მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 13:11
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 23 » ტატიშვილს ცენტრალურ კორტზე ვიხილავთ


    17:47
    ტატიშვილს ცენტრალურ კორტზე ვიხილავთ
    ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი, რომელსაც დღეს საღამოს, კარიერის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა და 648 ქულით 106-ე ადგილზე იმყოფება.
    შეგახსენებთ, რომ 21 წლის ტატიშვილი "როლან გაროს” ძირითად ბადეში გახლავთ დაშვებული და პირველივე რაუნდში ურთულესი გამოცდა ელის. ანას მეტოქე ფრანგი მარიონ ბარტოლი იქნება, რომელიც კლასიფიკაციაში მეთერთმეტეა და პარიზულ ტურნირშიც იდენტური განთესვით ჩაებმება.
    ტატიშვილისა და ბარტოლის მატჩი ფილიპ შატრიეს სახელობის ცენტრალურ კორტზე მე-4 ნომრადაა დანიშნული და შვეიცარიელი როჯერ ფედერერისა და ესპანელი ფელისინო ლოპესის შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაახლოებით, 18:30 საათამდე ვერ დაიწყება.
    ცხადია, საფრანგეთის ღია პირველობის გარდა, მიმდინარე კვირაში "წვრილ-წვრილი” ტურნირებიც იმართება. იტალიურ გრადოში, 25-ათასიან გათამაშებაში ჩაებმება მაკა ჩახნაშვილი, რომელიც ძირითადი ბადის საწყის რაუნდში ავსტრიელ ჯულია მაირს ეთამაშება.
    ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში იმყოფება ეკატერინე გორგოძე, სადაც ასევე 25-ათასიანი ტურნირი იმართება. ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში მე-3 ნომრად განთესილ ავსტრიელ მელანი კლაფნერს ეთამაშება.
    მექსიკის ქალაქ გვადალახარაში იასპარეზებს ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი. 10-ათასიანი ტურნირის საწყის შეხვედრაში, ბასილაშვილი მასპინძელ მიგელ გალარდო-ვალესს გაეჯიბრება. წყვილებში ქართველი და ზელანდიელი ტომპსონი ასევე მექსიკელებს (დიაზ-ბარიგა/რუიზ-როსალესი) ეთამაშებიან.



    ქართველები WTA-ს რეიტინგში
    106 (107). ანა ტატიშვილი – 648 ქულა; 181 (180). ოქსანა კალაშნიკოვა – 316; 232 (232). მაკა ჩახნაშვილი – 237; 283 (285). სოფო შაფათავა – 182; 309 (308). თათია მიქაძე – 161; 370 (385). სოფო ქვაცაბაია – 111; 495 (493). ეკატერინე გორგოძე – 72; 919 (911). მანანა შაფაქიძე – 14;



    ქართველები ATP-ს რეიტინგში
    651 (664). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 28 ქულა; 829 (825). ლადო ჩიხლაძე – 13;
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 668 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011