მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

ოთხშაბათი, 15.05.2024, 02:25
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 15 » IRB საქართველოსგან საუკეთესო ტურნირს ელის


    20:49
    IRB საქართველოსგან საუკეთესო ტურნირს ელის
    თბილისში გასამართი 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის "ალაფის” დაწყებამდე ათ დღეზე ნაკლები რჩება. გუნდებმა უკვე ჩამოწერეს ის 26-კაციანი შემადგენლობები, რომლებიც პირველობისათვის და ამასთან, საგაისოდ, მსოფლიოს თორმეტ საუკეთესო გუნდს შორის მოსახვედრად იბრძოლებენ.
    შერჩევა დაასრულა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაატა ნარიმანაშვილმაც. ტრავმის გამო, მსოფლიო თასზე ვერ ითამაშებს გიორგი ჭყოიძე, რომელიც გუნდს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე კაპიტნობდა, რომლის მოგების შემდეგაც საქართველოს, მსოფლიო თასზე თამაშის, მოგვიანებით კი, მისი მასპინძლობის პატივი ხვდა წილად. განაცხადში 3 ლეგიონერია, დანარჩენები კი, ქართულ კლუბებს წარმოადგენენ. ყველაზე მეტი მორაგბე ქუთაისიდანაა, დანარჩენები კი თბილისურ კლუბებს წარმოადგენენ.
    რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB ) თავმჯდომარე ბერნარ ლაპასე, რომელიც თბილისს ტურნირის მსვლელობისას თავადაც ესტუმრება, საქართველოსაგან საუკეთესოდ ორგანიზებულ მსოფლიო თასს ელის. 24 მაისიდან ხუთ ივნისამდე გასამართ "ალაფას” IRB -ს ოფიციალურმა საიტმა ვრცელი სტატია მიუძღვნა და შესავალშივე დაიწერა, რომ საქართველოში გამორჩეული ტურნირი იქნება. მსოფლიო რაგბის მმართველები საორგანიზაციო სამუშაობით კმაყოფილი არიან და ვარაუდობენ, რომ შეხვედრებს დიდი ოდენობით მაყურებელი დაესწრება.
    "ეჭვგარეშეა, რომ საქართველოში ფანტასტიკური, აქამდე არნახული მსოფლიო თასის "ალაფა” იქნება. საქართველოში რაგბი უყვართ, ისინი ბედნიერები არიან, ამ ტურნირის მასპინძლობის უფლება რომ მიიღეს და მწამს, გუნდების საქომაგოდ შეხვედრებს უამრავი ადამიანი დაესწრება”, - ამბობს ლაპასე.
    რაგბის საერთაშორისო საბჭოში დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოში რაგბი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. მათ საიტზე ვკითხულობთ: "საქართველოს ეროვნული ნაკრების გმირობამ, რომელიც 2003 წლიდან მოყოლებული ყველა მსოფლიო თასზე მონაწილეობს, ამ ქვეყანაში რაგბი სულ სხვა დონეზე აიყვანა. გასულ წელს გაცხადდა, რომ რაგბიმ პოპულარულობით ფეხბურთს აჯობა და სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს, რათა ის ეროვნულ სპორტის სახეობად იქცეს. სახელმწიფო რაგბის უმთავრესი სპონსორია და მას გვერდში უდგას, რათა 2016 წელს საქართველოს შვიდკაცა ნაკრებმა ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვოს. ბოლო დროს, ქართული რაგბის განვითარებისთვის 6 მილიონი გირვანქა დაიხარჯა. იქ ჩასული სტუმრები იხილავენ ორ ბაზას, სადაც უკვე ხვეწენ ოსტატობას მსოფლიოს მომავალი ვარსკვლავები”.
    "ახლა ქართულ რაგბს მართლაც ძალიან კარგი პერიოდი უდგას. 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესი უპრეცენდენტოდ გაიზარდა. მსოფლიო თასის "ალაფა” კიდევ უფრო დააჩქარებს რაგბის განვითარებას”, - დაამატა ლაპასემ.
    მსოფლიო თასის ალაფაზე სხვადასხვა კონტინენტის 8 გუნდი ითამაშებს, რომლებიც ორ ქვეჯგუფად განაწილდნენ. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველადგილოსნები თასისათვის ფინალში იბრძოლებენ, მეორეადგილოსნები მე-3-სთვის, ჯგუფის მესამეადგილოსნები მე-5-სთვის, ჯგუფის ნაბოლარები კი ბოლოსწინა ადგილს გაითამაშებენ.
    კენჭისყრის შედეგად, A ჯგუფში, სამოას, აშშ-ს, ურუგვაისა და რუსეთის ნაკრებები განთავსდნენ, ხოლო B ჯგუფში, იაპონიის, საქართველოს, კანადისა და ზიმბაბვეს ნაკრებები ითამაშებენ. სპეციალისტების აზრით, ფავორიტები სამოას, აშშ-ს, საქართველოსა იაპონიის ნაკრებები არიან, თუმცა, სიურპრიზების შეთავაზება სხვა გუნდებსაც შეუძლიათ. თბილისს, ყველაზე ადრე, იაპონიის ნაკრები ეწვევა (17-18-ში), ხოლო დანარჩენი გუნდები ჩამოსვლას 20 მაისიდან გეგმავენ.
    საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასის "ალაფისთვის” მზადება რამდენიმე ეტაპად გაიარა და ქართულ კლუბებთან ამხანაგური მატჩების პარალელურად, ფრანგული "კლერმონის” ახალგაზრდულ გუნდსაც გაეჯიბრა. ბოლო შეკრებაზე ნარიმანაშვილს გუნდი 10 მაისიდან ჰყავს.
    პატარა "ბორჯღალოსნები” ყველა შეხვედრას "ავჭალის” სტადიონზე გამართავენ და მათი თამაშები 18:00 საათზე დაიწყება. მთლიანობაში, ყველა სათამაშო დღეს, "ავჭალაზე” სამ-სამი თამაში გაიმართება, ხოლო "შევარდენზე” - ერთი. ავჭალაში ბილეთის ფასი 5-15 ლარი იქნება, ხოლო "შევარდენზე” მაყურებელს თამაშის ხილვა მუქთად შეეძლება.

    A ჯგუფი
    რუსეთი
    სამოა
    ურუგვაი
    აშშ

    24 მაისი. სამშაბათი
    სამოა - აშშ (ავჭალა, 14:00 საათი)
    რუსეთი - ურუგვაი (ავჭალა, 16:00 საათი)
    28 მაისი. შაბათი
    სამოა - ურუგვაი (შევარდენი, 14:00)
    რუსეთი - აშშ (ავჭალა, 16:00)
    1 ივნისი. ოთხშაბათი
    ურუგვაი - აშშ (ავჭალა. 14:00)
    სამოა - რუსეთი (ავჭალა. 16:00)

    B ჯგუფი
    კანადა
    საქართველო
    იაპონია
    ზიმბაბვე

    24 მაისი. სამშაბათი
    იაპონია - ზიმბაბვე (შევარდენი, 14:00 საათი)
    საქართველო - კანადა (ავჭალა, 18:10 საათი)
    28 მაისი. შაბათი
    იაპონია - კანადა (ავჭალა, 14:00)
    საქართველო - ზიმბაბვე (ავჭალა, 18:00)
    1 ივნისი. ოთხშაბათი
    კანადა - ზიმბაბვე (შევარდენი. 14:00)
    საქართველო - იაპონია (ავჭალა. 18:00)

    5 ივნისი. კვირა. ფინალები
    საქართველოს ნაკრები: ლევან ჩილაჩავა ("ტულონი”, საფრანგეთი), ზურაბ ერისთავი ("აია”, ქუთაისი), ზაზა ნავროზაშვილი ("არმია”, თბილისი), ზურაბ ჟვანია ("აია”, ქუთაისი), ირაკლი ჩომახაშვილი ("არმაზი”, თბილისი), მერაბ მატკავა ("აია”, ქუთაისი), ხვიჩა ბუჯიაშვილი ("ლოკომოტივი”, თბილისი), კოტე მიქაუტაძე ("ტულონი”, საფრანგეთი), გიორგი ჟღენტი ("არმია” თბილისი), ბექა ბიწაძე ("არმია”, თბილისი), გიორგი ტყეშელიაძე ("ყოჩები”, თბილისი), გიგა თხილაიშვილი ("ბათუმი”, ბათუმი), ლევან თხელიძე ("აია”, ქუთაისი), ჯიმი ღამბაშიძე ("ლელო”, თბილისი), გიორგი მისრიაშვილი ("არმაზი”, თბილისი), გოდერძი ჭინჭარაული ("ლელო”, თბილისი), ლუკა კვარაცხელია ("ყოჩები”, თბილისი), გიგა გაგოშვილი ("ლოკომოტივი”, თბილისი), დავით ლოსაბერიძე ("ბაიონი”, საფრანგეთი), გიორგი მარგიანი ("აკადემია”, თბილისი), გიორგი აბრამიძე ("აია”, ქუთაისი), ვანო გაბროშვილი ("არმაზი”, თბილისი), ლევან გაგოშვილი ("აკადემია”, თბილისი), ზურაბ ძნელაძე ("აია”, ქუთაისი), ბახვა კობახიძე ("არმია”, თბილისი), უჩა მჭედლიშვილი ("ლელო”, თბილისი).
    მთავარი მწვრთნელი: პაატა ნარიმანაშვილი
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 743 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011