მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

ოთხშაბათი, 15.05.2024, 00:50
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 23 » დამალული კონკრეტიკა და ლოგიკური ვერდიქტი


    17:43
    დამალული კონკრეტიკა და ლოგიკური ვერდიქტი
    თვეებია, ქართულ ძიუდოში ბოლო წლებში აგორებული სკანდალები და უსიამოვნო ხმაური მიწყნარდა. სიტუაციაც ასე თუ ისე დარეგულირდა. ავსტრიელი თავკაცის, პიტერ ზაიზენბახერის ხელმძღვანელობით, ნაკრები მსოფლიოს პირველობისთვის გეგმაზომიერ მზადებას შეუდგა, ახლახან ქართული გუნდი ევროპის ჩემპიონატზეც საკმაოდ ნორმალურად გამოვიდა და გულშემატკივარს მსოფლიოსთვისაც იმედი გაუჩნდა. სიტუაციას იდეალურობამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლია და შიდა დაპირისპირებებიც ბოლომდე არ აღმოფხვრილა, მაგრამ სკანდალების ნაკლებობა აშკარად თვალშისაცემი კი გახდა.
    დღეს ძიუდო ახალი უსიამოვნების ეპიცენტრში მოექცა - ახლახან დაფიქსირებული 3 სასირცხვილო ფაქტის შესაფასებლად და სათანადო სასჯელის გამოსატანად, აღმასკომის საგანგებო სხდომა დაიგეგმა.
    ფაქტი პირველი: ორიოდ კვირის წინათ, ბაქოს დიდ პრიზზე, საქართველოს ნაკრების წევრი ნოდარ მეტრეველი (100 კგ) სატურნირო ბადიდან ბოლო მომენტში გაქრა. ასეთ დროს, ძირითადად, მიზეზი დასკვნითი ვარჯიშისას მიღებული ტრავმა ხდება ხოლმე, მაგრამ ამჯერად, ქართველი ძიუდოისტი სავარჯიშო დარბაზში მომხდარი სულ სხვა უსიამოვნო ფაქტის – ქურდობის გამო მოკვეთეს. აზერბაიჯანის ნაადრევად დატოვებისა და დღევანდელი სხდომის ერთ-ერთი მიზეზი მობილური ტელეფონი გახდა.
    ფაქტი მეორე: საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კანდიდატი, წელიწადნახევრის წინათ საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მომგები იოსებ წელაური, ახლახანს, უნივერსიადაზე, მსაჯ ნიკოლოზ ზაუტაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.
    ფაქტი მესამე: "ლეპტოპთან დაკავშირებული ინციდენტი” – ასეთი სახით განიხილეს აღმასკომის წევრებმა გლდანის ოლიმპიური რეზერვების ცენტრში მომხდარი მესამე კანონდარღვევა. ცხადია, მათთვის უფრო დაწვრილებითაც განმარტავდნენ, რა და როგორ მოხდა, მაგრამ ჟურნალისტებთან დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს და მხოლოდ ზოგადად, "არასპორტულ საქციელად” მოიხსენიეს. მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, ამ ორი სიტყვის გაშიფრვა ვერ მოხერხდა. აღმასკომმა 3 დამნაშავე ამხილა: ვანო დავითაშვილი (66 კგ) არჩილ შინჯიკაშვილი (90 კგ) და მესამე ძიუდოისტი, რომლის ვინაობაც ჯერაც დგინდება, თუმც უკვე მისთვის სასჯელი გამოტანილია.
    საგანგებო სხდომამ დაახლოებით საათნახევარი გასტანა. ჟურნალისტებისთვის დახურული იყო და მათ დარბაზში მხოლოდ მას შემდეგ უხმეს, რაც დღის წესრიგის ყველა, უფრო ზუსტად კი, ორივე საკითხი - სადისციპლინო სანქციების დაწესება და სხვადასხვა - ამოწურეს.
    ვერდიქტი ძიუდოს ფედერაციის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ალექსიძემ გამოაცხადა: "არასპორტული საქციელის გამო, 5 სპორტსმენი დაისაჯა. ორ მათგანს, ნოდარ მეტრეველსა და იოსებ წელაურს აღმასკომმა სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. დანარჩენები კი ძიუდოს 6 თვით ჩამოსცილდებიან”.
    მკაცრი სასჯელის შესახებ, მოკლე კომენტარი სპორტის მინისტრმაც გააკეთა. ვარძელაშვილმა მომხდარი ფაქტები დაგმო, მაგრამ არასპორტული საქციელის დაკონკრეტებისგან მანაც თავი შეიკავა. მხოლოდ გია ნაცვლიშვილმა დაადასტურა, რომ ბაქოს ინციდენტი ქურდობასთან იყო დაკავშირებული.
    "ეს არ იყო მარტივი შეცდომა. ეს იყო ქართული სპორტისა და საქართველოს შეურაცხყოფა - სამწუხაროდ, ქურდობასთანაა დაკავშირებული. ჩვენ არ ვართ საგამომძიებლო ორგანო, რომ ეს დავამტკიცოთ, მაგრამ არსებობს ნამდვილად დადასტურებული ფაქტები. ძალიან ძნელია ნაკრების წევრის სპორტიდან მოკვეთა, მაგრამ როდესაც საქმე კრიმინალურ შემთხვევას ეხება, სასჯელი ყველასთვის სამაგალითო უნდა იყოს”, – განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა.
    მოკლე პრესკონფერენციის მიწურულს, გიორგი ალექსიძემ დამსწრეთ აუწყა, რომ აღმასკომმა უმთავრესი საკითხის გარდა, ელემენტარული დისციპლინარული დარღვევებისთვის სანქციების გამკაცრებაზეც იმსჯელა და ვარჯიშის გაცდენას თუ დაგვიანებას აქამდე არსებულზე მძიმე – ფინანსური სასჯელი მოჰყვება.
    და ბოლოს, საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ერთი თვის ვადაში ყრილობას ჩაატარებს.
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 687 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011