მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

ოთხშაბათი, 15.05.2024, 01:49
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 26 » ყოველმხრივ ისტორიული ფინალი


    10:25
    ყოველმხრივ ისტორიული ფინალი
    საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების 21-ე ფინალი "ტორპედოსთვის” მე-6, მისი მეტოქისთვის კი, პირველი იქნება. საერთოდაც, ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ეს პირველი შემთხვევაა, როცა თასის ფინალში უმაღლესი ლიგის გუნდის ოპონენტი დაბალლიგელია. ბევრის აზრით, "გაგრამ” საკუთარი მისია უკვე შეასრულა, მაგრამ უკრაინელი ანატოლი პისკოვეცის შეგირდები მიღწეულით დაკმაყოფილებას რომ არ დასჯერდებიან, აშკარაა. სასწორზე საპატიო ტიტულის დაუფლებასთან ერთად, ევროლიგის საგზურიც დევს, რომლის მომპოვებელი, ქვეყნის ღირსებას მნიშვნელობით მეორე ევროპულ საკლუბო ტურნირზე დაიცავს.
    "ბორის პაიჭაძეზე” მეჩვიდმეტედ გასამართი ფინალი არათბილისური გუნდების რიგით მე-3 დაპირისპირება იქნება. პირველად ასეთი შემთხვევა პირველ გათმაშებაში მოხდა, როცა თასი ლანჩხუთის "გურიამ” და სოხუმის "ცხუმმა” გაითამაშეს (1:0 გურულებმა მოიგეს); მეორედ, აღნიშნული ფაქტი 1999 წლის ოცდაექვს მაისს დაფიქსირდა. მაშინ, ხვალინდელი ფინალის მონაწილე ქუთათურებმა თავიანთი პირველი სათასო ფინალი წყალტუბოს "სამგურალის” პენალტების სერიაში ძლევით დაასრულეს.
    "ტორპედო”, ფინალში თამაშის ოდენობის მხრივ, ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდის, თბილისის "დინამოს” (11 ფინალში 9 მოგება) შემდეგ მეორეა - ისინი თასის დაუფლებას მეექვსედ შეეცდებიან. ქუთათურები მოპოვებული სათასო ტიტულის რაოდენობის მხრივაც მეორეობასთან არიან ახლოს. თუ გია გიგატაძის მიერ გაწვრთნილებმა დამდეგ ხუთშაბათს იმარჯვეს, ისინი თბილისის "ლოკომოტივს” გაუტოლდებიან, რომელსაც საქართველოს თასი 3-ჯერ აქვს მოგებული.
    ვინც უნდა მოიგოს დავით ყიფიანის სახელობის თასი, ისტორიაში ყველა ვარიანტში შევა. გაგრელებზე ზემოთ ვთქვით, ქუთათურებს რაც შეეხება, პირველი შემთხვევაა, როცა ფინალში პირველი ლიგიდან მიმდინარე სეზონში დაბრუნებული გუნდი ითამაშებს. ასე რომ, სწრაფი და თვალშისაცემი პროგრესის გარდა, გუნდებს საისტორიო სტიმულიც აქვთ.
    ვიდრე გასული სათასო ფინალების ზოგადი სტატისტიკის საინტერესო მონაცემებს გაგაცნობთ, მანამდე იმ ფეხბურთელთა შესახებ, ვისთვისაც 21-ე ფინალი კარიერაში პირველი არ იქნება. ამ მხრივ, მოწინავე "ტორპედოს” კაპიტანი სევასტი თოდუა გახლავთ. ქუთათურთა 35 წლის მცველმა, დღემდე შვიდ ფინალში ითამაშა და მათგან მხოლოდ 2 მოიგო - პირველი (2001 წელს "ტორპედოში”) და ბოლო (2008 წელს "ზესტაფონში”).
    ქართული ფინალების უნიკალური მონაწილეა რიონისპირელთა 27 წლის განაპირა მცველი თენგიზ ჩიკვილაძე. მისთვის დამდეგი ფინალი რიგით მე-6 იქნება და რაც ყველაზე საყურადღებოა, "ტორპედო” მე-5 გუნდია, რომლის ღირსებასაც ის დაიცავს: "ზესტაფონი” (2005), თბილისის "ამერი” (2007, 2008), რუსთავის "ოლიმპი” (2009), თბილისის "დინამო” (2010) და ამჯერად - "ტორპედო”. ისიც საგულისხმოა, რომ ჩიკვილაძეს ამდენი ცდიდან მხოლოდ ერთხელ (2007) აქვს მოგებული თასის მფლობელისთვის განკუთვნილი მოოქროვილი მედალი.
    ხვალინდელი ფინალის მონაწილეთაგან, ყველაზე შორეული ფინალის მოთამაშე 32 წლის გიორგი მეგრელაძე გახლავთ. მისი პირველი ფინალი 1999 წელს, ქუთაისის "ტორპედოს” რიგებში შედგა, როცა ქუთათურებმა წყალტუბოს "სამგურალი” დაამარცხეს. მერე იყო 2000 წელს "ტორპედოსთან” ერთად "ლოკომოტივთან” და 2009 წელს "ოლიმპის” შემადგენლობაში "დინამოსთან” წაგებული ფინალები. როგორც ხედავთ, მეგრელაძემ დღემდე მხოლოდ პენალტების სერიით დასრულებულ ფინალებში ითამაშა.
    ასევე 3 ფინალი აქვს ნათამაშები ტორპედოელ გრიგოლ დოლიძეს. იგი სამივეჯერ ერთი გუნდის, თბილისის "ამერის” ღირსებას იცავდა. დოლიძემ 2006-2008 წლებში 2 ფინალი მოიგო.
    ზემოთ დასახელებულთა გარდა, არის კიდევ 6 ფეხბურთელი, რომელთა ხვალინდელ ფინალში გამოჩენაა მოსალოდნელი. მათგან 4 რიონისპირელია (გიორგი დათუნაიშვილმა და ვახტანგ კვარაცხელიამ, 2010 წელს "ვიტ ჯორჯიასთან” ერთად თასი მოიგეს, გიორგი სეთურიძემ 2005 წელს "ლოკომოტივის” რიგებში იმარჯვა, რევაზ გოცირიძემ კი, 2008 წელს "ამერის” მაისურით წააგო), 2 კი "გაგრელი” (დავით გიგაური 2005 წელს, ფინალის მომგები "ლოკომოტივის” ღირსებას იცავდა, ლადო ნადირაშვილი კი, 2008 წელს, "ზესტაფონთან” პაექრობაში ამერელთა კარში იდგა).
    არის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის კარიერის რიგით მე-2 ფინალში თამაშს ხელი დისკვალიფიკაციამ შეუშალა. დავით დიღმელაშვილი ერთადერთია, ვინც ფინალს ნახევარფინალში მიღებული გაფრთხილების გამო გამოტოვებს. "დიღმელას” 2009 წელს თბილისის "დინამოს” რიგებში აქვს ნათამაშები, რომელმაც "ოლიმპი” პენალტების სერიაში 2:0 დაამარცხა.
    სულ, ოც ფინალში 5 შემთხვევა იყო, როცა საქმე მატჩისშემდგომ პენალტებამდე მივიდა (1999, 2000, 2001, 2006, 2009), 3-ჯერ კი, ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემდეგ, გუნდებმა დამატებით დროში გაარკვიეს გამარჯვებულის ვინაობა (1990, 1996, 1998).
    მაყურებელმა ყველაზე მეტ ფინალში იხილა ეროვნული ნაკრების ყოფილი კიპერი ირაკლი ზოიძე. მან თბილისის "დინამოსა” და ქუთაისის "ტორპედოს” მაისურით 9 გადამწყვეტი მატჩი ითამაშა. 8-8 ფინალი აქვთ ნათამაშები ზურაბ იონანიძესა და გივი დიდავას.
    მოგებული ფინალების ოდენობით, ირაკლი ზოიძე პირველობს. 7 ტიტულით, იგი აბსოლუტური ლიდერია. აქტივში 5-5 მოგებული ფინალი აქვთ გიორგი ანჩაბაძესა და გივი დიდავას. თუმცა, თუ ანჩაბაძემ მხოლოდ თბილისის "დინამოს” მაისურით იზეიმა თასის მოგება, დიდავამ, "დინამოში” სამ მოგებას, "ტორპედოსა” და "ამერში” თითო წარმატებაც მოაყოლა. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს სამივე დასახელებულ გუნდში თითო ფინალი წაგებულიც აქვს.
    თასის ფინალებში პენალტების სერიამდე გატანილი 40 გოლი 33 ფეხბურთელის ანგარიშზეა. სულიკო დავითაშვილი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც გოლი სამ ფინალში აქვს გატანილი. ოც ფინალში დუბლი მხოლოდ ერთხელ შესრულდა და იგი თბილისის "დინამოს” მაისურით მოთამაშე რევაზ არველაძემ 1993 წელს მიითვალა.
    თასის ფინალის ყველაზე მეტჯერ (4) მომგები მწვრთნელი დავით ყიფიანია, ვის სახელსაც ეროვნული თასის გათამაშება მისი გარდაცვალების (2002) შემდეგ ატარებს. ყიფიანმა 3-ჯერ თბილისის "დინამოს” მოაგებინა ფინალი, ერთხელ - ქუთაისის "ტორპედოს”. რაც შეეხება ფინალის ყველაზე მეტჯერ (4) წამგებ მწვრთნელს, ეს თემურ მახარაძეა. მან პირველად ბოლნისის "სიონს” ვერ მოაგებინა თასი, მერე კი ზედიზედ სამჯერ - "ზესტაფონს”. თუმცა, მახარაძე გუნდიდან თასის მოუგებლად მაინც არ წასულა. 2008 წლის თექვსმეტ მაისს, თასი სწორედ მისმა გაწვრთნილმა "ზესტაფონმა” მოიგო, როცა თბილისის "ამერი” მესამე ცდაზე დაამარცხა.
    ბოლოს, იმ გზაზეც ვთქვათ, რომელიც თასის 21-ე ფინალის მონაწილეებმა გათამაშების გადამწყვეტ მატჩამდე გაიარეს. პირველლიგელთა ბოლო ტურნირის ჩემპიონმა ფინალამდე თასის ბოლო 2 მფლობელი დაამარცხა. 1/4-ფინალში გაგრელებმა გზიდან თასის 9-გზის მფლობელი თბილისის ”დინამო” ჩამოიცილეს (1:2, 2:1 - პ. 4:2), 1/2-ფინალში კი, თბილისის ”ვიტ ჯორჯიას” ორივე შეხვედრა მოუგო (3:0, 4:2). ”გაგრამ”, ”დინამოს” ძლევამდე, თითო მატჩი მოუგო (თასის საწყის ეტაპებზე გამარჯვებულს ერთი შეხვედრა გამოავლენს) ჯერ თბილისის ”ნორჩ დინამოს” (3:1), მერე - ფოთის ”კოლხეთს” (1:0).
    ქუთაისის ”ტორპედომ” თასისთვის ბრძოლის პირველ ეტაპზე ოზურგეთის ”მერცხალი” 4:0 დაამარცხა, 1/8-ფინალში ზუგდიდის ”ბაიას” უმასპინძლა და დამატებითი დროის 21-ე წუთზე, ნიკა საბანაძის მიერ გატანილი გოლით შეძლო წინსვლა. რაც შეეხება 1/4-ფინალს, აქ იმერელთა მეტოქე ბოლნისის ”სიონი” იყო. სტუმრად გამართული შეხვედრის 46-ე წუთზე, ვახტანგ კვარაცხელიას მიერ გატანილი გოლი ამ გუნდების ორმატჩიან დაპირისპირებაში ერთადერთი აღმოჩნდა, რამაც ”ტორპედო” ”ზესტაფონს” შეახვედრა. ქუთათურებმა შინ 1:0 მოიგეს, სტუმრად კი უგოლო ფრეს დამსახურებულად მიაღწიეს.
    ხვალინდელი ფინალი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, ჩვიდმეტ საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით გადაიცემა. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, მეტოქეთა გულშემატკივრები ცალ-ცალკე - აღმოსავლეთ (”გაგრა”) და დასავლეთ (”ტორპედო”) ტრიბუნებზე განთავსდებიან. ცნობილია მაისურებიც, რომლითაც გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ”გაგრა” ლურჯი მაისურებით, ოღონდ ჩემპიონატისაგან განსხვავებული ნომრების დიზაინით ითამაშებს, ”ტორპედო” კი, კომპანია ”ვისოლის” მიერ დამკვიდრებული ყვითელი მაისურებით.
    მაყურებელს რაც შეეხება, მატჩზე საკუთარი გულშემატკივრის მოსაზიდად, საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ. აფფ-ის პრეზიდენტის, მურად ანჯაფარიძის თქმით, დარიგებულია 10000 უფასო მოსაწვევი. ”ტორპედოს” ტექნიკური მენეჯერის რამაზ ჩხიკვაძის განცხადებით, კლუბი 26 მაისის 12 საათიდან, თბილისში 500 გულშემატკივრის ორგანიზებულად ტრანსპორტირებას იწყებს. ბუნებრივია, ქუთათურებს თბილისში მცხოვრები ქომაგის იმედი უფრო უნდა ჰქონდეთ.
    მატჩს განსჯის მსაჯთა ბრიგადა ფიფას არბიტრის, ლევან კვარაცხელიას ხელმძღვანელობით. ამ უკანასკნელისთვის სადებიუტო ფინალში, კვარაცხელიას გურამ ჩიგოგიძე და გიორგი ყრუაშვილი დაეხმარებიან.

    ფინალი #1
    18 ნოემბერი, 1990წ. თბილისი, "ბორის პაიჭაძე”. 35000 მაყურებელი.
    გურია (ლანჩხუთი) - ცხუმი (სოხუმი) 1:0 დ.დ.
    გურია: ქანთარია, ტყებუჩავა, გუჯაბიძე, დანელია, მაჟეიკასი, ცომაია, მიქაბერიძე, ფრიდრიკასი (ბარათაშვილი, 117), კორღალიძე, ფრიდონაშვილი, კაბისაშვილი.
    მწვრთნელი: გიგლა იმნაძე.
    ცხუმი: ჟორჟოლიანი, ჩიხრაძე, ფარულავა, დოჩია, მალანია, ინალიშვილი, მიხეილ ჯიშკარიანი, პაპავა, გოგრიჭიანი, გაბისკირია, კურგენიანი.
    მწვრთნელი: გიგა ნორაკიძე.
    გაფრთხილებები: კორღალიძე, ჩიხრაძე, კაბისაშვილი, გაბისკირია, პაპავა, ტყებუჩავა.
    გოლი: 1:0 ბესიკ ფრიდონაშვილი (95).
    მსაჯები: მერაბ მალაღურაძე (თბილისი); გიორგი ხეჩუაშვილი (კასპი), სერგო კვარაცხელია (ზუგდიდი).

    ფინალი #2
    26 მაისი, 1992წ. თბილისი, "ბორის პაიჭაძე”. 18000 მაყურებელი.
    იბერია (თბილისი) - ცხუმი (სოხუმი) 3:1 (1:0)
    იბერია: ჩხეიძე, არზიანი, ქველაძე, შელია, კუდინოვი, რევიშვილი, ინალიშვილი, ჩიქოვანი, რევაზ არველაძე, ყაველაშვილი, შოთა არველაძე.
    მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი.
    ცხუმი: ჟორჟოლიანი, ჩიხრაძე, ფარულავა, მინდაძე, მალანია, სიჭინავა (გადელია, 72), ჯიშკარიანი, პაპავა, გოგიაშვილი, გაბისკირია, ცაავა.
    მწვრთნელი: ნუგზარ ბოჯგუა.
    გაფრთხილება: ქველაძე.
    გოლები: 1:0 გელა ინალიშვილი (33), 2:0 ზაზა რევიშვილი (54), 3:0 შოთა არველაძე (60), 3:1 მიხეილ ჯიშკარიანი (61).
    მსაჯები: მალხაზ კობიაშვილი (დუშეთი); გიორგი ხეჩუაშვილი (კასპი), გრიგოლ მიქაუტაძე (ქუთაისი).

    ფინალი #3
    26 მაისი, 1993წ. თბილისი, "ბორის პაიჭაძე”. 25000 მაყურებელი.
    დინამო (თბილისი) - ბათუმი 4:2 (4:1)
    დინამო: ზოიძე (ჩხეიძე, 81), ბერაძე, ჯამარაული, შელია, არჩილ არველაძე (ბადრი კვარაცხელია, 77), ყაველაშვილი, ინალიშვილი, ჩიქოვანი, რევაზ არველაძე, ქინქლაძე, შოთა არველაძე.
    მწვრთნელი: გივი ნოდია.
    ბათუმი: ბალაძე, ამირან მუჯირი, შანიძე, ღლონტი (გულისაშვილი, 78), შეყილაძე, თორღაშვილი, მალხაზ მახარაძე, მაჭუტაძე, ხომერიკი, ტუღუში, კანტიძე.
    მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი.
    გაფრთხილება: შანიძე.
    გოლები: 1:0 რევაზ არველაძე (4), 2:0 არჩილ არველაძე (22), 2:1 თემურ ტუღუში (26), 3:1 შოთა არველაძე (35), 4:1 რევაზ არველაძე (37), 4:2 ლევან ხომერიკი (78).
    მსაჯები: სერგო კვარაცხელია (ზუგდიდი); თემურ მაჭარაძე (ხონი), თამაზ ლაცაბიძე (სურამი).

    ფინალი #4
    26 მაისი, 1994წ. თბილისი, "ბორის პაიჭაძე”. 20000 მაყურებელი.
    დინამო (თბილისი) - მეტალურგი (რუსთავი) 1:0 (0:0)
    დინამო: ზოიძე, ბერაძე, ჯამარაული, ყაველაშვილი, ინალიშვილი, ჩიქოვანი, ნუგზარ ლობჟანიძე, ნემსაძე, კიკნაძე, ალექსანდრე იაშვილი (ცქიტიშვილი, 62), ანჩაბაძე.
    მწვრთნელი: გივი ნოდია.
    მეტალურგი: გრიშიკაშვილი, გახოკიძე (ღუდუშაური, 46), ბურნაძე, არჩვაძე, კობიაშვილი, ვარლამ კილასონია, ამბიძე, გიორგი კილასონია, პერტია, მეტრეველი (მელაძე, 68), კახა ალადაშვილი.
    მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი.
    გოლი: 1:0 მიხეილ ყაველაშვილი (57).
    მსაჯები: თამაზ ლაცაბიძე (სურამი); თემურ მაჭარაძე (ხონი), ოთარ გუნთაძე (ლანჩხუთი).

    ფინალი #5
    26 მაისი, 1995წ. თბილისი, "ბორის პაიჭაძე”. 15000 მაყურებელი.
    დინამო (თბილისი) - დინამო (ბათუმი) 1:0 (1:0)
    დინამო (თბ): ზოიძე, ბერაძე, ნუგზარ ლობჟანიძე, დიდავა, მამუკა მაჭავარიანი, კიკნაძე, ნემსაძე (ყიფიანი, 56), ჯამარაული (დემეტრაძე, 16), ალექსანდრე იაშვილი, ქინქლაძე, ცქიტიშვილი
    მწვრთნელი: დავით ყიფიანი.
    დინამო (ბთ): ბალაძე, გოგიტიძე, ფუტკარაძე (ამირან მუჯირი, 80), ივანე მახარაძე, შეყილაძე, თორღაშვილი, მალხაზ მახარაძე, მაჭუტაძე, ტუღუში, უჯმაჯურიძე, კანტიძე (ხომერიკი, 46).
    მწვრთნელი: ვალერიან ჩხარტიშვილი.
    გაფრთხილებები: მალხაზ მახარაძე, ლობჟანიძე, მაჭავარიანი, შეყილაძე, მაჭუტაძე.
    გოლი: 1:0 გიორგი დემეტრაძე (27).
    მსაჯები: ოთარ გუნთაძე (ლანჩხუთი); მურთაზ ჯულაყიძე (სამტრედია), გიორგი ხეჩუაშვილი (კასპი).

    ფინალი #6
    26 მაისი, 1996წ. თბილისი, "ბორის პაიჭაძე”. 35000 მაყურებელი.
    დინამო (თბილისი) - დინამო (ბათუმი) 1:0 დ.დ.
    დინამო (თბ): გელა ჭანტურია, კობიაშვილი, ნუგზარ ლობჟანიძე, დიდავა, მამუკა მაჭავარიანი, გოგიჩაიშვილი, კიკნაძე (ცქიტიშვილი, 105), ყიზილაშვილი, კერძევაძე, ანჩაბაძე (ინალიშვილი, 56), ალექსანდრე იაშვილი (დემეტრაძე, 71).
    მწვრთნელი: დავით ყიფიანი.
    დინამო (ბთ): ტოგონიძე, შანიძე, ჩიქოვანი, ივანე მახარაძე, შეყილაძე, თორღაშვილი (კანტიძე, 73), მალხაზ მახარაძე, ღლონტი, ტუღუში, უჯმაჯურიძე, ამირან მუჯირი.
    მწვრთნელი: ვალერიან ჩხარტიშვილი.
    გოლი: 1:0 გელა ინალიშვილი (96).
    მსაჯები: თამაზ ლაცაბიძე (სურამი); ზურაბ დოლიძე, იოსებ კახიანი (ორივე თბილისი).

    ფინალი #7
    26 მაისი, 1997წ. თბილისი, "ბორის პაიჭაძე”. 10000 მაყურებელი.
    დინამო (თბილისი) - დინამო (ბათუმი) 1:0 (1:0)
    დინამო (თბ): ზოიძე, კალაძე, ზვიად ჯელაძე, დიდავა, ცქიტიშვილი (კერძევაძე, 55), გოგიჩაიშვილი, კიკნაძე, გია ჩხაიძე, ყიზილაშვილი (ხომერიკი, 80), ანჩაბაძე, დემეტრაძე.
    მწვრთნელი: დავით ყიფიანი.
    დინამო (ბთ): ტოგონიძე, ივანე მახარაძე, მინდაძე, სიჭინავა, შეყილაძე, თორღაშვილი (კანტიძე, 46), მალხაზ მახარაძე, ღლონტი, ტუღუში, უჯმაჯურიძე, ამირან მუჯირი.
    მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი.
    გაფრთხილება: მუჯირი.
    გოლი: 1:0 გიორგი დემეტრაძე (31).
    მსაჯები: სერგო კვარაცხელია (ზუგდიდი); ზურაბ დოლიძე, იოსებ კახიანი (ორივე თბილისი).

    ფინალი #8
    26 მაისი, 1998წ. თბილისი, "ბორის პაიჭაძე”. 20000 მაყურებელი.
    დინამო (ბათუმი) - დინამო (თბილისი) 2:1 (1:1) დ.დ.
    დინამო (ბთ): ტოგონიძე, ივანე მახარაძე (ღლონტი, 46), სიჭინავა, შეყილაძე, მინდაძე, თორღაშვილი (მაქაცარია, 86), მალხაზ მახარაძე, ჭიჭვეიშვილი, მაჭუტაძე, კანტიძე, სოლოღაშვილი.
    მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი.
    დინამო (თბ): ზოიძე, ნუგზარ ლობჟანიძე, გუჩუა, დიდავა, დავით მუჯირი, ზვიად ჯელაძე, კიკნაძე, ალექსიძე, აშვეთია, ცქიტიშვილი, სახვაძე.
    მწვრთნელი: მურთაზ ხურცილავა.
    გაფრთხილებები: ჯელაძე, მალხაზ მახარაძე, სოლოღაშვილი, ლობჟანიძე.
    გაძევება: ჯელაძე (58).
    გოლები: 1:0 ალექსანდრე კანტიძე (14), 1:1 რატი ალექსიძე (36), 2:1 დავით ჭიჭვეიშვილი (118).
    მსაჯები: სერგო კვარაცხელია (ზუგდიდი); ზურაბ დოლიძე, იოსებ კახიანი (ორივე თბილისი).

    ფინალი #9
    26 მაისი, 1999წ. თბილისი, "ბორის პაიჭაძე”. 9000 მაყურებელი.
    ტორპედო (ქუთაისი) - სამგურალი (წყალტუბო) 0:0 (4:2, პენალტებით)
    ტორპედო: გრიგოლ ჭანტურია, ახვლედიანი (იმედაძე, 59), იონანიძე, ხვადაგიანი, მაღლაკელიძე, ალექსანდრე შეყრილაძე, კვეტენაძე, ვახტანგ თურმანიძე, დავით ჯანაშია, გიორგი მეგრელაძე, კახა ჩხეტიანი (მაზანიშვილი, 66).
    მწვრთნელი: ჯემალ ხერხაძე.
    სამგურალი: ასლანაძე, მახვილაძე, ბურნაძე, ვოსკანოვი, გიორგი ჯანელიძე (დარსაძე, 101), გიორგი კილასონია, მამუკა აფციაური (ჯინჭარაძე, 79), ივანე ჯუღელი, დავით პეტრიაშვილი (ფრანგიშვილი, 101), სუხიაშვილი, შენგელია.
    მწვრთნელი: რევაზ ბურკაძე.
    გაფრთხილებები: ჯანელიძე, ვოსკანოვი, აფციაური, ჯუღელი, ბურნაძე.
    პენალტები გაიტანეს: ზურაბ იონანიძე, დავით ჯანაშია, გიორგი მაზანიშვილი, გრიგოლ იმედაძე (ტორპედო); გიორგი სუხიაშვილი, გიორგი შენგელია (სამგურალი).
    პენალტები ვერ გაიტანეს: მალხაზ ჯინჭარაძე, გიორგი კილასონია (სამგურალი).
    მსაჯები: სერგო კვარაცხელია; კახა მესხი (ორივე ზუგდიდი), გურამ ჩიგოგიძე (სამტრედია).

    ფინალი #10
    26 მაისი, 2000წ. თბილისი, "ბორის პაიჭაძე”. 10000 მაყურებელი.
    ლოკომოტივი (თბილისი) - ტორპედო (ქუთაისი) 0:0 (4:2, პენალტებით)
    ლოკომოტივი: გიორგი ლომაია, ბალაშვილი, ლევან მიქაძე, აბრამიძე (რუსია, 80), ჩიხრაძე, გოგიჩაიშვილი, გივი კვარაცხელია, ჭიჭვეიშვილი, ჯუღელი (გია ჩხაიძე, 88), ხიზანიშვილი, მიხეილ ჯიშკარიანი.
    მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი.
    ტორპედო: ზოიძე, იონანიძე, მახვილაძე (ალექსანდრე შეყრილაძე, 99), ვახტანგ თურმანიძე, ხვადაგიანი, ახვლედიანი, კვეტენაძე, გოგიაშვილი, დავით ჯანაშია (ასათიანი, 82), იმედაძე (გიორგი მეგრელაძე, 46), კახა ჩხეტიანი.
    მწვრთნელი: დავით ყიფიანი
    გაფრთხილებები: ხიზანიშვილი, ჭიჭვეიშვილი, გოგიჩაიშვილი, ხვადაგიანი, კვეტენაძე, მახვილაძე, შეყრილაძე.
    პენალტები გაიტანეს: გიორგი ბალაშვილი, კახი გოგიჩაიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, მიხეილ ჯიშკარიანი (ლოკომოტივი); კახა კვეტენაძე, მალხაზ ასათიანი (ტორპედო).
    პენალტები ვერ გაიტანეს: ზურაბ იონანიძე, გიორგი მეგრელაძე (ტორპედო).
    მსაჯები: სერგო კვარაცხელია (ზუგდიდი); ავთანდილ სამხარაძე (სოხუმი), გოჩა ცირდავა (გულრიფში).

    ფინალი #11
    26 მაისი, 2001წ. თბილისი, "ბორის პაიჭაძე”. 20000 მაყურებელი.
    ტორპედო (ქუთაისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 0:0 (4:3, პენალტებით)
    ტორპედო: ზოიძე (ტოგონიძე, 120), იონანიძე, აბრამიძე, დიდავა (პაატა ჯინჭარაძე, 115), სევასტი თოდუა, ქემოკლიძე, კვეტენაძე, სილაგაძე, დავით ჯანაშია (ასათიანი, 66), აშვეთია, ხვადაგიანი.
    მწვრთნელები: დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი.
    ლოკომოტივი: გიორგი ლომაია, ბალაშვილი, მურთაზ შელია, სალუქვაძე, დავით ბაქრაძე, როინ ონიანი, ანჩაბაძე, ჭიჭვეიშვილი, კაიდარაშვილი (გიორგი შენგელია, 91), გოგიჩაიშვილი (დათვაძე, 8), გილაური.
    მწვრთნელი: გივი ნოდია.
    გაფრთხილებები: ბალაშვილი, ლომაია, ანჩაბაძე, დათვაძე, ქემოკლიძე, სილაგაძე.
    პენალტები გაიტანეს: ვახტანგ ხვადაგიანი, ზურაბ იონანიძე, მიხეილ აშვეთია, მალხაზ ასათიანი (ტორპედო); ლაშა სალუქვაძე, დავით დათვაძე, გიორგი შენგელია (ლოკომოტივი).
    პენალტები ვერ გაიტანეს: კახა კვეტენაძე, პაატა ჯინჭარაძე (ტორპედო); გიორგი ბალაშვილი, აქვსენტი გილაური, დავით ჭიჭვეიშვილი (ლოკომოტივი).
    მსაჯები: მერაბ მალაღურაძე (თბილისი); ლაშა სილაგავა (თბილისი), ბესო ბრეგვაძე (ჭიათურა).

    ფინალი #12
    26 მაისი, 2002წ. თბილისი, "ბორის პაიჭაძე”. 8000 მაყურებელი.
    ლოკომოტივი (თბილისი) - ტორპედო (ქუთაისი) 2:0 (1:0)
    ლოკომოტივი: გიორგი ლომაია, ბალაშვილი, ორბელაძე, სალუქვაძე, როინ ონიანი, გელა ქორიძე (დავითნიძე, 90), დავითაშვილი (რუსია, 67), ჭიჭვეიშვილი (ლაცაბიძე, 88), გოგიჩაიშვილი, სირაძე, ზაზა ჯანაშია.
    მწვრთნელები: სერგო კოტრიკაძე და გია ჯიშკარიანი.
    ტორპედო: სტურუა, იონანიძე (ბაბუნაშვილი, 46), მახვილაძე, დიდავა, სევასტი თოდუა (ახალკაცი, 68), აბრამიძე, ქემოკლიძე, ხვადაგიანი, ლაშა ჭელიძე, ასათიანი, პოროშინი (ქუთათელაძე, 59).
    მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი.
    გაფრთხილებები: დიდავა, ბალაშვილი, ასათიანი.
    გოლები: 1:0 სულიკო დავითაშვილი (34), 2:0 ზაზა ჯანაშია (63).
    მსაჯები: კახა მესხი (ზუგდიდი); ავთანდილ სამხარაძე (სოხუმი), გოჩა ცირდავა (გულრიფში).

    ფინალი #13
    26 მაისი, 2003წ. თბილისი, "მიხეილ მესხი”. 6000 მაყურებელი.
    დინამო (თბილისი) - სიონი (ბოლნისი) 3:1 (3:0)
    დინამო: ზოიძე, და როშა (ლადო ახალაია, 46), ამისულაშვილი, ხიზანეიშვილი (კანდელაკი, 76), შაშიაშვილი, ვიტალი დარასელია, გოგობერიშვილი, ბურდული (ირაკლი ვაშაკიძე, 60), კვირკველია, ანჩაბაძე, ალექსიძე.
    მწვრთნელი: ივო შუშაკი (ხორვატია).
    სიონი: ვოლკოვი, ბურნაძე, სვანაძე (გოგიტაძე, 46), შალვა ხუჯაძე, გაბისკირია, ელდარ გვასალია, წივწივაძე, შავგულიძე, კახა დაუშვილი (ბაქრაძე, 59), დათვაძე (ისიანი, 70), ფანჩულიძე.
    მწვრთნელი: თემურ მახარაძე.
    გაფრთხილება: გოგობერიშვილი.
    გოლები: 1:0 ოთარ ხიზანეიშვილი (9), 2:0 ვიტალი დარასელია (16), 3:0 გიორგი ანჩაბაძე (45), 3:1 შალვა ისიანი (75).
    მსაჯები: მერაბ მალაღურაძე; ლაშა სილაგავა (ორივე თბილისი); ლევან მიქელაძე (სამტრედია).

    ფინალი #14
    26 მაისი, 2004წ. თბილისი, "მიხეილ მესხი”. 15000 მაყურებელი.
    დინამო (თბილისი) - ტორპედო (ქუთაისი) 2:1 (0:1)
    დინამო: ზოიძე, სილაგაძე, კანდელაკი, შოთა კაშია, შაშიაშვილი, კვირკველია, ნემსაძე, კაკალაძე (ლევან ხმალაძე, 78), ლადო ახალაია, ანჩაბაძე (შოთა გრიგალაშვილი, 88), სანდრო იაშვილი (ლევან მელქაძე, 59).
    მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.
    ტორპედო: სტურუა, მახვილაძე, გამეზარდაშვილი, ლაშა ჭელიძე, სევასტი თოდუა, მემარნიშვილი (მერაბ ხუციშვილი, 46), დავითაშვილი, ბაბუნაშვილი (შალვა მუმლაძე, 82), კოშკაძე, ბოლქვაძე (კახა ჩხეტიანი, 79), ნერგაძე.
    მწვრთნელი: პაულუ დე კამპუში (ბრაზილია).
    გაფრთხილებები: კანდელაკი, ბოლქვაძე, სილაგაძე.
    გოლები: 0:1 სულიკო დავითაშვილი (3), 1:1 შოთა კაშია (61), 2:1 ლევან სილაგაძე (64).
    მსაჯები: სერგო კვარაცხელია (ზუგდიდი); მამუკა ელიკაშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი (ორივე თბილისი).

    ფინალი #15
    26 მაისი, 2005წ. თბილისი, "ბორის პაიჭაძე”. 20000 მაყურებელი.
    ლოკომოტივი (თბილისი) - ზესტაფონი 2:0 (0:0)
    ლოკომოტივი: სტურუა, სეთურიძე, დავით გიგაური, მახვილაძე, გიორგი ონიანი, ლაშა ქებაძე (გიორგი ყიფიანი, 90), ლევან სანიკიძე, როინ ონიანი, მანჩხავა, ბობოხიძე (კახელიშვილი, 80), ირაკლი სირბილაძე (რ. დე ანაია, 70).
    მწვრთნელი: ნოდარ აკობია.
    ზესტაფონი: გიორგი სომხიშვილი, თენგიზ ჩიკვილაძე (იმედაძე, 63), შალვა ღონღაძე, სევასტი თოდუა, გუჩუა (ბესარაშვილი, 57), ძამსაშვილი, გიორგი თურმანიძე, განუგრავა (ნუდნი, 66), კახა ჩხეტიანი, ზირაქიშვილი, იონანიძე.
    მწვრთნელი: თემურ მახარაძე.
    გაფრთხილებები: იონანიძე, სეთურიძე, სანიკიძე.
    გოლები: 1:0 მიხეილ ბობოხიძე (55), 2:0 ნუკრი მანჩხავა (60).
    მსაჯები: ლევან ფანიაშვილი; ზურაბ მენთეშაშვილი (ორივე თბილისი), გურამ ჩიგოგიძე (სამტრედია).

    ფინალი #16
    13 მაისი, 2006წ. თბილისი, "მიხეილ მესხი”. 10000 მაყურებელი.
    ამერი (თბილისი) - ზესტაფონი 2:2 (4:3, პენალტებით)
    ამერი: ქვაჩახია, კედელაშვილი, დავითნიძე, ხვადაგიანი, ელბაქიძე, დეკანოსიძე, დობროვოლსკი, ბოლქვაძე, სევასტოპულო (დოლიძე, 60), დავითაშვილი (გიორგი კვახაძე, 78), წინამძღვრიშვილი (ტატანაშვილი, 72).
    მწვრთნელი: გიორგი ჩიხრაძე.
    ზესტაფონი: გრიგოლ ჭანტურია, გიორგი თურმანიძე, შალვა ღონღაძე, სევასტი თოდუა, კახა ჩხეტიანი, ბენაშვილი (იმედაძე, 73), განუგრავა, ბჟალავა (ნუდნი, 61), ბექა ნოზაძე (გიორგი ნუგზარის ძე ჭელიძე, 68), ფიფია, იონანიძე.
    მწვრთნელი: თემურ მახარაძე.
    გაფრთხილებები: დავითნიძე, ხვადაგიანი, დობროვოლსკი, დეკანოსიძე, კედელაშვილი, ღონღაძე, ნუდნი, ჩხეტიანი.
    გოლები: 1:0 სულიკო დავითაშვილი (10), 1:1 ზურაბ იონანიძე (29), 2:1 რატი წინამძღვრიშვილი (50), 2:2 შალვა ღონღაძე (90).
    პენალტები გაიტანეს: დავით ბოლქვაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი დავითნიძე, ვახტანგ ხვადაგიანი (ამერი); გიორგი განუგრავა, გრიგოლ იმედაძე, ზურაბ იონანიძე (ზესტაფონი).
    პენალტები ვერ გაიტანეს: გიორგი დეკანოსიძე (ამერი); გიორგი ფიფია, გრიგოლ ჭანტურია (ზესტაფონი).
    მსაჯები: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი); ლევან მიქელაძე (სამტრედია), ზურაბ ჯვარიძე (თბილისი).

    ფინალი #17
    26 მაისი, 2007წ. თბილისი, "ბორის პაიჭაძე”. 25000 მაყურებელი.
    ამერი (თბილისი) - ზესტაფონი 1:0 (0:0)
    ამერი: ქვაჩახია, დიდავა, დავითნიძე, ხვადაგიანი, ჩიკვილაძე, დოლიძე (კაკაშვილი, 86), დობროვოლსკი, ბოლქვაძე (მესხი, 69), დეკანოსიძე, დავითაშვილი, ტატანაშვილი (ჩიმაკაძე, 72).
    მწვრთნელი: გიორგი ჩიხრაძე.
    ზესტაფონი: გრიგოლ ჭანტურია, ედიკ საჯაია, სევასტი თოდუა (ფიფია, 66), შალვა ღონღაძე, კახა ჩხეტიანი (გაგა ჩხეტიანი, 71), ტორესი, კესანი, ვიეირა, გიორგი ნუგზარის ძე ჭელიძე, როინ ონიანი, იონანიძე.
    მწვრთნელი: თემურ მახარაძე.
    გაფრთხილებები: დავითნიძე, ჩიკვილაძე, ვიეირა, მესხი, ქვაჩახია, როინ ონიანი.
    გოლი: 1:0 დიმიტრი ტატანაშვილი (61).
    მსაჯები: ჩუნეთ ჩაქირი; ბაჰათინ თურანი, ჩემ სათმანი (ყველა თურქეთი).

    ფინალი #18
    16 მაისი, 2008წ. თბილისი, "ბორის პაიჭაძე”. 25000 მაყურებელი.
    ზესტაფონი - ამერი (თბილისი) 2:1 (0:0)
    ზესტაფონი: როინ კვასხვაძე, სევასტი თოდუა, უჩა ლობჟანიძე, ედიკ საჯაია, ერნესტ აკუასაგა, როინ ონიანი, ხიდეშელი, ვიეირა (იონანიძე, 85), ბექა გოცირიძე (შალვა ღონღაძე, 81), ნიკა კვასხვაძე (მურთაზ დაუშვილი, 72).
    მწვრთნელი: თემურ მახარაძე.
    ამერი: ნადირაშვილი, მემარნიშვილი, დავითნიძე, ჩიკვილაძე, ელბაქიძე (ტატანაშვილი, 65), დოლიძე (ჩიმაკაძე, 83), დობროვოლსკი, დიდავა, დეკანოსიძე, კობა შალამბერიძე (არჩილ ალავიძე, 60), რევაზ გოცირიძე.
    მწვრთნელი: გიორგი ჩიხრაძე.
    გაფრთხილებები: კესანი, დიდავა, ხიდეშელი, აკუასაგა, დობროვოლსკი.
    გოლები: 1:0 როინ ონიანი (57), 2:0 ბექა გოცირიძე (62), 2:1 დიმიტრი ტატანაშვილი (88).
    მსაჯები: ლევან ფანიაშვილი; მამუკა ელიკაშვილი (ორივე თბილისი), ლევან მიქელაძე (სამტრედია).

    ფინალი #19
    30 მაისი, 2009წ. თბილისი, "მიხეილ მესხი”. 12000 მაყურებელი.
    დინამო (თბილისი) - ოლიმპი (რუსთავი) 1:1, პენალტებით 2:0
    დინამო: ლორია, თომაშვილი, გურამ კაშია, ნერგაძე, ხმალაძე, შოთა კაშია, ნემსაძე (ტომიჩი, 119), დიღმელაშვილი, კოშკაძე, მერებაშვილი (კაკუბავა, 90), ჯუისი (აკირემი, 86).
    მწვრთნელი: კახა კაჭარავა.
    ოლიმპი: ალავიძე, დობროვოლსკი, ბაბუნაშვილი (ფიფია, 86), თეიმურაზ ღონღაძე, აკუასაგა, ხუბუა (ჩიკვილაძე, 72), გაგა ჩხეტიანი (გიორგი ნოდარის ძე ჭელიძე, 88), მაჭავარიანი, გიორგი ონიანი, მეგრელაძე, სეთურიძე.
    მწვრთნელი: ვარლამ კილასონია.
    გაფრთხილებები: ალავიძე (21), მერებაშვილი (39), მეგრელაძე (90), დიღმელაშვილი (113).
    გაძევება: გურამ კაშია (90).
    გოლები: 1:0 ნერგაძე (79), 1:1 მეგრელაძე (90).
    პენალტები გაიტანეს: ნერგაძე, ხმალაძე;
    პენალტები ვერ გაიტანეს: "დინამო” - კოშკაძე (მეკარემ მოიგერია), ტომიჩი (კარს ააცილა); "ოლიმპი” - ონიანი (მეკარემ მოიგერია), ჭელიძე (მეკარემ მოიგერია), ფიფია (კარს ააცილა), ჩიკვილაძე (კარს ააცილა).
    ჯარიმა - 19:24, კუთხური - 6:10, კარში დარტყმა - 5:3, კარისკენ დარტყმა - 1:8, თამაშგარე - 9:3.
    მსაჯები: ლაშა სილაგავა; ზაზა მენთეშაშვილი (ორივე თბილისი), გურამ ჩიგოგიძე (სამტრედია).

    ფინალი #20
    26 მაისი. თბილისი, "ბორის პაიჭაძე”, 12000 მაყურებელი.
    ვიტ ჯორჯია (თბილისი) - დინამო (თბილისი) 1:0 (1:0)
    ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი, ხურცილავა, ალექსანდრე კვახაძე (კაპ), ლომაია, ჯაფარიძე, ვასაძე, რაზმაძე, გიორგი დათუნაიშვილი, კლიმიაშვილი (გურეშიძე, 90), ბერიაშვილი (ვახტანგ კვარაცხელია, 68), ლიპარტია (ბეჭვაია, 79).
    მწვრთნელი: მერაბ კოჭლაშვილი, გელა გომელაური.
    დინამო: ლორია, თომაშვილი, გურამ კაშია (კაპ), კრსტესკი (თექთურმანიძე, 77), ჩიკვილაძე, შოთა კაშია (რობერტინიო, 67), კაკუბავა, ედნილსონი, კახელიშვილი (ჯუისი, 58), კოშკაძე, ვაწაძე.
    მწვრთნელი: კახა კაჭარავა.
    გოლი: 1:0 დათუნაიშვილი (41).
    გაფრთხილებები: ხურცილავა (24), ჩიკვილაძე (35), დათუნაიშვილი (42), თექთურმანიძე (77), ბედიაშვილი (89).
    ჯარიმა - 10:14, კუთხური - 1:1, კარში დარტყმა - 5:3, კარისკენ დარტყმა - 5:5, თამაშგარე - 2:2.
    მსაჯები: ლაშა სილაგავა; ლევან თოდრია (ორივე თბილისი), ზაზა ფიფია (გალი).
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 983 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011