მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 12:33
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 14 » ვიმოგზაუროთ ინტერნეტ სივრცეში - წარსულში და ახლა


    23:21
    ვიმოგზაუროთ ინტერნეტ სივრცეში - წარსულში და ახლა
    ინტერნეტი - ალბათ არავინ უარყოფს, რომ ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომ მის გარეშე
    კომპიუტერთან დაჯდომა უინტერესოა და დღეს კომპიუტერს დასახატად თუ ვიდეო თამაშებისთვის (რომლებიც
    ინტერნეტშიც მრავლადაა) აღარავინ იყენებს. საინტერესოა გვეგონა კი ყოველთვის, რომ ფეისბუკი ჩვენთვის
    ყველაზე სასურველი და ყოვლისმომცველი საიტი იყო? რომელ გვერდებს ვსტუმრობდით წლების წინ?

    ვიმოგზაუროთ ინტერნეტ სივრცეში - წარსულში და ახლა!

    ჩემი მეხსიერებისთვის წარუშლელია პირველი შეხება ინტერნეტ სივრცესთან - ეს იყო პიკზო (Piczo), რომლის
    საშუალებითაც ქმნიდი საკუთარ საიტს. შემდეგ აკეთებდი გვერდებს ე.წ ფეიჯებს. კარგად მახსოვს, მაშინ
    თითქმის ყველას ჰქონდა ''About me'', სადაც აშუქებდნენ ინფორმაციას საკუთარ ცხოვრებაზე, დადებითსა
    თუ უარყფოით ჩვევებზე და ა.შ. ამ დროს ერთი სული მქონდა როდის ჩავრთავდი კომპიუტერს, რომ
    ''შაუთ ბოქსში'' ახალი კომენტარები წამეკითხა, გავეხარებინე იმ წერილებს, რომლებშიც ეწერა: ''რა კარგი საიტი გაქვს, ჩემთანაც შემოდიო''. მეც მადლობას გადავუხდიდი და საპასუხო კომენტარსაც მივაყოლებდი.


    ''პიკზოს'' დროს უამრავი ვირტუალური ამხანაგი მყავდა, რომლებსაც ყოველდღიურად ჩატისა თუ იმეილის
    საშუალებით ვეკონტაქტებოდი. მახსოვს, იმ დროს ბევრს დაბლოკილი სურათები ედო, მე კიდევ გადმოწერა
    ძალიან მინდოდა ხოლმე. ამიტომ მე და ჩემმა ვირტუალურმა ამხანაგებმა, ვიპოვეთ საშუალება: ოპერას
    ბრაუზერით შევსულიყავით და ''მოგვეპარა'' ჩვენთვის სასურველი ფოტოები.

    იმ დროს გამოჩნდა სხვადასხვა სიტყვების შემოკლებული ფორმები. მაგალითად ძალიან-ის ნაცვლად წერდნენ
    ''Dz'', პაკას მაგივრად ''Pk'' ''მადლობთ''-ის მაგივრად ''Sp'' ან ''Thnx''. კიდევ იყო უამრავი ასეთი, რომლებსაც
    მეც ვიყენებდი. (რა სულელი ვიყავი მაშინ, ახლა, რომ მახსენდება ჩემს თავზე მეცინება)





    შემდეგ იყო ''ადნაკლასნიკი'', სადაც თავდაპირველად სულაც არ მედო ფოტოები. უბრალოდ დავრეგისტრირდი და ჩემი ჭკუით ხალხს ვაბრაზებდი, რადგან 1 ქულებს ვუწერდი ხოლმე. (თვითონ ვერ
    მიწერდნენ, სურათის მაგვარი არაფერი მედო და რას იზამდნენ?!). შემდეგ მომინდა ფოტოების ატვირთვა
    და ახლა ამ საიტზეც როგორც უწინ ველოდი კომენტარებს და შემდეგ გულითად მადლობას გადავუხდიდი
    ხოლმე. მერე აღმოვაჩინე, რომ ჩემი მეგობრების უმეტესობას სურათებზე 5+ ჰქონდა. მამაჩემს შევჩივლე
    მეც მინდა 5+ -მეთქი და ჩემს ფოტოებზე 5+ - ების წერით გაკოტრდა მე მგონი საწყალი კაცი.

    ამის შემდეგ შევამჩნიე, რომ ზოგ-ზოგებს ფოტოებზე ლამაზად უბრწყინავდათ საჩუქრები, ე.წ პადარკები,
    რომლებიც მოგეხსენებათ არ იყო უფასო და ვინც გაჩუქებდა მას ანგარიშიდან რამდენიმე ლარს მოაჭრიდნენ.
    ახლა ამაზე ავწუწუნდი, მეც მინდა სურათზე მზეები, გულები და ყვავილები მქონდეს-მეთქი. მოკლედ
    ჩემს ''პადარკებში'' მგონი კიდევ ერთხელ გავაკოტრე მამაჩემი. (ან ამ კაცს რას ვერჩოდი, ან რად მინდოდა
    ეს მოცეკვავე მზეები და კურდღლები). საბოლოოდ გავარდა ხმა, რომ ადნაკლასნიკი ბანძობა უფროსწორად
    ''გოიმობა'' იყო და მეც რა მექნა, ისიც გავაუქმე და წამოვედი. 2-3 კვირის განმავლობაში მაინც შევდიოდი,
    ჩემს ექაუნთს მაინც ''Unknown'' ერქვა და ვიღაცებს ვათვალიერებდი. ბოლოს ეგეც მომბეზრდა და ამით
    საბოლოოდ დავემშვიდობე ჩემს ''ძვირფას ადნაკლასნიკს''





    ამის შემდეგ იყო ''ფეისბუკი'', უფროსწორად ''Pet Society'' (ქართულად კატებს ეძახდნენ ხოლმე). ახლა, რომ
    მახსენდება რა მჭირდა ჩემს ფეთზე! ყოველდღე ვასუფთავებდი, ვაჭმევდი, მეგობრებთან დამყავდა, სახლს
    ვუწყობდი! მახსოვს, ორშაბათობით ახალი კოლექცია იყო ხოლმე და ჩემს ფეთს პირველს ეცვა ნაირ-ნაირი
    ''ნარიადები''. ისეთ კომფორტში მყავდა, ინატროს ნებისმიერმა მილიონერმა! მოგეხსენებათ, ნელ-ნელა
    ფეთს დონეები, ე.წ ''ლეველები'' ეცვლებოდა და რის ვაი ვაგლახით ავდიოდით ზედა ლეველებზე.
    შემდეგ ავდექი და ''იუთუბზე'' მოვიძიე ლეველების გატეხვა და თუ არ ვცდები 30 ლეველიდან ჩემი
    საყვარელი კატა 47-ე ლეველზე გადავახტუნე. (როგორ მიხაროდა, თქვენ ხომ არ იცით!)





    გადიოდა დრო, ნელ-ნელა ჩემი ფეთი ემშვიდობებოდა სიმდიდრესა და კომფორტს და მეც მასთან ურთიერთობა ძალიან მბეზრდებოდა. ბოლოს, თვეში ერთი-ორჯერ თუ ვესტუმრებოდი და ისიც საწყლად,
    ბუზებ დასეული და მშიერი მხვდებოდა. ამის შემდეგ მე უკვე არა ''Pet Society''-სთვის, არამედ ნამდვილად
    ფეისბუკისთვის ვჯდებოდი კომპიუტერთან. ავტვირთე ფოტოები, გავაკეთე ალბომები, დავიწყე სტატუსების
    წერა და მოკლედ ''ფეისბუკის'' აქტიური მომხმარებელი გავხდი.

    ახლა ვაცნობიერებ, რომ ფეისბუკი ნამდვილად ნარკოტიკია! კარგია, რომ ჯერ ყოველთვის ჩემ საქმეს ვამთავრებ და შემდეგ ვიწყებ ''ფეისბუკით'' გართობას, თუმცა კარგი იქნებოდა ასეთი ჩამთრევი, რომ არ
    იყოს! მით უმეტეს, რომ ყველას არ შეუძლია ჯერ საკუთარი საქმე მოითავოს და მერე დაიწყოს გართობა.





    მოკლედ ასეთია, ჩემი მოგზაურობის ისტორია ინტერნეტ სივრცეში. არ ვიცი, რამდენად ჰგავს იგი თქვენსას ან რამდენად მოგეწონათ ჩემი ნიუსი, უბრალოდ მე ამ სტატიით მინდოდა ძველი დრო და ძველი სისულელეები თქვენთან ერთად გამეხსენებინა!


    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Funny - სახალისო | ნანახია: 721 | დაამატა: Germana | ტეგები: | რეიტინგი: 5.0/1

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011