მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 04:50
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 26 » “ბარსელონა” – გზავნილი კატალონიიდან “დინამოში”


    10:27
    “ბარსელონა” – გზავნილი კატალონიიდან “დინამოში”


    თბილისის "დინამოს” მიმართ გაათმაგებული ყურადღებაა და ყველას აინტერესებს, ვინ იქნება გუნდის მთავარი მწვრთნელი. კახა კაჭარავა კლუბში დარჩა, თუმცა სასელექციო ჯგუფის ხელმძღვანელად. წინასწარ ვთქვათ, რომ კლუბის გენერალური დირექტორის, ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, 1 ივნისს "დინამოს” სამივე მწვრთნელი (მთავარი, ფიზმომზადების, "დინამოს” აკადემიის) თბილისში იქნება – მანამდე კი, სახელ-გვარები არ გახმაურდა. "ბარსელონა” – მართალია, პოლოლიკაშვილს კლუბი არ დაუკონკრეტებია, მაგრამ შევიტყვეთ და დანამდვილებით ვიცით, რომ სამივე მწვრთნელი "ბარსელონადან” იქნება. თანმიმდევრულად მივყვეთ... პოლოლიკაშვილი, "დინამოს” სპორტული დირექტორი გიორგი ნემსაძე და გუნდის ოთხი ფეხბურთელი "ეროვნული” სტადიონის მინდორზე, დიდი ბანერისა და ლურჯ-თეთრი ბუშტების ფონზე წარსდგნენ ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების წინაშე. ეს ახლებური ფორმაა – დარბაზის ნაცვლად მინდორზე, რაც ევროპის ბევრ ქვეყანაში აპრობირებულია.

    ამ ოთხ ფეხბურთელზე: "ეროვნულზე” იყვნენ სანდრო იაშვილი, გულვერდ თომაშვილი, ნიკა ფირცხალავა და ნიკა კვეკვესკირი. "დინამოში” ბრუნდება ფორვარდი სანდრო იაშვილი, რომელიც ერთ დროს საქართველოს ყველაზე პერსპექტიული ფორვარდი გახლდათ, გამხდარა ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელიც. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ შოთა არველაძემ პროფლიგის გალა-დაჯილდოებაზე ღიად განაცხადა, ნაკრებში 11-ნომრიან მაისურის ღირსეული მფლობელი მოდისო – "იაშკას” მისამართით ითქვა. 26 წლის იაშვილი ოთხწლიანი განშორების შემდეგ უბრუნდება "დინამოს”.
    პოლოლიკაშვილი: "მოხარულები ვართ, რომ სანდრო ისევ დინამოელი ხდება. მან თავის დროზე უკვე დაამტკიცა, რომ "დინამოში” თამაშის ღირსია. ბევრი გაუკეთებია ჩვენი კლუბისთვის და გვჯერა, ამჯერადაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს გუნდს”.
    თავად იაშვილი ძალიან მოტივირებულია: "მიხარია, რომ ამხელა კლუბში ვბრუნდები. ფეხბურთელის კარიერაში დგება მომენტი, როცა ჩავარდნილი წლების შემდეგ, ძველებურად ათამაშების შანსი უჩნდება. ჩემს შემთხვევაში სწორედ ასეა. ვეცდები, ეს მხოლოდ სიტყვები არ გამოდგეს. მინდორზე უნდა დავამტკიცო”.
    "დინამოს” სრულუფლებიანი წევრი გახდა ნიკა კვეკვესკირი, რომელიც გუნდმა ზამთარში გადაიყვანა "ბაიადან”, მაგრამ თბილისელებთან სეზონის ბოლომდე ჰქონდა კონტრაქტი.
    ახალი კონტრაქტები (გაუმჯობესებული პირობებით) გაფორმდა ნიკა ფირცხალავასთან და გულვერდ თომაშვილთან. ისინი "დინამოს” საფეხბურთო აკადემიიდან მოდიან, დუბლებშიც თამაშობდნენ და მთავარ გუნდში რამდენიმე წლის წინ დაიმკვიდრეს ადგილი.
    პოლოლიკაშვილი: "დინამო” გუნდში მყოფ ყველა ფეხბურთელზე დიდ იმედებს დაამყარებს. ახლა კი, სხვა ცვლილელებზე: კახა კაჭარავა "დინამოს” მთავარი მწვრთნელი აღარაა, თუმცა მან ძალიან ბევრი გააკეთა გუნდისთვის და აქამდე მოიყვანა. კაჭარავას ხელში ბევრი ფეხბურთელი აღიზარდა და პროგრესი განიცადა. მისი მადლიერები ვართ - კაჭარავა სასელექციო ჯგუფის ხელმძღვანელი იქნება. უნდა ითქვას, "დინამოს” სელექცია ცუდად მუშაობდა და ეს გამოსასწორებელია.
    - ვინ იქნება "დინამოს” მთავარი მწვრთნელი?
    - უკვე შეთანხმებულნი ვართ ამ მწვრთნელებთან - 1 ივნისს ისინი თბილისში იქნებიან და ყველაფერს შეიტყობთ. ყველას თავისი აზრი და გემოვნება აქვს, მაგრამ გეტყვით, რომ ისინი მსოფლიოს საუკეთესო კლუბიდან მოდიან.
    - მთავარი მწვრთნელიც, ფიზმომზადების სპეციალისტი და აკადემიის მთავარი მწვრთნელიც ერთი კლუბიდან არიან?
    - დიახ. და აქვე, ეს კლუბი შემტევი ფეხბურთის მიმდევარია, გამოკვეთილი ხელწერა აქვს და ვფიქრობთ, რომ "დინამომ” სწორედ ასეთი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. ანუ, გრძელვადიან პროექტს ჩაეყრება საფუძველი, "დინამოს” ყველა ასაკობრივი გუნდი ერთ სისტემაში მოექცევა. მაგალითად, როგორც "აიაქსშია”.
    - გასაგებია. ახლა ფეხბურთელებზე – რას იტყვით პოტენციურ ახალწვეულებზე და რა სატრანსფერო კურსს იღებს "დინამო”?
    - დიდი სურვილი გვქონდა, რომ უცხოურ კლუბებში მყოფი გამოცდილი ქართველი ფეხბურთელები დაგვემატებინა, თუმცა, ამ კუთხით შეფერხებებია. და მაინც, რამდენიმე ასეთი მოთამაშის ჩამოყვანაზე ვმუშაობთ.
    - გაჩნდა ინფორმაცია, რომ "დინამოში”ესპანელი ფეხბურთელებიც ჩამოვლენ.
    - ეს გაირკვევა. 1 ივნისს, "დინამოს” უცხოელი მწვრთნელები თბილისში იქნებიან და ფეხბურთელთა კუთხითაც ბევრ სიახლეს შეიტყობთ.
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 632 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011