მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 06:36
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 15 » მონღოლი, ბრაზილიელი, ქართველი – ტოჩინოშინი დევნას განაგრძობს


    20:52
    მონღოლი, ბრაზილიელი, ქართველი – ტოჩინოშინი დევნას განაგრძობს
    ლევან გორგაძე, რომელსაც სუმოს სამყაროში ტოჩინოშინის შიკონათი იცნობენ, მაისის ბაშოზე ჩინებულ ასპარეზობას აგრძელებს. ტოკიოს "რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ტურნირზე, 23 წლის ქართველმა სეკიტორმა მე-7 გამარჯვება იზეიმა და ლიდერთა შორის რჩება.
    ჰაცუ ბაშოს მერვე დღეს დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინის არცთუ იოლი მეტოქე ჰყავდა. მე-9 მაეგაშირა ტოსაიუტაკა მაისის ტურნირს კარგ ფორმაში შეხვდა და ზურგს ხუთი გამარჯვებაც უმაგრებდა, თუმცა, გორგაძესთან ვერაფერს გახდა.
    ლევანმა საფირმო ჰიდარი-უვატე (მეტოქის მავაშის მარჯვენა ხელიდან დაჭერა) დააფიქსირა და იაპონელის თიხნარიდან "მოწყვეტა” მოახერხა, თუმცა, მისი მოედნიდან გაყვანა ვერ შესძლო. ამიტომაც, ქართველმა გოლიათმა უვატენაგეს ილეთი გამოიყენა და მოგება მაინც გაიფორმა.
    ტოჩინოშინის დიდებული სვლის გაგრძელების კარგი შანსი აქვს, რადგანაც მისი მომავალი მოწინააღმდეგე ვაკაკოუ მაინცდამაინც ყოჩაღად ვერ გამოიყურება. იაპონელმა მე-10 მაეგაშირამ დღეს "მონღოლი არწივი” ტამავაში კი დაამარცხა, თუმცა, ჯერჯერობით, მხოლოდ თანაბარი ბალანსი (4 მოგება, 4 მარცხი) გააჩნია.
    ბარემ აქვე ვთქვათ, რომ გორგაძის დარი მონაგარი მხოლოდ ესტონელ ოძეკი ბარუტოს გააჩნია, ლიდერებად კი იოკოძუნა ჰაკუჰო და უმაღლესი მაკუუჩი დივიზიონის დებიუტანტი კაისეი რჩებიან. მონღოლსა და ბრაზილიელ მე-16 მაეგაშირას ყველა ორთაბრძოლა მოგებული აქვთ.
    ცნობისთვის, კაისეიმ მიჯრით მერვე გამარჯვება ქართველ თეიმურაზ ჯუღელთან გაიფორმა. "ერისკოცობაში” რიკარდო სუგანოს სახელით ცნობილმა სამხრეთამერიკელმა 200-კილოგრამიანი გაგამარუს კორპუსში შესვლა მოახერხა და დოჰიოს კიდესთან "მიიმწყვდია”, 24 წლის ქართველი მეტოქის მიძალების უვატენაგეს ილეთით შეჩერებას შეეცადა, თუმცა, კაისეიმ მარცხნიდან საპასუხო სუკუინაგე განახორციელა და ბრძოლაც სათავისოდ დაასრულა.
    აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე გაგამარუს 3 მოგების წილ 5 მარცხი გააჩნია და მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსწორება მართებს. თეიმურაზის მომდევნო მოწინააღმდეგე თანაბარი ბალანსის მქონე 33 წლის იაპონელი მიაბიამა (მე-16 მაეგაშირა) გახლავთ, რომელთანაც ქართველს გასული წლის ნოემბერში ჰიკიოტოშით აქვს წაგებული.
    რანგით მეორე ძურიოს დივიზიონში მეორე გამარჯვება იზეიმა ქართული სუმოს პიონერმა ლევან ცაგურიამ. 30 წლის კოკაიმ 21 წლის ტაკაიასუს კორპუსში შესვლა შეძლო და ძურიოს პირველი ნომერი იორიკირით დამაჯებლად დაამარცხა. სხვა საქმეა, რომ "შავ ზღვას” ტოკიოს ბაშოზე უკვე ექვსი ბრძოლა აქვს წაგებული და დადებით ბალანსზე (კაჩიკოში) "გასვლა” ძალიან გაუჭირდება. ძურიოში მე-6 ნომრით რიცხული ქართველი შემდეგ შერკინებას მე-13 ნომერ იოშიაძუმასთან ჩაატარებს.
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 732 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011