მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 03:09
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 23 » კაკა: “რეალს” ახალი ფეხბურთელის დამატება არ სჭირდება”


    17:50
    კაკა: “რეალს” ახალი ფეხბურთელის დამატება არ სჭირდება”
    2010-11 წლების სეზონი დასასრულს მიუახლოვდა. მისი საფინალო აკორდი კი 28 მაისს ლონდონის "უემბლიზე” შედგება, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთის პირისპირ "ბარსელონა” და "მანჩესტერ იუნაიტედი” წარსდგებიან. პეპ გვარდიოლასა და სერ ალექს ფერგიუსონის გუნდების დაპირისპირება მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ეპიცენტრშია, ამიტომაც არაა გასაკვირი, მადრიდის "რეალის” ბრაზილიელ ფორვარდ კაკასთან ინტერვიუს ასაღებად მისულმა ჟურნალისტმა სამხრეთ ამერიკელს უპირველესად საჩემპიონთალიგო ფინალზე რომ ჰკითხა.

    - ჩემპიონთა ლიგის როგორი ფინალი გესახებათ?
    - დარწმუნებული ვარ, ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფინალის მომსწრენი შევიქნებით. საერთოდაც, "ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედის” მორიგი დაპირისპირება ფეხბურთის შემდგომ განვითარებას მისცემს ბიძგს.
    - თქვენმა პარტნიორმა იკერ კასილასმა განაცხადა, რომ ლონდონურ ფინალში ლამაზ ფეხბურთს უგულშემატკივრებს და არა რომელიმე გუნდს. თქვენც ანალოგიური პოზიცია გიკავიათ?
    - დიახ, მეც მიმზიდველი საფეხბურთო სპექტაკლის მოლოდინით დაველოდები მატჩის დაწყებას. მეგობრები ორივე გუნდში მყავს, ამიტომაც მათ "უემბლიზე” საუკეთესო თვისებების სრულად წარმოჩენას ვუსურვებ. მოგებით კი დაე, უძლიერესმა გაიმარჯვოს.
    - პეპ გვარდიოლას გუნდის წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება გაქვთ. რას ურჩევდით "მანჩესტერს”, რათა მან ორი წლის წინანდელი მარცხის რევანში და ჩემპიონთა ლიგის თასი აიღოს?
    - როგორ გგონიათ, სერ ალექს ფერგიუსონს ჩემი რჩევა სჭირდება? შოტლანდიელი სავსებით სამართლიანადაა მიჩნეული ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად და მან უჩემოდაც კარგად იცის, როგორი ტაქტიკით დაუპირისპირდეს "ბარსელონას”. როდესაც "მილანში” ვთამაშობდი, ფერგიუსონს ჩემი "ოლდ ტრაფორდზე” გადაბირება სურდა, მაგრამ მაშინ "სან სიროზე” დარჩენა ვამჯობინე. მანჩესტერელთა მიერ შემოთავაზებული წინადადებიდან ექვსიოდე თვის შემდეგ ჩემ ტრანსფერზე მადრიდიდან დაუკავშირდნენ. "რეალის” ხელმძღვანელებმა და მე გადავწყვიტეთ, რომ ჩემი "სანტიაგო ბერნაბეუზე” გადასვლა ორივესთვის კარგი ვარიანტი იყო. მადრიდელებმა ჩემ სანაცვლოდ ხომ 68 მილიონი ევრო მიიღეს.
    - თქვენი აზრი გვაინტერესებს შახინსა და ოზილთან დაკავშირებით...
    - ნური შახინს კარგად არ ვიცნობ. ისევე როგორც თქვენ, მეც შემიძლია ვთქვა, რომ მან "დორტმუნდში” ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. ვფიქრობ, მისი სახით ძალიან ძლიერ ფეხბურთელი დაგვემატა, რაც "რეალის” თამაშს კიდევ უფრო სოლიდურს გახდის. მესუტ ოზილს რაც შეეხება, მის გვერდიგვერდ თამაში უდიდესი სიამოვნებაა. გარდა იმისა, რომ ბრწყინვალე ფეხბურთელია, საიმედო მეგობარიც გახლავთ. ნებისმიერ სიტუაციაში ოზილის იმედი მაქვს.
    - ჟოზე მოურინიომ რომ გკითხოთ, ფერნანდო ლორიენტეს ტრანსფერის განხორციელებას ურჩევთ?
    - ფერნანდო შესანიშნავი ფეხბურთელია და ევროპის ნებისმიერ გრანდს დაამშვენებდა, მაგრამ სადღეისოდ "რეალი” კარგადაა დაკომპლექტებული და ჩემი აზრით, ახალი ფეხბურთელის დამატება არ სჭირდება.
    - რას ფიქრობთ "რეალისა” და "ბარსელონას” დაპირისპირებაზე? ოღონდ, საფეხბურთო ასპექტს არ ვგულისხმობ, მადრიდელებმა კატალონელების წინააღმდეგ იურიდიულ დონეზეც ბრძოლა წამოიწყეს...
    - "რეალის” იურისტებს ხელთ არაერთი დამადასტურებელი ფაქტი აქვთ (მათ შორის ვიდეო-კადრები) აქვთ, რათა სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ ჩვენი სიმართლე თავისუფლა შეგვიძლია დავამტკიცოთ. ამჟამად ამ საკითხებთან დაკავშირებით პოლემიკაა გაჩაღებული, რომელმაც წმინდა საფეხბურთო წრეებში უარყოფითი რეაქცია არამც და არამც არ უნდა გამოიწვიოს. "რეალმა” ეს პროცესი მთლიანად ფეხბურთისა და მოთამაშეების დასაცავად წამოიწყო.
    - თქვენმა დედამ ამას წინათ "ტვიტერზე” დაწერა, რომ ლონდონის "ჩელსიში” გადახვალთ...
    - არც ინგლისში გადასვლაზე ვფიქრობ და არც ბრაზილიაში დაბრუნებაზე. ჩემი ერთადერთი მიზანი მადრიდის "რეალის” შემადგენლობაში მომდევნო სეზონის წარმატებით ჩატარებაა. უკვე ორი წელია, რაც "სანტიაგო ბერნაბეუზე” ვარ. ძალიან კარგ კოლექტივში მიწევს ცხოვრება და თამაში, ამიტომაც ჩემი სამომავლო გეგმები მხოლოდ მადრიდს უკავშირდება. ისე არც უკვე გასულ სეზონს ვემდური – სამეფო თასი მოვიგეთ, ლა ლიგაში მეორე საფეხური დავიკავეთ, ჩემპიონთა ლიგაში კი ნახევარფინალამდე გავედით. ყოველთვის სითბოთი გამახსენდება "მილანიც”. ამ კლუბის გულშემატკივრებს, მოთამაშეებს და ხელმძღვანელებს დიდ პატივს ვცემ.
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 718 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011