მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 16:08
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 15 » „ფერარიმ“ უკვე მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყო


    20:50
    „ფერარიმ“ უკვე მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
    მიმდინარე სეზონში ჯერ მხოლოდ ოთხი ეტაპია გამართული, თუმცა ესეც საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ „ფერარის" კრიტიკის ქარცეცხლი დასტყდომოდა თავს. თავად გუნდიც აღიარებს, რომ ბოლიდ „150 იტალიას" შემუშავებისას, კონსერვატიული მიდგომა გამოიყენეს, რამაც უღიმღამო შედეგები განაპირობა. ჰოდა, კვარცხლბეკზე პირველად წითელკომბინიზონიანი პილოტი ახლახანს, თურქული რბოლის შემდეგ ავიდა.

    ისიც ფაქტია, რომ ჩინური ეტაპის შემდეგ, „ფერარიმ" დაწვრილებითი ანალიზი ჩაატარა და ჩავარდნის მიზეზები დაადგინა, რის შემდეგაც, მანქანის სრულყოფის გრაფიკიც შედგა. მის შესაბამისად, ყოველი შემდგომი ეტაპის წინ, მანქანა სრულყოფის ახალ ეტაპს გაივლის. მაგრამ ამით მარანელოელთა გეგმები არ შემოიფარგლება. ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, მათ გადაწყვიტეს, რომ მომავალი სეზონის მანქანაზე მუშაობა დაიწყონ.

    ამ ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს. კერძოდ, გაზეთი „მარკა" გვამცნობს, რომ სკუდერიას ინჟინრებს მომავალი სეზონის მანქანის შემუშავება უკვე დაწყებული აქვთ. კერძოდ, უკვე შემუშავებულია შასი, გადაცემათა კოლოფი, საკიდარი და გაგრილების სისტემები. ამასთან, მანქანის შემუშავებისას, კონსერვატიულის ნაცვლად, ინოვაციურ მეთოდოლოგიას იყენებენ.

    „მარკასთან" საუბრისას, „ფერარის" მთავარმა ინჟინერმა ნიკოლას ტომბაზისმა განაცხადა, რომ ახალი მანქანის შემუშავება უკვე დაწყებულია, „რადგან სხვა შემთხვევაში, ეს პროცესი ძალიან დაგვიანებული იქნება. სანამ მასზე მუშაობას დავიწყებდით, ამ სეზონის ყველა პრობლემა დაწვრილებით განვიხილეთ და ახალი პროექტისთვის უფრო აგრესიული და რადიკალური მეთოდოლოგია ავირჩიეთ".

    იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „150 იტალიას" შემდგომი სრულყოფისთვის, უკვე მიმდინარეობს მუშაობა მის ძირზე, დიფუზორზე, გამოსაბოლქვსა და ძრავის პროგრამულ უზრუნველყოფაზე.
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 675 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011