მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 04:41
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 20 » ამადეო მოდილიანი


    16:00
    ამადეო მოდილიანი
    ამადეო კლემენტ მოდილიანი (დ.12 ივლისი,1884,ლივორნო — გ. 24 იანვარი,1920,პარიზი)
    იტალიელი მხატვარი და მოქანდაკე. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის
    ერთ-ერთი ცნობილი მხატვარი, ექსპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი.




    ბიოგრაფია

    მოდილიანი აღიზარდა იტალიაში, სადაც შეისწავლა ანტიკური ხელოვნება და აღორძინების ეპოქის ხელოვანთა
    შემოქმედება. 1906 წლიდან კი გადავიდა პარიზში პარიზში მან გაიცნო ისეთი ცნობილი მხატვრები, როგორიცაა
    პაბლო პიკასო და კონსტანტინე ბრინშუკი, მათ დიდი გავლენა მოახდინეს მოდილიანის შემოქმედებაზე.მოდილიანს
    სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და ხშირად ავადდებოდა და 35 წლის ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულიოზით.
    მოდილიანის მთავარი მემკვიდრეობა ძირითადად მოიცავს ნახატებს და ესკიზებს, მხოლოდ 1909-1914 წლებში
    მის ძირითად საქმიანობას სკულპტურა წარმოადგენდა.მისი ყველა ნაწარმოების მთავარი აზრი ადამიანია. ჩვენამდე
    მოღწეულია მისი რამოდენიმე პეიზაჟი. ხშირად მოდილიანი დროს უთმობდა რენესანსის მიმდინარეობის წარმომდ
    ადგენლებს და იმ დროისთვის პოპულარულ აფრიკულ ხელოვნებას. მის შემოქმედებაში არ შეიძლება არ აღვნიშნოთ
    ისეთი თანამედროვე მიმდინარეობები, როგორიცაა კუბიზმი და ფოვიზმი. მოდილიანის ცხოვრების პეიოდში მისი
    შემოქმედება არ გახდა პოპულარული, მისმა ნამუშევრებმა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოიპოვა წარმატება...

    ბავშვობა

    ამადეო (იედიდია) მოდილიანი დაიაბადა ებრაელ-სეფარდების ფლამინგო მოდილიანისა და ევგენია გარსენის ოჯახში,
    ლივორნოში ( ტოსკანა,იტალია)ის იყო ყველაზე უმცროსი შვილი ოჯახში(მეოთხე). ამდეოს დაბადებამდე ოჯახის
    საქმეები( შეშითა და ნახშირით) ვაჭრობადაეცა უკვე; მის დედას რომელიც ჩამოვიდა საფრანგეთიდან უწევდა
    ცხოვრებისათვის ფულის მოპოვება ფრანგუული ენის სწავლითა და თარგმანებით, მათ შორის გაბრიელე დ ’ანუციოს
    ნაწარნოების თარგმნით.რადგანაც ევგენია წარმოშობით იყო მარსელიდან? მოდილიანიმ ფრანგული ენის შესაწავლა
    დაიწყო ადრეულ ბავსვობაში,რამაც შემდეგ გაუადვილა ინტერგრაცია პარიზში.ითვლება რომ დედის რომანტიულმა
    ნატურამ იქონია უდიდესი ზეგავლენა მოდილიანის მსოფლმხეველობაზე. მისი(დედის) დღიური რომელსაც ის
    აწარმოებდა მალევე ამადეოს დაბადებიდის შემდეგ არის ერთერთი დამადასტურებელი წყარო მხატვარის ცხოვრებისა.
    11 წლის ასაკში მოდილიანი დაავადდა პლევრიტით,1908 წელს კი-ტიფით, რომელიც იმ დროისათვის განუკურნებელი
    სენი იყო.ეს გახდა უკუქცევადი წერტილი მის ცხოვრებაში.მისი დედის მონათხრობით,ციებ ცხელებისას მას აბოდებდა
    იტალიელი ოსტატების შედევრები, აგრეთვე აღმოაჩინა თავისი დანიშნულება-მხატვრის სახით.გამოჯანმრთელების
    შემდეგ მშობლებმა დართეს ამადეოს ნება მიეტოვებინა სკოლა რათა შეესწავლა ფერწერის გაკვეთილები ლივორნოს
    ხელოვნების აკადემიაში.
    from wikipedia.org


    ჟანა ჰებუტერნი

    1918 წელს ამადეო მოდილიანმა გაიცნო 19 წლის სტუდენტი ჟანა ჰებიტერნი, რომელიც
    მუზა გახდა მხატვრის ცნობილი შედევრებისა. 1918 წლის 29 ნოემბერს მათ ქალიშვილი
    ეყოლათ.. მოდილიანის ნახატები სხვადასხვა გამოფენებსაც ამშვენებდა და ყველაფერი
    კარგად მიდიოდა მანამ, სანამ 1920 წლის იანვარში ის ტუბერკულიოზით არ გარდაიცვალა.
    მისი გარდაცვალების დროს ჟანა მეორე ბავშვზე იყო ორსულად, თუმცა როგორც ცნობილია
    მან ვერ გადაიტანა მოდილიანის სიკვდილი, ფანჯრიდან გადახტა და ადგილზევე გარდაიცვალა.

    ამადეო მოდილიანი თავისი განსაკუთრებული სტილით გამოირჩეოდა.. მისი ნახატების
    ამოცნობა ყოველთვის მარტივია რადგან დამახასიათებელია არაპროპორციულობა ადამიანის
    სხეულისთვის და დახვეწილი,თბილი ფერების პალიტრა. როგორც ყოველთვის ის სიკვდილის
    შემდეგ უფრო დააფასეს.. დღეს კი აღიარებული და პოპულარული მხატვარია...

    ფილმი - Modigliani

    აღსანიშნავია ისიც რომ მხატვარზე ფილმიც არის გადაღებული სახელად "Modigliani" (მოდილიანი).
    ფილმი ნამდვილად მძიმე საყურებელია.. დეტალურად არის აღწერილი მოდილიანის ცხოვრება..
    მისი ხასიათი.. დადებითი და უარყოფითი მხარეები.. საოცრად არის მიმსგავსებული ნამდვილ
    მოდილიანთან... აღსანიშნავია ფილმის საუნდთრეკების, რომლებიც მართლაც გულის ამაჩუყებელია..
    უყურო ასეთ ფილმს.. ზუსტად წარმოიდგინო მოდილიანისა და ჟანას ისტორია.. ხედავდე იმას
    თუ როგორ ქმნიდა ის უბადლო ნახატებს და თან უსმინო ამ მუსიკას მართლაც საოცრება და უსასიამოვნესი განცდაა..

    ჟანრი: დრამა, ბიოგრაფია
    გამოშვება: 18 მაისი 2004
    რეჟისორი: მაიქ დევისი
    სტუდია: ფრანს 3 სინემა, მედიაპრო ფიქჩერზი
    სლოგანი: His passion was life. His obsession was art.
    როლებში:ომიდ ჯალილი, ენდი გარსია, ელზა ზილბერშტეინი, იპოლიტ ჟირარდო


    ფილმის ერთ-ერთი საუკეთესო და ამაღელვებელი მომენტი.. როდესაც მოდილიანი
    სხვა მხატვრებთან ერთად ჩაეწერება იმ სიაში, სადაც ისინი ეწერებიან ვისაც გამოფენაში
    მონაწილეობა სურთ. ამით მხატვარი პიკასოს იწვევს (მათ ხომ მუდამ უთანხმოება ჰქონდათ)
    პიკასოც რა თქმა უნდა თანხმდება.. ამ მომენტში კი თითოეული მხატვრის ის პროცესია
    ნაჩვენები, როდესაც ისინი ფიქრობენ რა დახატონ.. ასევე კარგად არის აღწერილი ის თუ
    როგორ გარემოში უწევთ მუშაობა.. თუ დააკვირდებით (ჩემი აზრით) თითოეული მხატვარი
    მონდომებით და რაღაც პირველობისთვის ხატავს.. მოდილიანი კი.. მოდილიანი უბრალოდ
    ხატავს სიყვარულით.. მთელი შეგრძნებით.. ხატავს ორსულ ჟანას.. მის მუზას და სიყვარულს..
    გამოფენის დროს მოდილიანი როგორც ყოველთვის თვრება.. ფულის გადაუხდელობის გამო
    კი მას ცემენ.. სასიკვდილოდ იმეტებენ.. ამიტომ ის ვერც მიდის ჟანას სანახავად. ამ დროს
    თან ჩანს სხვადასხვა მხატვრების ნახატებიც.. რომლებიც ასე ემზადებოდნენ ამისთვის..
    ცნობილ ნახატებს პიკასოს ნახატიც ამშვენებდა.. მან მოდილიანი დახატა, მისთვის
    დამახასიატებელი სტილით - კუბიზმით.. და ყველაზე ამაღელვებელი ის მომენტია,
    რომ ბოლოს როდესაც მოდილიანის ნახატს ახდიან ფარდას ყველას საოცარი სახე აქვს..
    ეს მართლაც საოცარი ნახატია.. და ამ ნახატს ტაში პირველად პიკასომ დაუკრა !
    Ave Maria-ს ფონზე ეს მომენტი მართლაც ამაღელვებელია..


    ვფიქრობ მათ ვისაც უყვარს ხელოვნება და დარწმუნებული ვარ მათაც ვისაც არ უყვარს
    ხელოვნება, მაინც ესიამოვნებათ ამ ფილმის ყურება.. იმედი მაქვს ამის სურვილი გაგიჩნდათ
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Art - ხელოვნება | ნანახია: 1693 | დაამატა: Germana | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011