მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 23:58
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 26 » აგვისტოს ომი, 4 მეგობრის თავისებური სამყარო და ახალი ქართული


    15:51
    აგვისტოს ომი, 4 მეგობრის თავისებური სამყარო და ახალი ქართული
    კინოსტუდია "სანგუკომ” გასულ კვირას, კინოთეატრ "ამირანში” პროექტიდან "5″, ერთ-ერთი ფილმის – "დაბადებულები საქართველოში” პრესჩვენება გამართა. ფილმი ახალგაზრდა რეჟისორმა, თამარ შავგულიძემ გადაიღო (ეს მისი სადებიუტო ნამუშევარია). ფართო მაყურებლისთვის ფილმის პრემიერა თვის ბოლოს გაიმართება. სცენარის ავტორი თავად თამარ შავგულიძეა; პროდიუსერი – გუკა რჩეულიშვილი; მთავარ როლებს ნუცა კუხიანიძე, თამარ ბზიავა, ვანიკო თარხნიშვილი და გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ასრულებენ. ჩვენების შემდეგ, ფილმის შემოქმედებით ჯგუფთან ცხარე განხილვა მოეწყო… შავგულიძის ფილმი ბოლო დროს გადაღებულ არც ერთ ფილმს არ ჰგავს, რაღაც "სხვა კინოა”, მე იგი ფრანგულ კინოს მაგონებს… "დაბადებულები საქართველოში” 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდს ასახავს. პროსტრაციაში (უხალისობა, გარემოსადმი ინტერესის დაკარგვა) მყოფი 4 მეგობარი ცდილობს, ადამიანობა, მეგობრობის უნარი შეინარჩუნოს და თავი გაართვას იმ არსებულ შტამპს, რასაც "დაბადებულები საქართველოში” ჰქვია.

    - ზოგადად მოწონებას იმსახურებს რეჟისორის ნამუშევარი, მსახიობების ოსტატობაც ყურადსაღებია, მაგრამ მომეჩვენა, რომ ფილმი მხოლოდ 4, საკუთარ თავში ჩაკეტილი მეგობრის თავისებურ ცხოვრებას ასახავს. მათი ჩაკეტილობა კი, არა მგონია, მხოლოდ ომის შედეგი იყოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ომის თემა ფილმში თითქოს ხელოვნურად არის მიბმული…

    ვანიკო თარხნიშვილი:
    - უპირველესად, ეს არის კინო! ზოგადად ომის ტკივილს არათუ ფილმში, ადამიანები დღემდე რეალურ ცხოვრებაში ვატარებთ. მნიშვნელობა არა აქვს, რას საქმიანობ – ჩვენთვის ომი დღემდე გრძელდება… ფილმში მოქმედება ომიდან ერთი წლის შემდეგ ხდება და ჩემი პერსონაჟი სპეციალურად გადადის ისეთ ადგილზე, რომელიც იცის, რომ დანაღმულია, სადაც იღუპება კიდეც… თუ ომი დღემდე არ გრძელდება, მაშინ ავდგეთ და წავიდეთ ცხინვალში! შესაძლებელია ეს?

    გუკა რჩეულიშვილი:
    - ფილმში ერთი მნიშვნელოვანი ფრაზაა: "ჩვენ თავს დაპყრობილად 226 წელია ვგრძნობთ”. ზუსტად ამით იხსნება მთელი მოცემული სიტუაცია… თუმცა შეუძლებელია, ფილმით ყველა კმაყოფილი იყოს…

    - არ მითქვამს, რომ ფილმი არ მომწონს. ნამუშევარი მოგვეწონა. ფილმმა დაგვაფიქრა და ბევრი კითხვაც გაგვიჩინა…

    თამარ შავგულიძე:
    - მადლობას გიხდით ასეთი შეფასებისთვის…

    - რამდენად კომერციული იქნება ფილმი? მოვა მაყურებელი მის სანახავად?
    გუკა:
    - ჩემთვის, საქართველოში ფილმის გაკეთება არ არის კომერციის სფერო. ჩვენი სტუდია 6 წელია, არაკომერციულ ფილმებს აკეთებს. ეროტიკული და რაღაც პროვოკაციული ელემენტებით ნამუშევრებს არ ვქმნით, რომ ამით მივიზიდოთ მაყურებელი. ვაკეთებთ საავტორო კინოს. იქიდან ზოგი გამოდის და ზოგი – არა. ის, რასაც კომერციულ კინოს ვეძახით, მაინც გარკვეულ სივრცეშია ჩაკეტილი, საქართველოში რჩება. ამიტომ, ვცდილობთ, ისეთი კინო გავაკეთოთ, რომელიც საქართველოს ფარგლებს გასცდება. ასე რომ, ჩვენი კინოსტუდია საავტორო კინოს მიმართულებით ვითარდება.




    - რატომ გადაწყვიტეთ, რომ ფილმში ამბები ოთხი დეპრესიული ადამიანის ფონზე განვითარებულიყო?
    ვანიკო:
    - საქმე ის გახლავთ, რომ დეპრესიული მათგან არც ერთი არ არის. ჩემი აზრით, ისინი ცდილობენ, შექმნან თავიანთი სამყარო, რომელსაც ეკრანზე ხედავთ. ზოგიერთმა შეიძლება თქვას, ასეთი თბილისი სად არისო?! მაგრამ ეს ამ პერსონაჟების მიერ შექმნილი თბილისია… ამიტომ ისინი პირიქით, მებრძოლები არიან, არსებულ რეალობას ებრძვიან.
    თამარ ბზიავა:
    - ჩემი აზრით, მთავარი სათქმელი ის არის, როცა ერთ-ერთი გმირი ამბობს: "ისეთ ქალაქში მინდა ცხოვრება, რომ გარეთ გასვლა მიხაროდეს”. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პერსონაჟები აბსოლუტურად დახვეწილი ლექსიკით მეტყველებენ. მაგალითად, მე ცხოვრებაში სლენგს ხშირად ვიყენებ. ფილმში თაკომ ცენზურა დაგვიწესა. მუშაობისას თუ რაიმე წამოგვცდებოდა, გვისწორებდა და მისი გამოყენების ნებას არ გვაძლევდა.
    გუკა:
    - როგორც პროდიუსერი, ფილმის გადაღების პროცესში საერთოდ არ ჩავრეულვარ. თაკოს გადავულოცე მთელი სამოქმედო სივრცე… ეს ფილმი რეჟისორის დებიუტი გახლავთ, მაგრამ თუ ასეთი დებიუტი ბევრი იქნება, მხოლოდ მივესალმები, რადგანაც დღეს ძალიან ცოტაა, ასეთი ფილმი. არადა, ქართული კინოს განვითარებას ეს სჭირდება. ადამიანს უნდა, რომ ქვეყანა უფრო მეტად შეიცვალოს, შეიცვალოს გარემო. მაგრამ ეს ინდივიდების ცვლილებაზეა დამოკიდებული. თუ ინდივიდი შეიცვლება, ირგვლივ გარემოსაც შეცვლის, ჯაჭვური რეაქციასავითაა… ომის დროს ადამიანებს სხვადასხვა განცდა ჰქონდათ. მაგალითად, ნუცა ომის დროს თბილისში იყო და დევნილებისთვის ტანსაცმელს აგროვებდა. მე გორში ვიყავი. ვიღაც კიდევ სხვაგან იყო, მაგრამ განცდა ყველას ერთნაირი ჰქონდა!

    - ფილმს ტრაგიკული ფინალი აქვს. რამდენად რეალურია, რომ მეგობრის დაღუპვით შეძრული მეგობარი პრაქტიკულად თავადაც მიდის სიკვდილზე?
    ნუცა:
    - ის პერსონაჟი თავის დროზე, ომში ვერ წავიდა, რადგან საქართველოში არ იყო… ომის შემდეგ კი ბავშვობის მეგობარი დაეღუპა და მიხვდა, რომ ომი მაინც გრძელდება.
    გუკა:
    - 2008 წლის 7 აგვისტოს ბერლინში ვიყავი, ომის დაწყების შესახებ რომ გავიგე, მაშინვე საქართველოში დავბრუნდი. ომში ჩემი მეგობრები იყვნენ. ქვეყნის დასაცავად, რა თქმა უნდა, მეც წავიდოდი, მაგრამ გორში უფრო მეგობრების გამო წავედი. ღვთის წყალობით, ისინი გადარჩნენ. ასე რომ, ფილმის პერსონაჟის (გიორგი) გადაწყვეტილება რეალურია.
    ვანიკო:
    - მთელი ფილმის განმავლობაში 4 მეგობრის ამბებს გიყვებით. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ მათ უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის… ჩემთვის იმ ფილმზე მუშაობა, რომლის სცენარიც მომწონს, დიდი სიამოვნებაა. რაც შეეხება ჩემს პერსონაჟს, ზოგადად, მოუსვენარი ადამიანია. იმ რეალობაში, რომელშიც ცხოვრობს, ვერ ისვენებს. მეგობრებთან ერთად გარკვეულ სამყაროს ეძებს, რომელშიც უნდათ, რომ ჩაიკეტონ, მაგრამ იქაც ვერ იკეტებიან…




    შენ მიერ განსახიერებული პერსონაჟი პიროვნულად რამდენად ახლოს არის შენთან?
    - კი, ახლოსაა და სხვა მსახიობსაც რომ ეთამაშა, დარწმუნებული ვარ, მისთვისაც ასევე იქნებოდა. მიმაჩნია, რომ როლის შეფასება მაინც საკუთარი გადმოსახედიდან ხდება, რადგანაც სხვაგვარად თამაში ტყუილი იქნება.

    ნუცა:
    - ჩემი გმირი ფილმში ყველაზე პასიურია. იმით მგავს, რომ ოპტიმისტია. მეც არ მიყვარს ტირილი, დავარდნა… ერთმანეთს კიდევ იმით ვგავართ, რომ ორივენი ქართველები ვართ, ერთსა და იმავე რეალობაში ვცხოვრობთ, ერთნაირად გვტკივა, გვყავს საყვარელი ადამიანი. მეგობრებს იმდენი საერთო რამ აქვთ, იმდენი ტკივილი, რომ… ალბათ ეს აძლევს კიდეც ძალას. მუშაობის პროცესში ყველანი ჩართულები ვიყავით და ყველანი ჩვენკენ "ვქაჩავდით” ფილმს… ვფიქრობ, თაკო საინტერესო რეჟისორად ჩამოყალიბდება. ეს ხომ მისი სრულმეტრაჟიანი დებიუტია… ძალიან ჭკვიანი, მგრძნობიარე შემოქმედია.
    გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა):
    - საკუთარ ნამუშევარზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ზოგადად ფილმი მომწონს, კარგია. ჩემს გმირს (გიორგი) დასავლეთში აქვს განათლება მიღებული. წლების განმავლობაში ბანკში მუშაობდა, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ბანკიდან წამოვიდა და პატარა სასურსათო მაღაზია გახსნა. ის მშვიდი ადამიანია. საკუთარი აზრი აქვს ყველაფერზე, მაგრამ ცდილობს, სხვას არ მოახვიოს.
    თამარი:
    - ცხოვრებაში ბევრად ემოციური ვარ, ვიდრე ჩემი გმირი. ის გულში იკლავს ტკივილს. როდესაც ნაღმზე ქმრის აფეთქების ამბავს შეიტყობს, ამას უემოციოდ ხვდება. ამიტომ, როგორც მსახიობს, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბოლომდე ვერ დავიხარჯე, მაგრამ თაკოს, ჩვენს რეჟისორს არ უყვარს ემოციები…

    - დედათქვენმა – ქალბატონმა ქეთი დოლიძემ ნახა ფილმი?
    - კი, "შავი ვერსია” ნახა და შენიშვნები ჰქონდა. არ მიმაჩნია, რომ ეს ჩემი საუკეთესო ნამუშევარია.

    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Film - კინო | ნანახია: 1286 | დაამატა: Germana | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011