მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

ოთხშაბათი, 15.05.2024, 00:41
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 23 » ეროვნული ნაკრების ვარჯიში - ჯერ 19


    22:25
    ეროვნული ნაკრების ვარჯიში - ჯერ 19
    სამ ივნისამდე ბევრიც არ დარჩა. ხორვატია-საქართველოს ევროშესარჩევი მატჩი მოახლოვდა და "ჯვაროსნებმა" მზადება დაიწყეს. როგორი იყო პირველი სავარჯიშო დღე ტექნიკურ ცენტრ "ბასას" მინდორზე? თემურ ქეცბაიას განკარგულებაში 19 ფეხბურთელი გახლდათ და მათ შორის, 8 ლეგიონერიც. ნაკრების შემადგენლობა ეტაპობრივად, დღიდან დღემდე შეივსება - ბევრ ლეგიონერს შაბათ-კვირას თამაში ჰქონდა და თბილისში ჯერ არ ჩამოსულან.
    "ბასაზე" ამ ფეხბურთელებმა ივარჯიშეს:
    მეკარეები: გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე, არდალიონ მიქაბერიძე;
    მცველები: უჩა ლობჟანიძე, გურამ კაშია, გიორგი რეხვიაშვილი, კახა ალადაშვილი, გიორგი ხიდეშელი, დავით კვირკველია;
    ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ჯაბა ლიპარტია, სანდრო გურული, მურთაზ დაუშვილი, ირაკლი მაისურაძე, თორნიკე გორგიაშვილი;
    თავდამსხმელები: გიორგი ადამია, ალექსანდრე იაშვილი, ნიკა გელაშვილი, ირაკლი მოდებაძე.
    ჩამოსასვლელები არიან ნუკრი რევიშვილი, აკაკი ხუბუტია, ზურაბ ხიზანიშვილი, გია გრიგალავა, გოჩა ხოჯავა, ჯანო ანანიძე, მათე ვაწაძე, დავით სირაძე და ლადო დვალიშვილი. ხიზანიშვილი ჯერ ვერ შეუერთდება ნაკრებს, რადგან 30 მაისს "რედინგი"-"სუონსია" - ინგლისის პრემიერლიგაში გადასასვლელი გადამწყვეტი მატჩი.
    ვარჯიში 18:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. თავიდან იყო ძუნძული, მერე მეკარეები გამოეყვნენ და მათ ნაკრების გოლკიპერთა მწვრთნელი მამუკა აბუსერიძე ავარჯიშებდა, ხოლო დანარჩენებმა "კვადრატები" ითამაშეს (ორ ჯგუფად და თითოში 8 ფეხბურთელი იყო). ამას მოჰყვა ნახევარ მოედანზე ორკარა - ცხრა-ცხრაზე.
    უნდა ითქვას, მინდორი მშვენიერ მდგომარეობაშია, პლუს, გვერდით უკვე მზადაა ასევე სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედანი - იქ უკვე ვარჯიშობენ სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები, მეტწილად, 17-წლამდელები.
    მთავარ მოედანს, სადაც ქეცბაიას გუნდმა ივარჯიშა, ერთ მხარეს ტრიბუნებიც უკეთდება. ნახევარი უკვე გაკეთებულია, კერძოდ, 16 რიგად ინდივიდუალური სკამებია დამონტაჟებული. რაც კარგია, კარგია... გვიან, მაგრამ მაინც დაადგა საშველი "ბასას" კეთილმოწყობას, თუმცა, სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.
    ეროვნული ნაკრები ხორვატიაში წასვლამდე "ბასაზე" გააგრძელებს მზადებას - ერთიც, 24 მაისს, 12:00 საათზე ქეცბაია "ბასაზე" პრესკონფერენციას გამართავს.
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 691 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011