მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 03:09
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 26 » მამები და შვილები


    10:04
    მამები და შვილები
    92 წლის ”უემბლის” სული 28 მაისის მატჩის თანმხლები იქნება. პეპ გვარდიოლა მწვანე მინდვრიდან მწვრთნელის თანამდებობაზე გადაბარგდა. ანდონი სუბისარეტა, რომელიც იმ მატჩში კარებს იცავდა ”ბარსას” სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებს. კარლეს ბუსკეტსი, რომელიც იმ თამაშს სათადარიგო სკამიდან უყურებდა დღეს ”ბარსელონას” მეკარეებს ავარჯიშებს. იმ დროს მისი შვილი, სერხიო 4 წლისაც არ იყო.

    ის ფეხბურთელები, რომლებიც შაბათს ”უემბლიზე” სათამაშოდ გავლენ 92 წელს ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, რამდენიმე მათგანის გამოკლებით. 92 წელს მათი ასაკი ასეთი იყო: პინტო (16 წლის), პუიოლი (14), ჩავი (12), ვალდესი (10), ალვეში (9), ინიესტა (8), მესი და პიკე 5 წლისაც არ იყვნენ, ხოლო ბოიანი მაშინ 20 თვის იყო. თუმცა გამორჩეულია მარკ მუნიესას, სერხი რობერტოს და სერხი გომესის შემთხვევა. სამივე მათგანს უკვე დებიუტი ჰქონდა ”ბარსას” შემადგენლობაში, თუმცა 92 წლის ”უემბლის” მატჩის დროს ისინი სამი თვისაც არ იყვნენ.

    შაბათს გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ჟურნალ ”დონ ბალონის” შეკითხვებს ”ბარსას” წამყვანი 4 ფეხბურთელის მამა პასუხობს. ისინი იხსენებენ 92 წლის ფინალს და თავიანთ ბავშვებს, თუ როგორები იყვნენ ისინი იმ დროს.

    ხოაკინ ერნანდესი: ”ჩავი ტიროდა, რადგან ფინალზე წასვლის საშუალება არ მივეცით”.

    - 1992 წლის ფინალს უყურეთ?

    - მხოლოდ ვუყურე? მე სახლში ვუყურე, ხოლო უფროსი შვილები, ალექსი და ოსკარი ”უემბლიზე” იყვნენ. იმ დროს ჩავი 12 წლის იყო და ტიროდა, რადგან ძმებთან ერთად წასვლის უფლება არ მივეცით. ეს დიდხნიანი მოგზაურობა იყო, საჭირო იყო დიდხანს გემზე ყოფნა, რათა ლონდონში ჩასულიყავი... ეს მისთვის არასამხიარულო ისტორია იქნებოდა, რადგან ძალიან პატარა იყო. მაშინ ლონდონში ჩასვლა დიდი თავგადასავალი იყო, ამიტომაც ის სახლში დარჩა და ფინალს ტელევიზორში უყურა.

    - ფინალს გაბრაზებული უყურებდა ვერწასვლის გამო?

    - მას ეჩვენებოდა, რომ ვალდებული იყო წასულიყო, მაგრამ ნათელი იყო, რომ ბევრი პრობლემა იქნებოდა. ირგვლივ ბევრი ხალხი მოძრაობს, საჭიროა გადაჯდომები... მას ვუთხარი, რომ ძალიან პატარა იყო ძმებთან შედარებით, ისინი 16 და 17 წლის იყვნენ. ახლა ის ფინალს ნამდვილად არ გამოტოვებს...

    - ახლა ის მოედანზე მთავარი მოქმედი პირი იქნება. იმ დროს უკვე ”ბარსას” სისტემაში იყო?

    - დიახ. ერთი წელი ”ლა მასიაში” ჰქონდა გატარებული. უკვე მაშინ მან წარმატების გაზიარება თანაგუნდელებთან ერთად შეძლო.

    - ადრე აღნიშვნა ისე არ ტარდებოდა, როგორც ახლა. ისინი რაიმე განსაკუთრებულს აკეთებდნენ?

    - არა, არა. ჩვენ, ტერასას ხალხი ზეიმისგან შორს ვიყავით.

    - ახლა ბევრი რამ შეიცვალა...

    - და რამდენად! მაშინაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიდიოდნენ კანალეტესის ფანტანთან, ხოლო შემდეგ სან ჟაუმეს მოედანზე. ამას ჩვენაც ვაკეთებდით. 1992 წელს ეს პირველად მოხდა. მეორედ იქ ჩვენ 2006 წელს გამოვჩნდით. წარმოიდგინეთ რამდენი ხანი არ იყო ასეთი გამარჯვება. ახლა უკვე ნორმალურად გვეჩვენება ლა ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება, მაგრამ ადრე ასე არ იყო.

    - ვინ იყო თქვენი და ჩავის საყვარელი ფეხბურთელი ”ოცნების გუნდში”?

    - იმ დროს ის დიდებული გუნდი იყო. თამაშის მანერით ჩავის ლაუდრუპი მოწონდა. მისი თამაშის სტილის გამო, ის ძლიერი ფეხბურთელი იყო შესანიშნავი გადაცემებით. მე კუმირი არ მყავდა, რადგან ფეხბურთს სხვაგვარად ვუყურებდი. თავად დიდი ხანი ვთამაშობდი ფეხბურთს, ხოლო შემდეგ მწვრთნელი ვიყავი. არასდროს ვანიჭებდი ფეხბურთელს უპირატესობას, მხოლოდ გუნდს და მის სტილს. იმ დროს ადამიანები ტკბებოდნენ ”ბარსას” თამაშით.

    ბოიან კრიკიჩი (მამა): ”მე და ჩემი შვილი ”ბარსას” ფორმაში ვიყავით გამოწყობილი”

    - 1992 წელს თქვენ მოლერუსაში თამაშობდით?

    - არა, იმ დროს უკვე ბუცები ლურსმანზე ჩამოვკიდე და საფეხბურთო სკოლას ვმართავდი ლეიდეში.

    - სად უყურებდით ფინალს?

    - მოლერუსაში, ტელევიზორში. 1995 წელს ”ბარსას” სკაუტი გავხდი, ასე რომ 1992 წელს კლუბთან შეხება არ მქონდა. მიუხედავად ამისა, მე ბედნიერი ვიყავი. მახსოვს, რომ კატალონიაში 1998 წელს ჩამოვედი და მივხვდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კლუბი ხალხისთვის. ძალიან გამიმართლა 2006 წელს აქ რომ ვიყავი და ტიტულის აღნიშვნამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

    - როგორ გახსოვთ მოგებული ტიტულის აღნიშვნა?

    - ქუჩები სავსე იყო ხალხით. იყვნენ ახალგაზრდები, მოხუცები, ბავშვები... ჩემს ქალაქში ასეთ აღნიშვნაზე მხოლოდ კაცები და რამდენიმე ქალი გამოდის. აქ კი ყველაფერი ფენომენალური იყო. აქ ნამდვილად მიხვდები, თუ რას ნიშნავს ”მეტი, ვიდრე კლუბი”. სერბეთში ასე შესაძლოა ნაკრების წარმატება აღნიშნონ, მაგრამ არა ცალკეული კლუბის. ”ბარსელონას” შემთხვევა ევროპაში უნიკალურია.

    - ბოიანს ალბათ ეძინა, როცა ფინალი მიმდინარეობდა...

    - ის ძალიან პატარა იყო. როცა ის დაიბადა, ჩემმა მეგობარმა მას ”ბარსელონას” ფორმა აჩუქა. ვინ მეტყოდა მაშინ, რომ ის ”ბარსას” პირველ გუნდში ითამაშებდა. მატჩის დროს ჩვენ ”ბარსას” ფორმა გვეცვა, თუმცა ბოიანმა ფორმაში გამოწყობილმა დაიძინა.

    - იმ ეპოქის ფეხბურთელებიდან რომელი მოგწონდათ ყველაზე მეტად?

    - ის დიდებული გუნდი იყო. მთავარი მწვრთნელი, იოჰან კრუიფი ჩემი კუმირი იყო. ფეხბურთელობის დროს მისი მანერების გადაღებას ვცდილობდი. მან ესპანურ ფეხბურთში ახალი სისხლი მიიტანა. მან ახალი მოდა შემოიტანა, ახალი იდეა, რომლის მიხედვითაც მოედანზე ბურთს უნდა ემოძრავა და არა ფეხბურთელს.

    ჟოან პიკე: ”კრუიფის ფანი ვიყავი”.

    - სად უყურეთ ფინალს?

    - 32 წლის ვიყავი და მეგობრებთან ერთად ”უემბლიზე” ვიყავი. უკან დაბრუნება საზიზღარი გამოგვივიდა, რადგან ჩვენი რეისი გადაიდო. მთელი ღამე აეროპორტში გავატარეთ და ბოლოს რაღაც თვითმფრინავში ჩაგვტენეს, რომელიც უფრო ავტობუსს გავდა.

    - მაგრამ ”ბარსამ” ხომ გაიმარჯვა?

    - ეს შესანიშნავი იყო, თუმცა მიდიხარ ასეთი გახარებული და ბედნიერი და აეროპოტში ასეთი რამ ხდება... ყველაფერი სულელურად გამოვიდა. მახსოვს დილიდან კონტაქტურ ლინზებს ვატარებდი და ღამით ჩემი თვალები ძალიან დაიღალა. ლინზებით დაძინება არ შეიძლება! ლონდონში მგზავრობისასაც შეგვექმნა პრობლემა. ბარსელონადან დილის 9 საათზე უნდა გავფრენილიყავით, მაგრამ რეისი გადაიდო. ამის გამო ხირონაში წაგვიყვანეს, საიდანაც პირველ საათზე ლონდონში გავფრინდით და 4 საათზე ადგილზე ვიყავით. ეს გიჟური მგზავრობა იყო, სრული ქაოსი. ერთადერთი პოზიტიური მომენტი გამარჯვება იყო.

    - მატჩის განმავლობაში ძალიან ღელავდით?

    - არ მახსოვს, რომ ძალიან მენერვიულოს. შეგრძნება მქონდა, რომ პენლების გარეშე მოვიგებდით.

    - უკან დაბრუნებისას შექმნილი პრობლემების გამო აღნიშვნის ძალა დაგრჩათ?

    - ყველანი დასაძინებლად წავედით. აღნიშვნა დილისთვის გადავდეთ.

    - რომელი ფეხბურთელი მოგწონდათ ყველაზე მეტად?

    - კრუიფის ფანი ვიყავი, როცა ის ფეხბურთელი იყო. ”ოცნების გუნდიდან” ყველაზე მეტად ლაუდრუპი მომწონდა.

    - სად უყურა შეხვედრას თქვენმა შვილმა?

    - ხერარდი ძალიან პატარა იყო და ფინალს დედასთან და ნათესავებთან ერთად უყურა. მაშინ ის არ თამაშობდა ფეხბურთს, მაგრამ ბურთთან ერთად ხეტიალი უყვარდა. სამი წლის ასაკში ის ესწრებოდა მატჩებს, თუ როგორ ვთამაშობდი ”სერვერეში”.

    ხორხე მესი: ”ლაუდრუპი ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო”.

    - იმ ფინალს არგენტინაში უყურეთ? თუ კი რა დაგამახსოვრდათ?

    - პირდაპირ ეთერში არ მიყურებია, არ მახსოვს რა მიზეზით, თუმცა ჩანაწერს ვუყურე.

    - თქვენს ქვეყანაში ”ოცნების გუნდზე” საუბრობდნენ?

    - რა თქმა უნდა, ამ გუნდზე ყველგან საუბრობდნენ. მაშინ ევროპულ ფეხბურთს ყველა აქტიურად აკვირდებოდა.

    - რომელ ფეხბურთელს აკვირდებოდით თქვენ?

    - ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელი ლაუდრუპი იყო.

    - ლეოს 5 წელი უსრულდებოდა და ვფიქრობთ, რომ მას თამაშისთვის არ უყურებია. მიუხედავად ამისა ის უკვე ფეხბურთს თამაშობდა. ეს ასეა?

    - დიახ, ლეო თამაში არ უნახავს, თუმცა ფეხბურთს უკვე თამაშობდა.

    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 856 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011