბედნიერი ხარ: როდესაც გაკვეთილი არ იცი და მასწავლებელი შენს გვარს არ კითხულობს, ან კიდევ საშუალებას გაძლევს შემდეგზე ჩააბარო.
    * ბედნიერი ხარ: როდესაც გგონია რომ დავალება არ გიწერია და აღმოჩნდება რომ დავალება არც გქონია.
    * ბედნიერი ხარ: როდესაც საათს დახედავ და ხედავ რომ ზარამდე 5 წუთი დარჩა.
    * ბედნიერი ხარ: როდესაც რომელიმე შენთვის მოძულე გაკვეთილი გიცდება.
    * ბედნიერი ხარ: როდესაც მასწავლებელი ამბობს ჟურნალში მაქვს სამუშაო ცოტა ხანიო და კლასს სიხარულის ტალღა გადაურბენს.


    ბოლოს კვლავ ჩემი ფავორიტი ბედნიერება:
    როდესაც გაკვეთილისთვის მზად ხარ და არააფერზე არ ნერვიულობ!

    უბრალოდ ბედნიერი წუთები

    * უბრალოდ ბედნიერი ხარ როდესაც: საკუტარ თავს აძლევ ფუფუნების უფლებას.
    * უბრალოდ ბედნიერი ხარ როდესაც: წვეულებაზე ხარ და ბიჭი რომელმაც შენი ყურადრება მიიპყრო საცეკვაოდ გამოგიწვევს!
    * უბრალოდ ბედნიერი ხარ როდესაც: სარკეში ჩაიხედავ და საკუთარ თავში სუპერვარსკვლავს ამოიცნობ!
    * უბრალოდ ბედნიერი ხარ როდესაც: რაიმე ახალი ნივთის შეძენისას არავინ ამბობს ''მშვიდობაში'' ''მზით გაცვითე'' და ა.შ. უბრალოდ გეუბნებიან: მშვენივრად გამოიყურები!
    * უბრალოდ ბედნიერი ხარ როდესაც: დიეტაზე ყოფნისას ან რამე მსგავსის მერე მეგობრები გეუბნებიან: ''ვა გახდი ხო იცი შენ'' და უბრალოდ ადამიანები '' მშვენიერ ფორმაში ხარ''.
    * უბრალოდ ბედნიერი ხარ როდესაც: სკოლიდან დაღლილს და მშიერს შინ შემწვარი კარტოფილი დაგხვდება!
    * უბრალოდ ბედნიერი ხარ როდესაც: შოპინგზე დედასთან ერთად ხარ და ის თანხას გაძლევს საჭირო ნივთების გარდა სხვა რამეების შესაძენადაც!
    * უბდალოდ ბედნიერი ხარ როდესაც: გრძნობ სიყვარულს ადამიანების მიმართ!
    * უბრალოდ ბედნიერი ხარ როდესაც: ეთამაშები ან ეფერები ცხოველუნას და მის თვალებში სიყვარულსა და სითბოოს ხედავ!
    * უბრალოდ ბედნიერი ხარ როდესაც: ფიქრობ რომ შენ განსხვავებული ხარ....


    და ბოოლოს ჩემი ფავორიტი უბრალო ბედნიერება:
    უბრალოდ ბედნიერი ხარ როდესაც: არ გაქვს მიზეზი იყო მოწყენილი!



    ე უბრალოდ ბედნიერი ვარ რომ ამ ბედნიერებბების გადმოცემა მოვახერხე სიტყვებით.
    მინდა გითხრათ რომ გარდა ამისა საბედნიეროდ კიდევ, უამრავი არ ვიცი უთვალავი ბედნიერება არსებობს!
    მე შევეცადე უბრალოდ ის ბედნიერებები მეთქვა რაც დარწმუნებული ვარ ყველა თქვენგანს გამოუცდია
    და მიუხედავად ამისა ეს კიდევ ძალიან მცირე ჩამონათვალია.
    ნუ გაამახვილებთ ყურადღებას საშინელ მომენტებზე!


    უბრალოდ იყავით ბედნიერები!


    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Funny - სახალისო | ნანახია: 1276 | დაამატა: Germana | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011