მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 11:05
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 23 » ნიუ-ორკში ქართული ეკლესია გაიხსნა


    22:32
    ნიუ-ორკში ქართული ეკლესია გაიხსნა
    [მაკა გუგუჩია, სპეციალურად ნიუ-იორკიდან]

    მე-20 საუკუნის მიწურულს, საქართველოში დატრიალებულმა მოვლენებმა, რთულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა პროცესებმა რომ მასობრივი ემიგრაცია გამოიწვია და ასიათასობით ქართველი სხვადასხვა კონტინენტსა და განედზე რომ მიმოჰფანტა ბედის საძებნელად, ეს ამბავი არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. არც ის არის ახალი, რომ აღზრდით, კულტურით, ცნობიერებით, ადათ-წესით ყველასგან განსხვავებულ და გამორჩეულ ქართველს, ყველაზე ძალიან რომ უჭირს ხოლმე უცხო გარემოსთან შეგუება, თუმცა ისიც ცნობილი ფაქტია, თუკი შეეგუება, მერე უკვე გაუცხოებაც და გაორებაც რომ შეიძლება დაემართოს როგორც საკუთარი თავის, ასევე საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ. ძალიან სათუთი და ფაქიზი თემაა, მაგრამ დღეს არ შევეცდები ქართველ ემიგრანტთა ფსიქოლოგიური პორტრეტების ჩვენებას, სხვა დროს ალბათ გავბედავ და ვისაუბრებ ამ თემაზე. დღეს მინდა ვისაუბრო იმ ფაქტზე, რაც მოხდა 22 მაისს ნიუ-იორკში და ვისაუბრო იმაზე, თუ რამდენად ზრუნავს საქართველოს ავტოკეფალიური ეკლესია უცხოეთში გადახვეწილ საკუთარ სულიერ შვილებზე.

    საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა რამდენიმე წლის წინ, სწორედ ამ მასიური ემიგრაციის გამო მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩამოეყალიბებინა უცხოეთში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ეპარქიები. რადგან მართლა გაჩნდა ამისი საჭიროება და მოთხოვნილებაც ემიგრირებულ ქართველებში.

    იყო საშიშროება, ქართველთა თვითმყოფადობის, ენის, ზოგადად ქართველობის დაკარგვისა და რწმენის შესუსტებისა. ამიტომაც, უშუალოდ პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და თავად საპატრიარქოს თაოსნობით მოხდა სხვადასხვა დროს სხვადსხვა ეპარქიების შექმნა და ჩამოყალიბება.

    შეიქმნა და ჩამოყალიბდა დასავლეთ ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის, სამხრეთ ამერიკის,ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიები. უცხო მიწებზე შენდებოდა, მრავლდებოდა და დღემდე მრავლდება ქართული სამრევლოები და ეკლესიები. ქართველებს მიეცათ საკუთარ ენაზე წირვა-ლოცვის ჩატარების უფლება და ეს დიდი ბედნიერებაა. მე ვიტყოდი, უდიდესიც კი. ვისაც საკუთარ თავზე გამოუცდია ეს ბედნიერება, ის უფრო ადვილად მიხვდება, თუ რასაც ვგულისხმობ. თუ რა შეგრძნებაა უცხო მიწაზე ქართული ლოცვისა და უტკბილესი გალობის მოსმენა.

    ამდენად, იმ ინფორმაციამ, რომ ნიუ-იორკში უნდა გახსნილიყო ქართული ეკლესია, საზეიმო განწყობაზე დააყენა ნიუ იორკსა თუ გარშემო შტატებში მცხოვრები ქართველები. მართალია, წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია მანამდეც არსებობდა ( 8 წელია უკვე რაც არსებობს), მაგრამ აქამდე იჯარით აღებულ შენობაში უწევდა ყოფნა, სივიწროვესა და პრობლემებში, ამიტომაც იყო, რომ თავად მრევლის მონდომებითა და შემოწირულობებით, მეცენატთა გამოჩენით და უშუალოდ მამა ალექსანდრე (თანდილაშვილი) მცდელობითა და თაოსნობით მოხერხდა სტეიტენ აილენდზე საკუთარი შენობის შეძენა, სადაც ეკლესიასთან ერთად განთავსდა საკლასო ოთახები საკვირაო სკოლისთვის, სატრაპეზო და სხვა დანიშნულების ოთახები. სწორედ, ამ ეკლესიის კურთხევა მოხდა 21-22 მაისს და ეს იყო უდიდესი დღესასწაული ამერიკაში მყოფი თითოეული ქართველისთვის.

    ეკლესია საზეიმოდ აკურთხა ბათუმისა და ლაზეთის, ამერიკისა და კანადის სამრევლოების მიტროპოლიტმა დიმიტრიმ. ვმადლობ, უფალს! რომ მომეცა საშუალება ამ მეტად ისტორიულ ფაქტს დავსწრებოდი და პირადად მეუფის მადლიანი დალოცვაც მიმეღო! მომეცა იმისი საშუალებაც, რომ ერთადერთი კითხვით მიმემართა მეუფისადმი. კითხვა - (ჩემი და, არა მარტო ჩემი, სხვა უამრავი ქართველის) ერთგვარი შიშიდან მომდინარეობდა. შიში იმაზე, თუ რამდენად შეიძლება უცხოეთში არსებულმა ქართულმა ეკლესიებმა, ბევრ სიკეთესთან ერთად ხელი შეუწყოს ქართველთა აქ სამუდამოდ დარჩენასაც. რადგან მოგვეხსენება, როცა ქართველში არსებობს უსაშველო მონატრება ყველაფერი მშობლიურისა, ის მეტნაკლებად ცდილობს გაექცეს უცხო გარემოს და დაბრუნდეს შინ, მაგრამ როცა უცხო მიწაზე ის დაინახავს თავის ნავთსაყუდელს, იგრძნობს მშობლიურ გარემოს, იმ სულს -რაც სხვა დროს აკლდა უცხოობაში, შეიძლება მართლაც მოიწყოს აქ ფუძე და სამუდამოდ დამკვიდრებაც მოუნდეს, ეს არ არის მე მგონი უსაფუძვლო შიში.



    თუმცა მეუფემ ძალიან თბილად და მოკლედ ამიხსნა, რომ ქართული ეკლესიების გახსნა არის ერთადერთი საშუალება ქართველების გაერთიანებისა და რომ მათი უმთავრესი მიზანი, სწორედ საკუთარ თანამემამულეებზე ზრუნვაა მათი სულის საცხონებლად და მათ საქართველოში დასაბრუნებლად.

    ბატონმა ზურაბ მჭედლიშვილმა, დეტალური ინფორმაცია მომაწოდა ამერიკაში არსებული ეკლესიებისა და მათი წინამძღვრების შესახებ, რისთვისაც ვუხდი უღრმეს მადლობას. გაირკვა, რომ ამერიკაში უკვე საკმაო რაოდენობის სამრევლოები არსებობს. ჩიკაგოს ეკლესია, რომელსაც ხელმძღვანელობს მამა მატათა. სან ფრანცისკოსა და ლოს ანჟელესის ეკლესია- მამა იოანეს წინამძღოლობით. ფილადელფია-პოკონოს ეკლესია - მამა საბას ხელმძღვანელობით. ნიუ-ჯერსისა და ვაშინგტონის ეკლესია მამა პეტრეს წინამძღოლობით . კანადაში, ტორონტოს ეკლესია - მამა პავლესი და ნიუ იორკის ეკლესია - მამა ალექსანდრეს წინამძღოლობით ! უფალმა გააძლიეროს ისინი და მათი მრევლის თითოეული წევრი. მართლაც რომ უდიდესი საქმეა ღვთის გზაზე კეთილად სიარული და ადამიანთა სულის მწყემსვა, რაც ორმაგად მძიმეა ისეთ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა, რადგან საცდურია ორმაგად მეტი. მაგრამ ქართულ ეკლესიათა სიმრავლე უკვე იძლევა იმის პირობას, რომ ქართველები გაერთიანდებიან და ერთად დადგებიან ჭირსა თუ ლხინში. ღმერთმა შეაძლებინოთ მათ ეს!

    არ შემიძლია არ ვახსენო მამა პეტრე, რომლის უშუალო საუბრით თვით ყველაზე ურწმუნო ადამიანიც კი არ შეიძლებოდა მორწმუნედ არ ქცეულიყო და მორჩილი ნინო, რომელიც მარტოდმარტო მოღვაწეობს პოკონოს დედათა მონასტერში. მისგან მიპატიჟებაც კი მივიღეთ მე და ჩემმა მეგობრებმა, რამაც ძალიან გაგვახარა.

    დასარულს კი, ეკლესიის გახსნასთან დაკავშირებით. ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული შემსრულებლები: ანსამბლი შინი. მომღერალი ზურაბ მანაგაძე და კომედი შოუს ბიჭები. აგრეთვე მომღერალი თამრიკო დავითაშვილი და JULLIARD-ის, ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებლის ქართველი წარმომადგენლები: ჯაზ პიანისტი: ბექა გოჩიაშვილი, მევიოლინე: მარიამ მაჩაიძე და პიანისტი: დავით ალადაშვილი. შემოსული თანხა მთლიანად ქართული ეკლესიის ფონდში გადაირიცხა
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: News - ახალი ამბები | ნანახია: 761 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011