მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 00:43
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 26 » მოსკოვის დიდ სლემზე ქართული ხუთეული იჭიდავებს


    10:28
    მოსკოვის დიდ სლემზე ქართული ხუთეული იჭიდავებს
    საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მოსკოვის დიდ სლემზე არასრული შემადგენლობით გამოვა. პეტერ ზაიზენბახერის გუნდი რუსეთში ხვალ გამთენიას გაემგზავრება, ტურნირი კი 28-29 მაისს გაიმართება.
    ქართული გუნდის ავსტრიელმა თავკაცმა განაცხადში მხოლოდ 5 შეგირდი შეიყვანა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილი და ამბაკო ავალიანი იჭიდავებენ, 100 კილოგრამში – ირაკლი ცირეკიძე და ლევან ჟორჟოლიანი, ხოლო მძიმე წონაში – ზვიად ხანჯალიაშვილი. ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს, ჩემპიონ-პრიზიორები პირველ სამ წონაში - 60, 66 და 73 კილოგრამებში გამოვლინდებიან. მეორე დღეს – 81, 90 100 და +100 კილოგრამებში. კვირას საქმეში საქართველოს ქალთა ნაკრების ერთადერთი წევრი ნინო ოძელაშვილიც (70 კგ) ჩაერთვება.
    ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას 62 ქვეყნის ნაკრები მიიღებს. დიდი სლემის საპრიზო ფონდი 150 ათასი დოლარია. ჩემპიონები ოქროს მედალთან და სამას სარეიტინგო ქულასთან ერთად, 5 ათას დოლარს მიიღებენ, ვერცხლის პრიზიორები – ასოთხმოც ქულას და 3 ათასს, ბრინჯაოსნები – ასოც ქულას და 1500 დოლარს. ქულების გარეშე არც შედარებით ადრეულ ეტაპზე დამარცხებული ძიუდოისტები დარჩებიან. მეოთხედფინალში დამარცხებულები სამოც ქულას შეიმატებენ, მერვედფინალისტები – 36-ს, მეთექვსმეტედფინალისტები – 24-ს, ხოლო ოცდამეთორმეტედფინალისტები – 12
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 622 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011