მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 11:15
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 23 » Friendship


    00:02
    Friendship
    ჩვენ ყველას გვინდა გვყავდეს ნამდვილი მეგობარი,მაგრამ მეგობრობის ხარისხი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.თუ გინდა გყავდეს ნამდვილი მეგობარი შენ თვითონვე უნდა იყო ერთგული.

    გარდა ამისა როგორც ნამდვილი მეგობარი ის არის კარგი საშუალება გადაჭრას ურთიერთობების პრობლემები. ძნელია შეიცვალოს ადამიანი, მაგრამ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ შეცვალოთ საკუთარი თავი. იყავით მზად კომპრომისებისთვის

    ერთად გავეცნოთ რამოდენიმე რჩევას იმისთვის, რომ ვიყოთ კარგი და ერთგული მეგობრები

    პირველი არის ის რომ აუცილებლად უნდა ვიყოთ მეგობრულები. გამოიჩინეთ სურვილი იმეგობროთ - მეგობრები არავისთვის არასდროს არის ზედმეტი. მხოლოდ განსაზღვრეთ ამა თუ იმ ადამიანთან რა ტიპის მეგობრობა გსურთ - საერთო ინტერესების გადაკვეთის მომენტისთვის თუ ნამდვილი და საუკეთესო მეგობრობა. თუ ამ ბოლოხსენებულზეა საუბარი მაშინ მეტი ძალისხმევის დატანება მოგიწევთ, შედეგად კი სრული ნდობა და ურთიერთობისგან სიმშვიდე უნდა მოიპოვოთ.

    მეგობრობა ადამიანის სულისთვის ისეთივე აუცილებელი საკვებია, როგორიც ხელოვნება და ფილოსოფია. ეს ბუნების წესია - გყავდეს მეგობარი და გადარჩე

    მეგობრობა ყველაზე მნიშნველოვანი ინგრედიენტია ცხოვრების რეცეპტში

    მეგობრობა საჩუქარია საკუთარი თავისთვის


    მეორე არის ის რომ აუცილებლად უნდა გავუგოთ მას და გავითვალისწინოთ მისი ხასიათი

    შეიძინე ახალი მეგობრები და არ დაკარგო ძველები, ერთნი არიან ალმასი, მეორენი ბრილიანტი


    აუცილებელია ასევე დროის დაზოგვა და დროის განაწილება თქვენი მეგობრობისთვის. ნუ შეპირდებით და ნუ დაგეგმავთ შეხვედრას წინასწარ და დარწმუნებით, გადადებულმა და ჩაშლილმა შეხვედრებმა შესაძლოა ორივეს დაგწყვიტოთ გული.

    ხშირად მეგობრობა იგება სიცილით და ინგრევა ტირილით. მეგობრობას მუდმივი საზრდოობა სჭირდება, მხოლოდ სიყვარულისგან განსხვავებით მეტი მოთმინება მოგეთხოვებათ - რადგან აქ სიყვარულთან ერთად ეს გრძნობაც არის გაერთიანებული - მეგობრობა, რომელიც ღვრთიული წესია ვიზრუნოთ ერთმანეთზე.


    გამოიჩნე ყურადღება და მოუსმინეთ მეგობარს გულისყურით, შეეცადეთ ცოტატი მაინც გააუმჯობესოთ მათი ცხოვრება. საჭიროების შემთხვევაში გადადეთ პირადი საქმეები და მეგობარს ამოუდექით მხარში როგორც კი შეგიძლიათ.

    მეგობარია ის, ვინც იცის შენი გულის სიმღერა და როდესაც სიტყვები დაგავიწყდება შეუძლია შეგახსენოს


    დაინტერესდი მისით და აიღე ინიციატივა შენს თავზე რათა დაეხმარო მას. ნდობა დრო და დრო მოდის, შესაძლოა თავიდან ვერ ბედავდეთ ერთმანეთისთვის ყველაფრის გაზიარებას (თუმცა ეს ხშირად სრულებით არ არის საჭირო) მაგრამ გადაუშალეთ გული და დაანახეთ, რომ მზად ხართ თანადგომისთვის და გაიზიარებთ მის გულისტკივილს თუ სიხარულს. ხშირად სწორე ეს ბოლო - სიხარული და აღტაცების არ გაზიარება ხდება კონფლიქტის მიზეზი. გაიხარეთ მისი წარმატებებით

    ენდე მას და თუ დამნაშავე ხარ ყოველთვის აღიარე. დააფუძნეთ მეგობრობა გულწრფელობაზე.
    ნუ დაიტოვებ გულში ეჭვებს, თუ რაიმე შეკითხვა გაქვს შეეკითხე და ერთად განიხილეთ თემები.

    ნამდვილი მეგობარი ის არის, რომელიც სრულად გიცნობს და მაინც უყვარხარ


    იყავი ყოველთვის პირდაპირი (და კორექტული!), შეეცადე მისცე საჭირო და პრაქტიკული რჩევები.
    ხშირად მოგიწევს უარი უთხრა საკუთარ "მეს" რათა საქმე ერთად უკეთესად წარმართოთ "თქვენ"

    თითოეულ მეგობარს თავისი დანიშნულება და თავისი სფერო უნდა ქონდეს. ყოველ ადამიანს სხვადასხვანაირად შეუძლია ჩვენი დახმარება. ნუ იეჭვიანებთ და ნუ შეხვალთ კონკურენციაში თქვენი დაქალის სხვა მეგობრებთან.

    თითოეული მეგობარი ცალკე ბილიკია მთავარ გზამდე


    შესაძლოა რაღაც გეწყინოს - მაგრამ გახსოვდეს, რომ მას არ უნდოდა შენი წყენინება და ეს შექმნილმა სიტუაციამ გამოიწვია, მაგრამ თუ ეს ასე არ არის არ ღირს თავის მოტყუება.

    ყალბი მეგობრები იქნებიან ჩვენს გვერდით მაშინ როცა ბედნიერები ვართ, ისინი არიან ჩვენს გვერდით იმიტომ, რომ გაიზიარონ ბედნიერება, მაგრამ ყალბი მეგობრები არ იქნებიან ჩვენთან მაშინ როცა გვიჭირს და დახმარება გვჭირდება, სწორედ ესაა ნამდილი მეგობრობა. როგორც ამბობენ ნამდვილი მეგობარი ის არის, ვისაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს.

    მეგობარი არის ის ერთი, რომელიც მოდის მაშინ, როდესაც ყველანი მიდიან
    თუ ერთ ვარდის ბუჩქს უკანა ეზოში შეგვიძლია ვუწოდოთ ბაღი, ერთი მეგობარი მთელი სამყაროა


    მაგრამ თუკი ჯერ არ გიპოვიათ თქვენი ნამდვილი მეგობარი ან მისი პოვნის კიდევ ერთმა მცდელობამ დაგწყვიტათ გული, ნუ დანებდებით. ის თავისით მოვა გასაჭირში. მანამ კი გახსოვდეთ, რომ დაუბრუნოთ სახელი ღიმილი - რადგან დასაწყისისთვის არავის სურს მოღუშულ ადამიანთან კონტაქტის დაჭერა. იყავით მხიარულნი და მეგობრულნი.

    ფილმები მეგობრობაზე:
    Now and Then
    Stand By Me
    The War
    Thelma & Louise
    Beaches
    When Harry Met Sally
    First Wives club
    Love me if you dare
    Disco Pigs
    The Woman


    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Advice – რჩევები | ნანახია: 1078 | დაამატა: Germana | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011