მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 04:16
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 26 » ეტო'ო "ბარსელონაზე" საუბრობს


    08:30
    ეტო'ო "ბარსელონაზე" საუბრობს
    2 წელი გავიდა "რომის ფინალიდან". გავიდა 2 წელი და იმ 2 ფინალისტ გუნდში ბევრი რამ შეიცვალა. ცვლილებები შემადგენლობებსაც დაეტყო. მაშინდელი ფინალის ძირითადი შემადგენლობიდან ინგლისის ჩემპიონსა და "ჩემპიონთა ლიგის" წლევანდელ ფინალისტს მხოლოდ და მხოლოდ კრიშტიანო რონალდო აკლია, ხოლო "ბარსას" დახმარებას იაია ტურე, სილვინიო, ტიერი ანრი და სამუელ ეტო'ო ვერ შეძლებენ. ვერ შეძლებენ დახმარებას ერთი "პატარა" მიზეზის გამო – ისინი მოღვაწეობას სხვა კლუბებში აგრძელებენ ... ბევრი საქებარი სიტყვა შეგვიძლია გავიმეტოთ სილვინიოსთვის, ტიერი ანრისათვის, თუ იაია ტურესთვის, მაგრამ ახლა საუბარი სამუელ ეტო'ოზეა. საუბარი სამუელ ეტო'ო–ზეა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ "უეფას" ოფიციალურ საიტს ინტერვიუ სწორედ მან მისცა...



    ფეხბურთელი, რომელმაც "ბარსელონაში" მოღვაწეობის 5 წლის მანძილზე 109 გოლის გატანა მოახერხა, ახლა კატალონიელთა თამაშს მხოლოდ ცისფერი ეკრანებიდან და ტრიბუნებიდან ახერხებს. თუმცა მიუხედავად ამისა, მისი განცხადებით მისი გული იმ ფეხბურთელებთან ერთად იქნება, ვისთანაც დიდ ხნიანი მეგობრობა აკვაშირებს. "მე ვიმედოვნებ, რომ ფინალის გამარჯვებული "ბარსელონა" იქნება. მე იქ კარგი მეგობრები მყავს, რომლებიც 28–ში "უემბლიზე" ითამაშებენ. ასე, რომ ჩემი გული მათთან ერთად იქნება. თუმცა, არავინ არასოდეს არ იცის რა მოხდება. ორივე გუნდი 2009 წლის ფინალის შემდეგ ძალიან განვითარდა და ვიმედოვნებ, რომ ლამაზი ფინალის მომსწრენნი გავხდებით", განაცხადა კამერუნელმა თავდამსხმელმა.



    "ბარსას" ლეგენდამ და 2009 წლის "რომის ფინალში", ვან დერ საარის დამწუხრების პირველმა მიზეზმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა ორივე გუნდის ფეხბურთელების მიმართ. მან ლეო მესიზე განაცხადა: "უდაოდ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი." ხოლო რაც შეეხება "წითელ ეშმაკთა" ახალგაზრდა მექსიკელ ამომავალ ვარსკვლავს, ჩიჩარიტოს, მან ასეთი კომენტარი გააკეთა: "მას მშვენიერი სეზონი აქვს. იმედი მაქვს იგი ამ ფინალით სიამოვნებას მიიღებს, რადგანაც ეს არის სეზონის საჩუქარი. შენ არ იცი კიდევ როდის გექნება ასეთი შესაძლებლობა."



    სამუელ ეტო'ოს "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში დებიუტი 2006 წელს შედგა და ეს დებიუტი მისთვის ძალზედ წარმატებული გამოდგა. მისი და ჟულიანო ბელეტის მიერ გატანილი გოლების წყალობით, კატალონიის "ბარსელონამ" "ჩემპიონთა ლიგის" თასის აღმართვა მოახერხა. კამერუნელი იხსენებს, რომ პირველი ნახევარი მეორისგან სრულიად განსხვავდებოდა. "პირველ ტაიმში ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი ძალების დემონსტრირება. თუმცა, შესვენების შემდეგ მინდორზე სულ სხვა "ბარსა" გავიდა. ჩვენ უფრო მეტად გვსიამოვნებდა თამაში და საბოლოოდ "ბარსელონამ" მშვენიერი გამარჯვებაც მოიპოვა."



    "ბარსას" ყოფილმა ცხრიანმა 2009 წლის ფინალიც გაიხსენა, როდესაც მან ვან დერ საარის კარის დალაშქვრა მატჩის დაწყებიდან 10 წუთში მოახერხა: "მაშინ ჩვენ ბურთზე კონტროლი ისე დავაწესეთ, როგორც ეს ჩვენ გვსურდა. ტაბლოზე, რაც უფრო დიდ ხანს არ იცვლება ანგარიში და რაც უფრო დიდ ხანს არის 0:0, მაშინ შენ, შენს თავს ინტენსიურად შეტევის უფლებას არ აძლევ ... მაგრამ როდესაც შენ იტან პირველ ბურთს, ეს მოწინააღმდეგე გუნდზე მოქმედებს. აი მაშინ კი შენ გიადვილდება უკეთესად თამაში."
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 637 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011