მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 05:41
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 26 » ”უემბლის” შემდეგ პუიოლს შეიძლება ოპერაცია გაუკეთონ


    10:01
    ”უემბლის” შემდეგ პუიოლს შეიძლება ოპერაცია გაუკეთონ
    კარლეს პუიოლი დათანხმდა ჩაიტაროს ართროსკოპია, რათა საბოლოოდ გაარკვიოს მარცხენა მუხლის პრობლემა და სწრაფად გადაჭრას პრობლემა.

    მას შემდეგ, რაც კარლეს პუიოლმა ”ბარსელონას” ფორმა მოირგო გვაჩვენებს არაჩვეულებრივ თვისებას თავგანწირვის, რამაც ის აქცია არაერთი თაობის იდეალად. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ პროფესიონალზე, რომელმაც ფინალი მოტეხილი მაჯით ითამაშა. პირველი გუნდის შემადგენლობაში ისეთი ფაქტი მოხდა, სადაც მან სახე იმ დონემდე გაიტეხა, რომ ნიღბით თამაში მოუწია.

    ეს სეზონი კარლეს პუიოლის გმირულ ისტორიას კიდევ ერთი თავით შეავსებს, მაშინ როცა ის ”უემბლის” სტადიონზე ”მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ სასტარტო თერთმეტეულში გამოვა. ამას ვსაუბორბთ არა მხოლოდ კარლესის არაადამიანური მონდომების, არამედ იმის გამო, თუ რა სამუშაოებს ატარებს კაპიტანი ბოლო 3 თვის განმავლობაში მარცხენა მუხლის ტრავმის გამო და გვარდიოლაზე მიცემული პირობის გამო, სადაც მან პეპს უთხრა, რომ მნიშვნელოვან მატჩებში მონაწილეობას მიიღებდა და სიტყვა შეასრულა კიდეც. მან მონაწილეობა მიიღო 4 კლასიკოდან სამში, გამოტოვა მხოლოდ თასის ფინალი და ახლა მზად არის ლიგის ფინალში სათამაშოდ.

    შეიძლება ის 100%-ით მზად არ იყოს, მაგრამ ფინალს არ გამოტოვებს. მის ამ მოქმედებაშიც შეინიშნება გმირული ხასიათი, რადგან ფინალის შემდეგ დიდი ალბათობით კაპიტანი ოპერაციას გაიკეთებს, რათა საბოლოოდ გადაჭრას მარცხენა მუხლის საკითხი. ქირურგმა რამონ კუგატმა უკვე დანიშნა შესაძლო ოპერაციის ჩატარების 2 დღე. ესენია 31 მაისი და 2 ივნისი.

    ცნობილია მხოლოდ ის, რომ პუიოლმა უნდა დაივიწყოს შვებულება, რადგან მას მთელი დროის და ძალის დათმობა მოუწევს ტრავმისგან საბოლოოდ განსაკურნებლად. ფეხბურთელმა ოპერაციაზე თავად ისაუბრა, რადგან აღარ სურს მომავალშიც ამგვარი პრობლების წინაშე დადგომა. ვარაუდობენ, რომ მის განკურნებას თვენახევარი დასჭირდება, რათა 15 ან 18 ივლისს გუნდის ვარჯიშებს შეუერთდეს, რა თქმა უნდა თუ ოპერაცია გართულებების გარეშე ჩაივლის.

    ”ბარსას” დაცვის ლიდერმა 22 იანვარს, ”ბარსა” ”რასინგის” მატჩის დასრულების შემდეგ უამრავი ტესტი და ანალიზი გაიარა. კაპიტანი 3 თვე მოედანს ვერ დაუბრუნდა. იცვლებოდა მისი დაბრუნების თარიღებიც. თავდაპირველად მის დაბრუნებას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალითვის ელოდნენ, მაგრამ აღდგენითი კურსი ისე არ წარიმართა, როგორც ელოდნენ და კარლეს ლოდინი 16 აპრილამდე მოუწია.

    ის დაბრუნდა ”ბარსასა” და ”რეალს” შორის ლა ლიგაში გამართულ მატჩში, მაშინ როცა გვარდიოლამ ის ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ამან გამოიწვია ის, რომ მისი მუხლი დღემდე 100%-ით მზად არ არის. ეს არის მიზეზი, თუ რატომ აგრძელებს კაპიტანი კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს. ერთადერთი მიზანი ახლა ლიგის ფინალის თამაშია. ნორმალურ სიტუაციაში აჯობებდა კარლეს ვარჯიში შეეწყვიტა, თუმცა ეს უბრალო თამაში არ არის. პუიოლი თავის ძალას ”უემბლიზე” დაგვანახებს.

    ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა კარლეს შვებულება არ ექნება. ასეთი რამ 2007 წლის ზაფხულშიც მოხდა, მაშინ როცა ის სამხრეთ აფრიკასთან ამხანაგურ მატჩში დაშავდა. მას მყესების გაწყვეტის გამო ოპერაციის გაკეთება მოუწია. ისტორია განმეორდა და პუიოლი კვლავ გვაჩვენებს მისი ხასიათის ძალას.
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 646 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011