მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 09:33
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 28 » გვარდიოლას პრეს–კონფერენცია


    12:51
    გვარდიოლას პრეს–კონფერენცია


    კატალონიის "ბარსელონას" დამრიგებელმა, პეპ გვარდიოლამ, ფეხბურთელებს თხოვა საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოეჩინათ "უემბლიზე". მისი თქმით, "ბარსა" ახლა უფრო ფრთხილად იყოს, ვიდრე რომის ფინალში იყო.



    "არამგონია ფინალის ცქერით გავერთო. ძალიან ბევრ რამეზე მაქვს საფიქრალი, რათა გუნდმა კარგი ფეხბურთი ითამაშოს. ახლა ყველაზე მეტადაა საჭირო, რომ საკუთარი ფეხბურთი შევთავაზოთ მეტოქეს". განაცხადა პეპმა ჩემპიონთა ლიგის წინ გამართულ პრეს–კონფერენციაზე. "ბურთმა მუდამ უნდა იფრინოს და შეეცადოს დაარღვიოს მეტოქე ფეხბურთელების ბალანსი. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ გუნდი ისე ითამაშებს, როგორც მთელი სეზონი აკეთებდა".



    ჩვენ მზად ვართ



    გვარდიოლა ძალიან ბედნიერი იყო საკუთარი შეგირდების მიერ გაწეული სამსახურით: "ისინი ყოველთვის დადებით აურას ქმნიან ჩემს გულში. ვამაყობ ამ გუნდით, რადგანაც მიმდინარე კვირაში შესანიშნავად მოიქცნენ და მე პასუხისმგებლობას ვგრძნობდი მათზე. ეს დღეებია ფოკუსირებას "იუნაიტედზე" ვახდნენთ, საკუთარი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდოგმარეობაზე. მხოლოდ ფინალზე ვფიქრობდით, ვიყავით მხნედ და მზად ვართ ვითამაშოთ საუკეთესო ფეხბურთი".



    ათწლეულის თამაში



    "მანჩესტერის" დამრიგებელი თვლის, რომ ეს ათწლეულის მატჩი იქნება: "მე ვამაყობ იმით, რომ ფერგიუსონმა ასეთი სიტყვები თქვა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენ ორზეა დამოკიდებული. უნდა ვეცადოთ საუკეთესო ფეხბურთის თამაში და შემდეგ უკვე საუკეთესო ფინალად ჩაითვლება ეს თამაში" - განაცხადა გვარდიოლამ. "როდესაც ერთი გუნდი ოთხ წელიწადში 3–ჯერ გავა ფინალში, ხოლო მეორე 6 წელიწადში 3–ჯერ, იმაზე მეტყველებს, რომ ეს კლუბები საუკეთესოდ წარმოაჩენენ საკუთარი შესაძლებლობებს. ორივე გუნდს შესანიშნავი ათწლეული ჰქონდა და ნებისმიერი გუნდის დამარცხების შემთხვევაში ყველა ძალიან დამწუხრდება, თუმცა ყველა ის ტიტული, რაც მოვიპოვეთ, მუდამ აქ დარჩება".







    მეტი ინტენსივობა, ვიდრე რომში



    "მანჩესტერი" არის ყველაზე სრულყოფილი გუნდი, რომელიც კი ოდესმე მინახავს. მათ აქვთ თამაშის უამრავი ვარიანტი, ჩვენ ვეცადეთ დაგვეთვალა ეს ვარიანტები და შეგვეფასებინა ძლიერი, სუსტი წერტილები, რომელის დახმარებითაც შევეცდებით დავამარცხოთ "ეშმაკუნები". თუ ისე ვითამაშებთ, როგორც რომში, დავმარცხდებით. როდესაც კიდევ ერთხელ ვუყურე ფინალს, მივხვდი, რომ უამრავი შეცდომა დავუშვით. უამრავი დეტალია გამოსასწორებელი, უნდა ვიყოთ ძალიან სწრაფები და ინტენსიურები".



    შესანიშნავი სეზონი



    მიუხედავად ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიშისა, გვარდიოლას სჯერა, რომ "ეს მაინც ძალიან კარგი სეზონი იყო. ჩვენ კიდევ უფრო ბედნიერები ვართ, რადგანაც ვიასპარეზებთ "უემბლიზე". ჩემმა ბიჭებმა ფანებს მხარდაჭერისთვის უამრავი სიხარული აჩუქა და დამარცხების შემთხვევაში არ უნდა გაბრაზდნენ მათზე. ცოტა მოურიდებლად გამომივიდა ეს ნათქვამი, მაგრამ ნამდვილად ასეა, მათ ხომ ისიამოვნეს "ბარსას" თამაშის ცქერით". გვარდიოლა ასევე ძალიან გახარებული იყო იმ ფაქტით, რომ ფანებმა შეძლეს უპრობლემოდ გამგზავრებულიყვნენ ლონდონში: "ფინალი საკთარი გულშემატკივრის გარეშე სანახაობრივი არ არის".
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 658 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011