მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 06:16
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 23 » თბილისი გამადიდებელი შუშის ქვეშ


    23:59
    თბილისი გამადიდებელი შუშის ქვეშ
    დადგა დრო, როდესაც საქართველოს დედაქალაქ თბილისში, რაგბის მოყვარულთათვის დიდი ზეიმი იწყება. ხვალიდან, 20-წლამდე მორაგბეთა შორის მსოფლიო თასის "ალაფის” მონაწილე 8 ნაკრები "შევარდენისა” და "ავჭალის” მოედნებზე ერთმანეთის პირისპირ დადგება და ალბათ, პირველივე ტური, მეტ-ნაკლებად წარმოაჩენს, თუ რისი იმედი შეიძლება ჰქონდეთ ამ გუნდების ხელმძღვანელებსა და მორაგბეებს.
    ქართველებისათვის ამ ტურნირს ორმაგი დატვირთვა აქვს. პირველი – ეს, პატარა "ბორჯღალოსნების” სატურნირო წარმატებაა, ხოლო მეორე, წარმატება ორგანიზაციული თვალსაზრისით, რაზეც დამოკიდებული იქნება, მიეცემა თუ არა საქართველოს მომავალში კიდევ უფრო მაღალი რანგის ტურნირების მასპინძლობის საშუალება. ამის შესახებ რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ტურნირების დირექტორმა, ფილიპ ბურდარიასმა პირდაპირ განაცხადა: "რადგან წლეულს ეროვნულ ნაკრებებს შორის მსოფლიო თასი იმართება, IRB დიდ ტურნირებს აღარ ჩაატარებს. შესაბამისად, მთელი მსოფლიოს რაგბის მოყვარულთა და სპეციალისტთა ყურადღება საქართველოსკენ იქნება მოპყრობილი. ახლა, საქართველო მთელი სარაგბო სამყაროს დაკვირვების, ასე ვთქვათ, გამადიდებელი შუშის ქვეშაა მოქცეული და ნებისმიერი მცირე დეტალიც კი, ყურადღების მიღმა არ დარჩება”.
    20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასი 2008 წლიდან ყოველწლიურად იმართება. გუნდები ორ ჯგუფად არიან დაყოფილი. პირველი 2 წლის განმავლობაში, თასის მოსაპოვებლად 16 ნაკრები იბრძოდა, ხოლო მე-2 ჯგუფში, სამომავლოდ, ამ უძლიერეს თექვსმეტეულში მოსახვედრად, 8 ნაკრები თამაშობდა. 2010 წლიდან, თასის მებრძოლთა რაოდენობა 16-დან 12-მდე შემცირდა (მე-2 ჯგუფში გუნდების რაოდენობა იგივე დარჩა - 8) და შესაბამისად, იქ თამაში უფრო რთული გახდა. საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებს უძლიერესთა შორის არასდროს უთამაშია, მე-2 ჯგუფში კი მეორედ ასპარეზობს.
    პირველად, ქართველმა 20-წლამდელებმა მსოფლიო თასის "ალაფისთვის” 2008 წელს, ჩილეში იბრძოლეს და მე-3 ადგილს დასჯერდნენ. ჯგუფურ ეტაპზე, იამაიკის 90:3 განადგურების შემდეგ, ქართველებმა კორეას 50:31 სძლიეს, დასკვნით ეტაპზე კი, მომავალ გამარჯვებულ ურუგვაისთან 16:20 დამარცხდნენ და მხოლოდ მე-3 ადგილისთვის ითამაშეს, სადაც რუმინელებს 34:10 აჯობეს.
    მსოფლიო თასის "ალაფაზე” თამაშის უფლებას გუნდები საკუთარ რეგიონალურ ტურნირებში გამარჯვების შედეგად იღებენ. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, 2010 წლის ოქტომბერში, ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალია 27:3 დაამარცხა, რუმინეთი - 29:3, ფინალში კი, რუსეთი 38:7 გაანადგურა და ევროპის ჩემპიონატის მოგებით, "ალაფის” საგზურიც მიიღო. სწორედ ქართველთა წარმატებამ მიაღებინა IღB-ს ის გადაწყვეტილება, რომ მსოფლიო თასის "ალაფის” მასპინძლობის უფლება საქართველოსთვის მიეცა და ახლა, პატარა "ბორჯღალოსნებს”, თბილისში პირველობით, საგაისოდ, თორმეტ საუკეთესო გუნდთან ერთად, სამხრეთ აფრიკაში თამაშის უფლების მოპოვება შეეძლებათ.
    თბილისში შეკრებილი 8 გუნდი ორ ჯგუფშია გადანაწილებული. გამარჯვებისათვის თითეულ გუნდს 4 ქულა ერიცხება, ფრისთვის - 2, მარცხისთვის - არაფერი. სამაგიეროდ, IRB-ს მიერ ორგანიზებული ყველა ტურნირის მსგავსად, დაწესებულია ქულათა დარიცხვის პრემიალური სისტემა - თითო შეხვედრაში 4, ან მეტი ლელოს გატანისთვის, ისევე, როგორც 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის, გუნდი ერთ პრემიალურ ქულას მიიღებს.
    საქართველოს ნაკრები B ჯგუფში, კანადის, ზიმბაბვესა და იაპონიის ნაკრებებთან ითამაშებს, A ჯგუფში კი, სამოა, აშშ, ურუგვაი და რუსეთი გაერთიანდნენ. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველადგილოსნები ფინალში თასისთვის და უძლიერესთა საგზურისთვის იბრძოლებენ, მეორეადგილოსნები მე-3 ადგილს გაითამაშებენ, ჯგუფის მესამეადგილოსნები ერთურთს მეხუთეობისთვის შეერკინებიან, ჯგუფის ნაბოლარები კი, ბოლოსწინა ადგილს გაითამაშებენ.
    ახლა უშუალოდ პირველი ტურის შეხვედრებს გადავხედოთ. "შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე, სადაც თამაშზე დასწრება უფასოა, საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქეები, იაპონია და ზიმბაბვე ითამაშებენ. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება. იაპონია 2010 წლამდე უძლიერეს გუნდთა შორის თამაშობდა, მაგრამ იქ განსაკუთრებული შედეგით ვერ გამოირჩეოდა. 2008 წელს, აზიელებმა ჯგუფში ყველა შეხვედრა დათმეს, მერე ფლეი ოფი ტონგასთან წააგეს, დასკვნით შეხვედრაში აშშ-ს 44:8 აჯობეს, მე-15 ადგილი დაიკავეს და საუკეთესოთა შორის ადგილი შეინარჩუნეს. იაპონელებმა 2009 წელსაც მხოლოდ ბოლო შეხვედრა მოიგეს, ამჯერად, ურუგვაისთან მე-15 ადგილს დასჯერდნენ, მაგრამ გუნდების რაოდენობის შემცირების გამო, დაქვეითებას მაინც ვერ გადაურჩნენ.
    გასულ წელს, იაპონელებმა მსოფლიო თასის "ალაფაზე” მოსკოვში ითამაშეს. მათ ჯგუფში რუსეთი დაამარცხეს, ზიმბაბვესთან ფრეს გამორჩნენ - 20:20, ბოლოს კანადა გაანადგურეს და ფინალში გავიდნენ, სადაც იტალიასთან ვერაფერს გახდნენ - 7:36 და წლეულს კვლავ "ალაფაზე” თამაშობენ, თანაც, გასული წლის მსგავსად, ერთ-ერთ მეტოქედ ისევ ზიმბაბვე ჰყავთ. ზიმბაბველთათვის გასული მსოფლიო თასის "ალაფა” სადებიუტო იყო და იაპონიასთან მიღწეული ფრე, მათთვის მართლაც რომ საამაყოა. ჯგუფური ეტაპის დანარჩენ ორ მატჩში, ისინი კანადასთან და (6:22) და მასპინძელ რუსეთთან (19:21) დამარცხდნენ და ბოლოსწინა ადგილისთვის პაპუა ახალ გვინეას ეთამაშნენ, რომელიც 46:22 დაამარცხეს.
    14:00 საათზე დაიწყება "ავჭალაში” პირველი შეხვედრა და მასში, სამოა აშშ-ს დაუპირისპირდება. ამ გუნდებისათვის საუკეთესო 16 გუნდში თამაში უცხო არ იყო. სამოა გასულ წელს საუკეთესო 12-ს შორისაც იყო, მაგრამ იქ ბოლო ადგილზე გავიდა და წლეულს მიზნად უძლიერესთა შორის დაბრუნება დაისახა.
    რიგითობით მივყვეთ:
    2008 წელს, ორივე ეს გუნდი 16 საუკეთესოს შორის იყო და ერთ ჯგუფში თამაშობდნენ. მაშინ აშშ სამხრეთ აფრიკასთან და შოტლანდიასთან განადგურდა, სამოამ შოტლანდიას სძლია, აფრიკელებთან კი სულ რაღაც 5 ქულა დათმო. ურთიერთშეხვედრებში, სამოელებმა აშშ-ს 20:6 სძლიეს. ჯამში, იმ წელს სამოამ მე-7 ადგილი დაიკავა, აშშ კი ბოლოზე გავიდა და უძლიერესებს დაემშვიდობა.
    2009 წელს, სამოელებმა კვლავ მე-7 ადგილი დაიკავეს, აშშ-მ კი მსოფლიო თასის "ალაფის” ფინალში გააღწია, მაგრამ იქ რუმინეთთან დამარცხდა და მეორეობას დასჯერდა.
    2010 წელს, სამოამ ძალიან ცუდად იბურთავა, ხუთივე მატჩი დათმო და შედეგად, წლეულს "ალაფისთვის” იბრძოლებს, აშშ-მ კი "ალაფის” შესარჩევი ეტაპიც ვერ დასძლია.
    16:00 საათზე, "ავჭალას” მოედანზე რუსეთი და ურუგვაი გავლენ. რუსეთმა 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს შემდეგ, მე-2 ადგილი დაიკავა და "ალაფაზე” თამაშის უფლება ამის წყალობით მიიღო. მსოფლიო თასის "ალაფა” პირველად გასულ წელს დააჭაშნიკა, ოღონდ არა სპორტული მიღწევების ხარჯზე - უბრალოდ, IRB-მ მას მასპინძლობის უფლება უბოძა. რუსებმა კანადას და ზიმბაბვეს დიდი გაჭირვებით, ორ-ორი ქულით სძლიეს, იაპონიასთან დამარცხდნენ და მე-3 ადგილისთვის რუმინეთს დაუპირისპირდნენ – მასპინძლებმა ამჯერადაც მცირე სხვაობით მოიგეს - 23:20.
    ურუგვაიმ 2008 წლის "ალაფა”, ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს 20:16 დამარცხების შემდეგ, ფინალში მასპინძელი ჩილეს ძლევის (20:8) შედეგად მოიგო. 2009 წელს, ურუგვაელები უძლიერესებთან ვერაფერს გახდნენ, ყველა მატჩი დათმეს და გასულ წელს, "ალაფაზე” მოსკოვში ითამაშეს, მაგრამ მხოლოდ მე-5 ადგილს შესწვდნენ.
    დღის კულმინაცია 18:00 საათზე, მასპინძელი საქართველოსა და კანადის ნაკრებთა დაპირისპირება იქნება. საქართველოზე უკვე გითხარით, მსოფლიო თასის "ალაფაზე” ერთადერთხელ, 2008 წელს ითამაშა, კანადას კი, მსგავსი დონის ტურნირები არასდროს აკლდა. 2008 წელს, კანადელები უძლიერეს 16 გუნდს შორის იყვნენ და ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიასთან და ინგლისთან მარცხის შემდეგ, ფიჯის 17:10 აჯობეს. ფლეი ოფში მათ შოტლანდიასთან, მე-11 ადგილისთვის კი, იტალიასთან წააგეს და მე-12 საფეხურს დასჯერდნენ. მომდევნო წელს, კანადელებმა ჯგუფის სამივე მატჩი დათმეს, ფლეი ოფში ურუგვაის აჯობეს, მე-13 ადგილისთვის იტალიას დანებდნენ და გუნდების შემცირების გამო, გასულ წელს, რუსეთში ალაფაზე ითამაშეს. იქ მათ ზიმბაბვეს 22:6 მოუგეს, მაგრამ მერე რუსეთთან 15:17, ხოლო იაპონიასთან 17:38 დამარცხდნენ და მე-5 ადგილისთვის ურუგვაის დაუპირისპირდნენ, სადაც სამხრეთელებმა ჩრდილოელებს 13:11 აჯობეს და საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე მე-6 ადგილს დააჯერეს.
    საქართველოს ნაკრები ამ ტურნირისათვის მთელი წლის განმავლობაში ეტაპობრივად ემზადებოდა და ქართულ კლუბებთან თამაშების პარალელურად, თბილისში ფრანგული "კლერმონის” 21-წლამდელთა გუნდთანაც წაივარჯიშა (36:22). კანადელებმა თბილისში გამომგზავრებამდე 18 დღე კუნძულ ვანკუვერზე გაატარეს და 2 ამხანაგური მატჩი გამართეს. მათი კაპიტანი ტაილერ არდრონი მხოლოდ გამარჯვებაზე ოცნებობს და საქართველოსთან მოგებას გეგმავს. თავის მხრივ, "ბორჯღალოსანთა” კაპიტანი დავით ლოსაბერიძე, ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე რთულ მატჩს სწორედ კანადასთან ელის და "ავჭალაზე” მისულ მაყურებელს საინტერესო ბრძოლას ჰპირდება.
    შეგახსენებთ, რომ "ავჭალაზე” გასამართი 12 მატჩის (9 ჯგუფური ეტაპის, 3 ფლეი ოფის) აბონიმენტი 30 ლარი ღირს და 2000-იანი სტადიონის ბილეთი თუ კიდევ დარჩა, მისი შეძენა საქართველოს რაგბის კავშირში შეიძლება.

    საქართველოს ნაკრები: ლევან ჩილაჩავა ("ტულონი”, საფრანგეთი), ზურაბ ერისთავი ("აია”, ქუთაისი), ზაზა ნავროზაშვილი ("არმია”, თბილისი), ზურაბ ჟვანია ("აია”, ქუთაისი), ირაკლი ჩომახაშვილი ("არმაზი”, თბილისი), მერაბ მატკავა ("აია”, ქუთაისი), ხვიჩა ბუჯიაშვილი ("ლოკომოტივი”, თბილისი), კოტე მიქაუტაძე ("ტულონი”, საფრანგეთი), გიორგი ჟღენტი ("არმია” თბილისი), ბექა ბიწაძე ("არმია”, თბილისი), გიორგი ტყეშელიაძე ("ყოჩები”, თბილისი), გიგა თხილაიშვილი ("ბათუმი”, ბათუმი), ლევან თხელიძე ("აია”, ქუთაისი), ჯიმი ღამბაშიძე ("ლელო”, თბილისი), გიორგი მისრიაშვილი ("არმაზი”, თბილისი), გოდერძი ჭინჭარაული ("ლელო”, თბილისი), ლუკა კვარაცხელია ("ყოჩები”, თბილისი), გიგა გაგოშვილი ("ლოკომოტივი”, თბილისი), დავით ლოსაბერიძე ("ბაიონი”, საფრანგეთი), გიორგი მარგიანი ("აკადემია”, თბილისი), გიორგი აბრამიძე ("აია”, ქუთაისი), ვანო გაბროშვილი ("არმაზი”, თბილისი), ლევან გაგოშვილი ("აკადემია”, თბილისი), ზურაბ ძნელაძე ("აია”, ქუთაისი), ბახვა კობახიძე ("არმია”, თბილისი), უჩა მჭედლიშვილი ("ლელო”, თბილისი).
    მთავარი მწვრთნელი: პაატა ნარიმანაშვილი

    მსოფლიო თასის "ალაფა” 20-წლამდე მორაგბეებს შორის. თბილისი (საქართველო)
    A ჯგუფი
    რუსეთი
    სამოა
    ურუგვაი
    აშშ

    24 მაისი. სამშაბათი
    სამოა - აშშ (ავჭალა, 14:00 საათი)
    რუსეთი - ურუგვაი (ავჭალა, 16:00 საათი)
    28 მაისი. შაბათი
    სამოა - ურუგვაი (შევარდენი, 14:00)
    რუსეთი - აშშ (ავჭალა, 16:00)
    1 ივნისი. ოთხშაბათი
    ურუგვაი - აშშ (ავჭალა. 14:00)
    სამოა - რუსეთი (ავჭალა. 16:00)

    B ჯგუფი
    კანადა
    საქართველო
    იაპონია
    ზიმბაბვე

    24 მაისი. სამშაბათი
    იაპონია - ზიმბაბვე (შევარდენი, 14:00 საათი)
    საქართველო - კანადა (ავჭალა, 18:10 საათი)
    28 მაისი. შაბათი
    იაპონია - კანადა (ავჭალა, 14:00)
    საქართველო - ზიმბაბვე (ავჭალა, 18:00)
    1 ივნისი. ოთხშაბათი
    კანადა - ზიმბაბვე (შევარდენი. 14:00)
    საქართველო - იაპონია (ავჭალა. 18:00)

    5 ივნისი. კვირა. ფინალები
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 766 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011