მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 14:33
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 15 » ქართველებისთვის ღარიბი უკრაინული ტური


    20:55
    ქართველებისთვის ღარიბი უკრაინული ტური
    უკრაინულ პრემიერლიგაში ბოლოსწინა ტური გაიმართა და ქართველებს არაფრით გამოუჩენიათ თავი. არც გოლი, არც საგოლე პასი, არც ყვითელი ან წითელი ბარათი...
    ეგაა, ერთი ქართველის დებიუტი შედგა - სანდრო კობახიძემ პირველი პრემიერლიგური მატჩი ჩაატარა კიევის "არსენალში" და თანაც, იმ გუნდის წინააღმდეგ, საიდანაც განათხოვრებულია. "მეთოფეებმა" სტუმრად 0:1 წააგეს მეოთხეზე მყოფ "დნიპროსთან". კობახიძე 59-ე წუთზე შევიდა მინდორზე და ერთი ლამაზი მომენტი შექმნა, როცა დნიპროელ მცველს გასცდა და შორიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი ოდნავ გადასცდა ხარიხას. "არსენალი" მე-9 ადგილზეა.
    "დნიპროდან" არ უთამაშია უჩა ლობჟანიძეს - სათადარიგო გახლდათ.
    უმოტივაციო ლვოვის "კარპატიმ" (მე-5 ადგილზეა და "ფეხს ვერ მოიცვლის") სტუმრად 1:4 წააგო დონეცკის "მეტალურგთან". კარპატელთა ქართველი შემტევი სანდრო გურული 65-ე წუთზე შევიდა მინდორზე, როცა ანგარიში ჯერ კიდევ... 0:0 იყო.
    სიმფეროპოლის "ტავრიამ" 3:1 სძლია კიევის "ობოლონს" და მე-7 პოზიციაზეა. "ტავრიას" ქართველი ვასილ გიგიაძე შესვენების შემდეგ ჩაერთო თამაშში.
    თორნიკე ოქრიაშვილი "მეტალისტ"-"ილიჩევეცის" შეხვედრის 21-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, მისმა გუნდმა კი გაცილებით ძლიერ ხარკოველებთან ვერაფერი გააწყო და 0:3 დამარცხდა. "ილიჩევეცი" ბოლოსწინა ადგილზეა და ძალიან გაუჭირდება ლიგაში დარჩენა.
    მათე ღვინიანიძის "სევასტოპოლმა" "ივაჟკაცა" და უკვე გავარდნილ ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" სტუმრად 0:1 დამარცხდა. მათე შეუცვლელად იყო მინდორზე, მისი გუნდი კი ბოლოდან მესამეზეა და გავარდნის საფრთხე ჯერ კიდევ ემუქრება.
    ქართველთა დაპირისპირება ვერ შედგა კრივოი როგში, სადაც "კრივბასის" სათადარიგოთა სკამზე იჯდა ჯაბა კანკავა. "კრივბასმა" შინ 0:2 წააგო ჯაბა ლიპარტიას "ზარიასთან". ლიპარტია ძირითადში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს, როცა მისი გუნდი ერთი ბურთით იგებდა. ამ გამარჯვებამ "ზარიას" პრემიერლიგაში ადგილი შეუნარჩუნა, "კრივბასს" კი ჯერ არ აქვს თავი ქუდში.
    მოკლედ, ბოლო ტურის წინ ასეთი მდგომარეობაა - 2 გუნდი ვარდება და ერთი (ზაპოროჟიეს "მეტალურგი") უკვე მათ შორისაა. ოქრიაშვილის "ილიჩევეცი" ბოლოსწინაზეა და 26 ქულა აქვს, ღვინიანიძის "სევასტოპოლი" 27 ქულით მათ წინაა, ხოლო "კრივბასს" 29 აქვს.
    ბოლო ტურში ყველაზე ცუდად ოქრიაშვილის გუნდს აქვს საქმე, რადგან კიევის "დინამოს" ეთამაშება (მერე რა, რომ შინ...) და ასეც არ იყოს, მოგების შემთხვევაშიც კონკურენტებზეა დამოკიდებულ
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 627 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011