მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 13:25
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 15 » ხოტენაშვილმა და ჩმილიტემ ლიდერობა შეინარჩუნეს


    21:04
    ხოტენაშვილმა და ჩმილიტემ ლიდერობა შეინარჩუნეს
    თბილისის სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში” მიმდინარე ევროპის მე-12 ქალ მოჭადრაკეთა ინდივიდუალური ჩემპიონატის მე-8 ტური დასასრულს უახლოვდება.
    გამორჩეულ ინტერესს იწვევდა სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი ბელა ხოტენაშვილისა და ლიტველი ვიქტორია ჩმილიტეს შეხვედრა, რომლებსაც 6-6 ქულა ჰქონდათ. უაღრესად დაძაბული პარტია ყაიმით დასრულდა, რის შედეგადაც ამ მოჭადრაკეებმა ლიდერობა შეინარჩუნეს.
    ასევე დიდ ინტერესს იწვევდა მომდევნო ადგილებზე მყოფ მოჭადრაკეთა შეხევდრა, რომელებიც ასევე ყაიმით დასრულდა - 5,5-5,5 ქულის მქონე პია კრამლინგი (შვედეთი) და ლელა ჯავახიშვილი დაზავდნენ.
    რაც შეეხება უკრაინელ კატერინა ლაჰნოს, რომელსაც ასევე 5,5 ქულა ჰქონდა, ის 5 ქულის მქონე სლოვენიელ საერთაშორისო დიდოსტატს, ანა მუზიჩუკს დაუზავდა.
    დანარჩენი პარტიებიდან, აღსანიშნავია შოტლანდიის სახელით მოასპარეზე ქართველი საერთაშორისო დიდოსტატის, ქეთევან არახამია-გრანტის (5) გამარჯვება, რომელმაც სომხეთის წარმომადგენელი ლილიტ გალოიანი დაამარცხა (5).
    ყაიმით დასრულდა ნაზი პაიკიძისა (5) და რუსეთის წარმომადგენელ ევგენია ოვოდის შეხვედრა, რომელსაც ასევე 5 ქულა ჰქონდა. 5,5 ქულის მქონე ნინო ბაციაშვილი 5 ქულის მქონე მარინა რომანკოს დაუზავდა. წარუმატებლად თამაშობს საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე, რომელსაც მე-8 ტურამდე 4 ქულა ჰქონდა. ამჯერად იგი იტალიის სახელით მოასპარეზე ელინა სედინას (4) დაუზავდა. საქართველოს ჩემპიონი მაია ლომინეიშვილი (4), მის თანამემამულეს, ამდენივე ქულის მქონე მერი არაბიძესთან დამარცხდა.
    მე-8 ტური ჯერ არ დასრულებულა.
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 623 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011