მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 21:45
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 23 » მესი "რომისგან" განსხვავებულ ფინალს ელის


    23:45
    მესი "რომისგან" განსხვავებულ ფინალს ელის
    დღეს კატალონიის "ბარსელონას" ერთ–ერთმა ლიდერმა, არგენტინელმა ლეო მესიმ პრეს–კონფერენცია გამართა. მისი განცხადებით წლევანდელი ფინალი "რომის ფინალისგან" სრულიად განსხვავებული იქნება. არგენტინელი ფორვარდი ფიქრობს, რომ ამ მატჩში ფავორიტი უბრალოდ არ არსებობს...



    ლეოს განცხადებით "რომის ფინალი" ძალიან კარგ მოგონებებთანაა დაკავშირებული, თუმცა იგი ამჯერად სულ სხვა სანახაობას ელის: " "რომის ფინალის" ტკბილი მოგონებები ახლა წარსულს ჩაბარდა. ჩვენ წინ დიდებული გუნდი დგას, რომელიც ვფიქრობ, რომ "უემბლიზე" სულ სხვაგვარ ფეხბურთს შემოგვთავაზებს."



    არგენტინელ შემტევს მომავალი მეტოქისათვის საქებარი სიტყვები არ დაუშურია: "ეს არის გუნდი, რომელსაც ჩვენ მსგავსად თამაში ბურთით მოსწონს. მოსწონს შეტევა და ქმნის შანსებს. მათი დაცვა ძალიან კარგი და გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ისინი დიდი ხანია, რაც ერთმანეთის გვერდით თამაშობენ და ვფიქრობ ერთმანეთის ძალიან კარგადაც ესმით. მათ ბევრი კარგი მხარე გააჩნიათ. ასე, რომ ახლა ჩვენ მათი სუსტი მხარეების ძებნას შევუდგებით და შემდეგ შევხედავთ, როგორ გამოვიყენებთ მათ."



    "მე ვერ ვამჩნევ, რომ ახლანდელი "მანჩესტერი" იმ დროინდელ "მანჩესტერზე" სუსტი იყოს. მათ ხომ წელს "პრემიერ ლიგის" თასის აღმართვა და "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში გასვლა მოახერხეს. მათი შეტევა ისეთი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, როგორიცაა რუნი, ჩიჩარიტო და ვალენსია. ჩემი აზრით ჩვენ წინ ძალიან რთული მეტოქე გველის – რთული დასამარცხებლად", აღნიშნა ლეომ.



    არგენტინელი ათიანს სჯერა, რომ თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, მაშინ მისი გუნდი გაიმარჯვებს: "მე გავალ მოედანზე ისე, როგორც გავდივარ ყოველთვის. თითქოს ეს ჩემი ბოლო მატჩი იყოს. მე ყოველი მატჩის წინ გამარჯვებაზე ვფიქრობ და მე მჯერა ჩემი თანაგუნდელების. თუ ჩვენ ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც ამას ჩვეულებრივ ვაკეთებთ, მაშინ ჩვენ გავიმარჯვებთ."



    პრეს–კონფერენციაზე ლეოს კითხვები ასევე პიპიჩის თაობაზე დაუსვეს, რომელიც "რეალ მადრიდის" ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს გადაეცემა. ამის თაობაზე მესიმ განაცხადა, რომ მისთვის მთავარი არა ინდივიდუალური, არამედ გუნდური პრიზებია: "მართალია მე ინდივიდუალურ პრიზებს მაინც გუნდურს ვამჯობინებ, მაგრამ ფაქტია, რომ მის აღებასთან ასე ახლოს ვიყავი და მისი აღებით ძალიან გახარებულიც დავრჩებოდი. ახლა კი მე მინდა მივულოცო კრიშტიანოს, რომელმაც ამ ბოლო რამდენიმე მატჩში ძალიან ბევრი გოლის გატანა მოახერხა."
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 643 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011