მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 19:20
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 15 » ოქროს მედლებისთვის “არმია” და თსუ იბრძოლებენ


    20:48
    ოქროს მედლებისთვის “არმია” და თსუ იბრძოლებენ
    დასრულდა საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა მე-20 ეროვნული ჩემპიონატის ფლეი ოფის ნახევარფინალური მატჩების სერია და გამოვლინდა ის ორი გუნდი, რომლებიც ფინალში იასპარეზებენ და ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ. ესენი არიან "არმია” და თსუ, რომლებმაც ნახევარფინალში, შესაბამისად, "სოხუმი” და "ქუთაისი-2010” ერთნაირი ანგარიშით, 3:1 დაამარცხეს.
    აღსანიშნავია, რომ ფინალის მომგები გუნდი, პირველად გახდება საქართველოს ჩემპიონი. საქართველოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი თსუ, სუპერლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი გუნდია და ყველა რგოლში კარგი კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული. პირადად მე, ამ სტრიქონების ავტორს, ასეთი ძლიერი თსუ არ მახსოვს.
    რაც შეეხება "არმიას”, იგი ერთი წელიც არაა, რაც შეიქმნა და აღნიშნულიდან გამომდინარე, სუპერლიგისა და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების მატჩებში პირველად მონაწილეობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ "არმიას” რიგებში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები – კოტე ტუღუში, ანატოლი ბოისა და ყოფილი წევრები (ზვიად ბაბიაშვილი, ირაკლი საყვარელიძე) თამაშობენ, ძალოვნებს სტუდენტებზე უფრო გამოცდილი და ტიტულოვანი კალათბურთელები ჰყავთ.
    შეგახსენებთ, რომ "არმია” სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულია, ხოლო თსუ მეორე ადგილზე გავიდა. აქამდე, ეს გუნდები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. თასის ნახევარფინალური შეხვედრა, რომელიც უაღრესად დაძაბული გამოდგა, "არმიამ” მოიგო. მისივე გამარჯვებით დასრულდა პირველი წრის შეხვედრაც. მეორე წრეში თსუ-მ იყოჩაღა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით, 92:74 დაამარცხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფინალური მატჩების სერია უაღრესად დაძაბულ მატჩებს გვპირდება და თითქმის გამორიცხულია, რომ ჩემპიონის ვინაობა სამი შეხვედრის შემდეგ გამოვლინდეს.
    შეგახსენებთ, რომ ფინალური მატჩების სერია ოც, ოცდაერთ, ოცდასამ და თუ საჭირო გახდა, ოცდაოთხ და ოცდახუთ მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება.
    ფინალში პირველი, "არმია” გავიდა, რომელმაც "სოხუმს” 3:1 მოუგო. ამ წყვილში ფავორიტად "არმია” ითვლებოდა, რომელსაც მეტოქეზე ბევრად უფრო გრძელი სკამი აქვს. სერიაში წაგების მიუხედავად, უმადურობა იქნება, "სოხუმის” კალათბურთელებზე ვინმეს აუგი დასცდეს. მოკლე სკამის მქონე ზღვისპირელებმა ბოლომდე იბრძოლეს და მათზე უფრო გრძელი სკამის მქონე მეტოქეს უამრავი პრობლემა შეუქმნეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ უთანასოწორო ბრძოლაში, "სოხუმი” მოკლე სკამის გამო დაიჩაგრა. "სოხუმი” – "არმიას” დღეს გამართული მეოთხე შეხვედრა ზღვისპირელთა უპირატესობით დაიწყო. პირველ მეოთხედში იყო მომენტი, როცა "სოხუმი” 8 ქულითაც კი დაწინაურდა (14:6). მეორე და მესამე მეოთხედში "არმია” აქტიურობდა. მესამე მეოთხედის შემდეგ, მდევრის როლში მყოფი "არმია” 11 ქულით, 56:45 დაწინაურდა. ყველაზე დაძაბული მეოთხე, დასკვნითი მეოთხედი გამოდგა. "სოხუმის” გადაღლილმა კალათბურთელებმა, თითქმის შეუძლებელი შეძლეს და მეოთხე წუთის ბოლო წამებზე, ლევან ფაცაციას მიერ ზუსტად შესრულებული ორი საჯარიმოს შემდეგ, "სოხუმი” ერთი ქულით, 60:59 დაწინაურდა. შეხვედრის დანარჩენი დრო გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ბოლო წუთებში "არმიამ” უფრო ზუსტი სროლები განახორციელა, დაცვაშიც უკეთ ითამაშა და ფინალის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვა.
    რაც შეეხება ნახევარფინალში ხელმოცარულ "სოხუმსა” და "ქუთაისი-2010”-ს, ეს გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ. მესამე ადგილისთვის ერთი მატჩი გაიმართება, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს. აღნიშნული შეხვედრის ჩატარების დღე მოგვიანებით გახდება ცნობილი.
    დაბოლოს, არ შეიძლება, რომ რამდენიმე სიტყვა მსაჯობაზე არ ვთქვათ. "სოხუმი”- "არმიას” ნახევარფინალური სერიის მესამე და მეოთხე მატჩებში იმდენად აშკარა იყო საერთაშორისო კატეგორიის მსაჯ დავით ბერეკაშვილის უხეში შეცდომები "არმიას” სასარგებლოდ, რომ აღშფოთებას თვით საქართველოს კალათბურთის ფედერაციის თანამშრომლებიც კი ვერ ფარავდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ ფინალური მატჩებისთვის უცხოელ მსაჯებს მოიწვევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება სიტუაცია უმართავი გახდეს.


    საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა მე-20 ეროვნული ჩემპიონატი.
    ფლეი ოფი. ნახევარფინალი. IV ტური
    თბილისი. 14 მაისი. სპორტის სასახლე
    "სოხუმი” – "არმია” 65:71 (1:3)
    (21:16, 11:22, 13:18, 20:15)
    სოხუმი: ჰარისი (8), ფარღალავა (7), კანკია (6), ფაცაცია (12), კარლ დამუსი (16ქ.15მ.); ჩლაიძე, შანიძე (2), სორდია (8), რიჩარდ დამუსი (6)
    მთავარი მწვრთნელი: აინარს ბაგატსკისი
    არმია: ტუღუში (22), ბოისა (11), ანატოლი ბერიშვილი (2), ათანელიშვილი (4), შარაბიძე (14); ბაბიაშვილი (13), პირველაშვილი (5)
    მთავარი მწვრთნელი: ლევან მოსეშვილი (უფროსი)
    კომისარი: როლანდ ხომერიკი
    მსაჯები: დავით ბერეკაშვილი, დავით ბერიშვილი
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 703 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011