მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 08:01
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 15 » ”ბარსელონა” - ”დეპორტივო”. გვარდიოლა მატჩის წინ


    21:12
    ”ბარსელონა” - ”დეპორტივო”. გვარდიოლა მატჩის წინ
    პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, თუ როგორ მოემზადება გუნდი 28 მაისისთვის. ამავდროულად მან პირობა დადო, რომ ”დეპორტივოს” წინააღმდეგ გუნდი მაქსიმალური მონდომებით ითამაშებს.

    კვირას გუნდი პრიმერას ბოლოსწინა მატჩს გამართავს ”დეპორტივოს” წინააღმდეგ და ამ მატჩის წინ პრეს-კონფერენციაზე გვარდიოლამ განაცხადა, თუ როგორ ითამაშებს გუნდი დარჩენილ 2 ტურში: ”ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვებისთვის ვითამაშებთ. ჩვენი მიზანი ფინალისთვის მომზადებაა”.

    მწვრთნელმა ასევე ”დეპორთან” მატჩის მნიშვნელობაც ახსნა: ”ასეთი თამაში საჭიროა შეცდომების გამოსასწორებლად. ყოველთვის კარგია, როცა ფინალს კარგი თამაშით შეხვდები. ამას გარდა სათამაშო დრო მიეცემათ ისეთ ფეხბურთელებს, რომლებსაც არ ეძლეოდათ დიდი დრო. დარჩენილ მატჩებს მაქსიმალური კონცენტრაციით ვუდგებით” - განაცხადა პეპმა.

    აზრებით ”უემბლიზე”

    გვარდიოლამ ”ბარსას” უახლოესი გეგმები გაგვანდო: ”პრიმერას მატჩების შემდეგ 2 დღე დასვენება გვექნება და ამ პერიოდში ფეხბურთელების დანახვაც არ მსურს. ამის შემდეგ რითმში ჩადგომა და ლონდონის ფინალისთვის მომზადება იქნება საჭირო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მზად იქნება”. 28 მაისს გვარდიოლას შემადგენლობაში სურს ჯანმრთელი პუიოლის ხილვა: ”მას 3 თვე არ უთამაშია. მთელი ძალები დახარჯა, რათა ”რეალის” წინააღმდეგ 90 წუთი ეთამაშა და ამის შემდეგ ის ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს ვარჯიშს. შევეცდებით ფინალისთვის ის ფეხზე დავაყენოთ. იმედი გვაქვს, რომ შემდეგი კვირიდან გუნდთან ერთად ივარჯიშებს” - განაცხადა გვარდიოლამ.

    შეწუხებულია ბუსკეტსის სიტუაციით

    უეფას მხრიდან ბუსკეტსის შესაძლო დისკვალიფიკაციაზე პეპი კატეგორიული იყო: ”ბუსკეტს დიდი ხანია ვიცნობ და როცა რაიმეს მეუბნება მისი მჯერა. იმედი გვაქვს, რომ უეფა გადაწყვეტილებას წყნარად მიიღებს. ყველა შეწუხებულები ვართ. ყველაფერი სწორად გადაწყდეს და ბუსკეტსი ფინალში დაგვეხმარება” - გაანცხადა გვარდიოლამ. პეპი ასევე რამოსს დაეთანხმა, რომელმაც განაცხადა. რომ ”მხოლოდ მარსელომ და ბუსკეტსმა იციან რა მოხდა”. ამის შემდეგ პეპმა თემა დახურა და არ ისურვა მადრიდელებზე საუბარი: ”ყველამ იცის რა როგორ მოხდა. აპრილის თვეში ბევრი ვისაუბრეთ მადრიდელებზე. ესპანეთის სუპერთასამდე მათზე საუბარი აღარ მსურს. ახლა ამის დრო არ არის” - დაასრულა მწვრთნელმა.

    დაუვიწყარი ფიესტა

    პეპ გვარდიოლამ აღიარა, რომ მოხიბლული იყო ”ნოუ კამპზე” ლა ლიგის ტიტულის აღნიშვნით და ბავშვების რაოდენობით სტადიონზე. პეპმა კიდევ ერთხელ გადაუხადა ფეხბურთელებს მადლობა ისევე როგორც სტადიონზე მიკროფონით ხელში: ”სეზონის სტარტზე ეჭვები მქონდა, თუ როგორ ითამაშებდნენ ისინი და შეუძლებელი იყო იმის გაკეთება, რაც მათ გააკეთეს. ამ ფეხბურთელებს განსაკუთრებული ნიჭი აქვთ და სწორედ ამიტომ არიან შეუდარებელნი”
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 621 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011