მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 15:08
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 15 » ნანატრი და დამსახურებული ჩემპიონობა


    20:43
    ნანატრი და დამსახურებული ჩემპიონობა
     საქართველოს ახალი, რიგით მე-6 ჩემპიონი ჰყავს! თბილისური "დინამოს" და "ვიტ ჯორჯიას", ქუთაისის "ტორპედოს", ბოლნისის "სიონისა" და რუსთავის "ოლიმპის" შემდეგ, "ზესტაფონი" რიგით მე-6 ქრთული გუნდი გახდა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 6 წელიწადი ელოდნენ ფეხბურთის ზესტაფონელი ქომაგები ამ დღეს. ყოველი ახალი პირველობის დაწყების წინ, ამ გუნდის მისამართით ავანსები მრავლად იცემოდა, თუმცა, კლუბს არასტაბილური გამოსვლა, გაჩემპიონების საშუალებას არ აძლევდა. წლევანდელ ეროვნულში კი, "ზესტაფონმა", კონკურენტებთან შედარებით, სტაბილურად ჩაატარა მთელი სეზონი და ჩემპიონობაც დასრულებამდე 2 ტურით ადრე იზეიმა.
    "ზესტაფონის" ოლიმპზე ასვლის საკითხი იმერულ დერბიში გადაწყდა, სადაც "ფეროელებს" უძლიერესთა რიგებს გამოთხოვებული და ბოლო დროს სკანდალებში გახვეული "სამტრედია" დაუპირისპირდა. როდესაც ასეთი სიტუაციაა, იშვიათად, რომ სენსაცია მოხდეს. ამის მიზეზი მოტივაცია გახლავთ, ყოველ შემთხვევაში, ამ მოსაზრებას ევროპული გამოცდილებაც ადასტურებს.
    ნიკა გელაშვილი, ჯაბა დვალი, გიორგი ონიანი და რატი წინამძღვრიშვილი - იმერთა გუნდის ეს ლიდერები აღმოჩნდნენ გუშინდელ პაექრობაში საჩემპიონო გოლების ავტორები და ამაშიც, ალბათ, თავისებური ლოგიკაც დევს. ოთხივე მათგანმა, თანაგუნდელებთან ერთად შესანიშნავად იასპარეზეს 22-ე ეროვნულში და კლუბის წარმატებაშიც ლომის წილი დაიდეს. ზოგიერთ მათგანს, ალბათ, მეტიც შეეძლო, საკუთარი ნერვები რომ მოეთოკა, შესაძლოა, "ზესტაფონს" ეს გამარჯვებაც რამდენიმე ტურით ადრე ეზეიმა.

    საჩემპიონო მატჩში, მასპინძლები შეტევაზე ორიენტირებული შემადგენლობით გამოვიდნენ. მათ თავიდანვე მედგრად შეუტიეს მეტოქის კარს და სახიფათო მომენტების მთელი კასკადი შექმნეს. ალადაშვილს, აფციაურს, ორჯერ დვალს და გრიგალაშვილს თავისუფლად შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ პირველი გოლის ავტორი, გუნდის უპირველესი ბომბარდირი ნიკა გელაშვილი გახდა, რომელმაც გრიგალაშვილის ჩაწოდების შემდეგ, თავით დაუდო სათავე "ზესტაფონის" გამარჯვებას - 1:0.

    რამდენიმე წუთში ნიკამ ასისტენტობა თავის მეწყვილეს, ჯაბა დვალს გაუწია, რომელმაც ბურთი მიიღო, დაამუშავა, მცირედით წინ წაიწია და 2:0. მალე, ჯაბას დუბლის გაკეთებაც შეეძლო, მაგრამ აფციაურის გადაცემის შემდეგ ზუსტად ვერ დაარტყა.

    ტაიმის ბოლო აკორდი კი გიორგი ონიანის ბრწყინვალედ შესრულებული საჯარიმო იყო, რომელიც სამტრედიელთა მეკარისათვის აუღებელი გამოდგა -3:0.
    მე-2 ნახევარი, ფაქტობრივად, ფორმალობა გამოდგა, თუმცა, დროის ამ მონაკვეთში 2 გოლი მაინც გავიდა. ამჯერად, ასისტენტის როლში ისევ გელაშვილი გამოვიდა, რომელმაც თავის მეორე მეწყვილეს, რატი წინამძღვრიშვილს გაატანინა - 4:0. თამაშის მიწურულს, რატიმ "ვალი" დაუბრუნა გელაშვილს და ბანძავასთან პირისპირ დატოვა, თუმცა, ნიკამ გატანა ვერ მოახერხა.

    ყველანი არბიტრის საფინალო სასტვენის მოლოდინში იყვნენ, როდესაც როინ კვასხვაძესთან პირისპირ დარჩენილმა დვალიშვილმა პრესტიჟის გოლი გაიტანა - 4:1. საფინალო სასტვენმა კი, "ზესტაფონის" ფეხბურთელებსა და მათ ქომაგებს საჩემპიონო ზეიმის დაწყების საშუალება მისცა. ეს ყველაფერი მართლაც კარგი სანახავი იყო, რადგანაც გუნდმა, რომელმაც მთელი სული და გული ჩადო ამ მიზნის მიღწევაში, შედეგი მიიღო და ქომაგებსაც დაუვიწყარი საჩუქარი გაუკეთა.
    გია გეგუჩაძე ("ზესტაფონი"):"ჩემპიონობის განცდა სასიამოვნოა და ვფიქრობ, ჩვენმა გუნდმა ეს წარმატება სამართლიანად დაიმსახურა, თუმცა, გუნდს დიდი ხნით საზეიმოდ არ სცალია. მალე ევროპული ტურნირები დაიწყება და ჩვენი ვალია, ჩემპიონთა ლიგაზე, ქვეყნის და ქალაქის პრესტიჟი ღირსეულად დავიცვათ. ამ ტურნირის დაწყებამდე დიდი დრო არაა დარჩენილი, ამიტომაც, მზადებას მალე დავიწყებთ".

    ზესტაფონი - სამტრედია 4:1 (3:0)
    14 მაისი. 19:00. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 4000 მაყურებელი
    "ზესტაფონი": როინ კვასხვაძე, ალადაშვილი, გიორგი ონიანი (ხიდეშელი, 62), გიორგი ფოფხაძე, დაუშვილი, გორგიაშვილი (ძარია, 56), გელაშვილი, აციაური, გრიგალაშვილი, დვალი (წინამძღვრიშვილი, 67), კობახიძე.
    მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
    "სამტრედია": ბანძავა, ხუმარაშვილი, შალიკაშვილი, ენდელაძე (ხაჭაპურიძე, 73), ცხადაია, დვალიშვილი, ბურჯანაძე (შენგელია, 69), რუხაია (ნინუა, 46), ალავერდაშვილი, ჩხიკვაძე, გიორგი მიქაბერიძე.
    მთავარი მწვრთნელი: ლევან ანჯაფარიძე
    გოლები: 1:0 გელაშვილი (23), 2:0 დვალი (27), 3:0 ონიანი (43), 4:0 წინამძღვრიშვილი (79),
    4:1 დვალიშვილი (90).
    გაფრთხილება: დვალიშვილი (41)
    არბიტრი: ხვიჩა გაგნიძე
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 636 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011