მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 18:41
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 15 » ხავიერ ერნანდესი: “მანჩესტერ იუნაიტედი” ფსიქოლოგიურად ყველაზე მდგრადი კოლექტივია”


    21:01
    ხავიერ ერნანდესი: “მანჩესტერ იუნაიტედი” ფსიქოლოგიურად ყველაზე მდგრადი კოლექტივია”
    როდესაც გასულ გაზაფხულზე "მანჩესტერ იუნაიტედმა” მექსიკური "გვადალახარასგან” 7 მილიონ გირვანქად 22 წლის ფორვარდი ხავიერ ერნანდესი შეიძინა, ძნელი წარმოსადგენი იყო, "ჩიჩარიტოდ” წოდებული ნიჭიერი შემტევი "ოლდ ტრაფორდზე” გამოსვლის პირველსავე წელს სერ ალექს ფერგიუსონის გუნდის ერთ-ერთ წამყვანი ფიგურა რომ გახდებოდა. ინგლისურ კლუბთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ხავიერს ყოველთვიური ჯამაგირის სახით ოცი ათასი გირვანქა დაენიშნა, თუმცა, ამჟამად უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია, მანჩესტერელები მექსიკელთან ახალ ოთხწლიან ხელშეკრულებას რომ გააფორმებენ და ხელფასსაც საგრძნობლად რომ გაუზრდიან - The Daily Star-ის ინფორმაციით, ჩიჩარიტოს საბანკო ანგარიშზე ყოველთვიურად 60 ათასი გირვანქა დაირიცხება. ამით წერტილი დაესვა სპეკულირებას იმის თაობაზე, ხავიერ ერნანდესის გადაბირება მადრიდის "რეალსა” და "მილანს” რომ სურთ. თავად ჩიჩარიტო მანჩესტერში თავს ბედნიერად გრძნობს და "იუნაიტედთან” ერთად მრავალი ტიტულის დაუფლებასაც აპირებს. ინგლისის ჩემპიონობის შემდეგ კი ხავიერის სამიზნე ჩემპიონთა ლიგის თასია.

    - ელოდით ინგლისში გადმობარგების პირველსავე სეზონში ამგვარ წარმატებას რომ მიაღწევდით?
    - ყველაზე თამამ ოცნებაშიც კი მიჭირდა იმის წარმოდგენა, "მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში ინგლისის ჩემპიონი რომ გავხდებოდი. ეს განსაკუთრებით სასიხარულო იმ ფონზეა, რომ ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანე. ჯერ კიდევ მიმდინარე პრემიერლიგაში თანაგუნდელთაგან ჩემზე მეტი გოლი მხოლოდ დიმიტარ ბერბატოვმა გაიტანა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ფანტასტიკური გუნდის სრულუფლებიანი წევრი გავხდი.
    - გუნდს ჩემპიონობა უეინ რუნის მიერ რეალიზებულმა პენალტმა გაუნაღდა, თერთმეტმეტრიანი დარტყმა კი მას შემდეგ დაინიშნა, რაც ბლექბერნელთა გოლკიპერმა პოლ რობინსონმა "როვერსის” საჯარიმო მოედანზე მოგცელათ. თუმცა, გულშემატკივართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ვარდნა გააფორმეთ. აქაოდა, ბურთი მინდორს გარეთ გადიოდა და ჩიჩარიტო "საკუთარი ინიციატივით” წამოედო რობინსონის ხელსო...
    - მატჩის არბიტრი ფილ დაუდი მომენტთან ახლოს იმყოფებოდა და ყველაფერი კარგად დაინახა. პირადად ჩემი კომენტარი თუ გაინტერესებთ, მან სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. კონტაქტი ნამდვილად იყო და აზრადაც არ გამივლია, რაიმე ზედმეტად "გამეფორმებინა”.
    - როდესაც უეინ რუნი საპენალტე ნიშნულთან მივიდა, დარწმუნებული იყავით, იგი ანგარიშს რომ გააყაიმებდა?
    - საპასუხიმგებლო მომენტებში უეინი ყოველთვის ზუსტად თამაშობს და ამჯერადაც ეჭვი არ შემპარვია, თერთმეტმეტრიანს სათანადოდ რომ გამოიყენებდა.
    - უპირველესად რამ განაპირობა "მანჩესტერის” მორიგი საჩემპიონო ტიტული?
    - თავდაუზოგავმა შრომამ. გასული ზაფხულიდან მოყოლებული ვარჯიშებზე განსაკუთრებული მონდომებით ვირჯებოდით, რაც სეზონის მიწურულს მორიგი ტრიუმფით დაგვიფასდა.
    - პრემიერლიგის სტარტის წინ "მანჩესტერ იუნაიტედის” უმთავრეს კონკურენტად რომელი გუნდი მიგაჩნდათ?
    - ლონდონის "არსენალი”. მის რიგებში ხომ საკმარისზე მეტი უმაღლესი კლასის მოთამაშე ირიცხება. ჩემი აზრით, არსენ ვენგერის გუნდზე დამთრგუნველად "ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგასა და "ბირმინგემ სიტისთან” ინგლისის ლიგის თასზე განცდილმა მარცხებმა იმოქმედა. ამ მხრივ "მანჩესტერ იუნაიტედი” ფსიქოლოგიურად ყველაზე მდგრადი კოლექტივია. ეს "ჩელსისთან” ლამის ფინალის ტოლფასმა საპრემიერლიგო პაექრობამაც დაადასტურა. ნერვიულობის ნატამალიც არ გვემჩნეოდა და დამაჯერებლად ვიმარჯვეთ.
    - ინგლისის ჩემპიონობის მოპოვებით ერთგული გულშემატკივრები ძალიან კი გაახარეთ, მაგრამ ისინი თქვენგან 28 მაისს "უემბლიზე” მხოლოდ მოგებასაც ელიან...
    - ორ კვირაში კარიერის უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის და როდესაც საჩემპიონო ტიტულს ვზეიმობდით, მაშინაც კი "ბარსელონას” წინააღმდეგ ჩასატარებელ ფინალზე ვფიქრობდით. ნებისმიერი ჩვენთაგანი დუბლზე ოცნებობს. ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩამდე გაცილებით უფრო დიდი ინტენსივობით ვიმუშავებთ და თავს არ დავზოგავთ, ქომაგებს კიდევ ერთი დღესასწაული რომ ვაჩუქოთ.
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 610 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011