საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უშუალო დავალებით, სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონებში და დედაქალაქში აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, პრეზიდენტი ინფორმაციას დედაქალაქისათვის წყლის მიწოდების თაობაზე რეგულარულად იღებს.