მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 01:16
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 28 » პიკე თანაგუნდელებზე საუბრობს


    12:53
    პიკე თანაგუნდელებზე საუბრობს
    სანამ ”ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება, ხერარდ პიკე კატალონიურ პრესას თავის შეხედულებებს უზიარებს თანაგუნდელების შესახებ.

    ვიქტორ ვალდესი
    ”ბარსელონას” საუკეთესო მეკარე. შესანიშნავად ეწყობა ჩვენს სტილს. ფენომენალურად თამაშობს ფეხით. ყოველთვის გადაგარჩენს. მას ჩვენთვის ბევრი ქულა მოაქვს. ჩვენთვის ის ნომერ პირველი მეკარეა.

    დანი ალვეში
    ბევრს დარბის. მთელი 90 წუთი მოძრაობს აქეთ-იქით იმის გამო, რომ ფიზიკურად ძალიან ძლიერია. ის ამატებს ენერგიას შეტევას. შეტევაში ლეო და ვილია თამაშობენ, ხოლო პედრო და ალვეში ფლანგებიდან მათ ძალიან ეხმარებანიან.

    კარლეს პუიოლი
    ჩვენ 5:0 თუ 6:0 ვიგებდით და მან შენიშვნა მომცა. უბრალოდ კარებიდან ბურთი გამოვიტანე, ხოლო მან მითხრა: ”ძალა მოიკრიბე, მოდუნება არ შეიძლება” და ეს ყველაფერი 90-ე წუთზე, ანგარიში 5:0.

    ერიკ აბიდალი
    როცა აბიდალი ავადმყოფობის შემდეგ დაბრუნდა ყველამ დიდი ემოცია ვიგრძენით, რადგან მასზე ძალიან ვღელავდით. ის იმსახურებდა იმის, რომ ”რეალთან” მატჩში მოედანს დაბრუნებოდა. ის ძლიერი პიროვნებაა. გასახდელში შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის. მიმდინარე სეზონში ის ბრწყინვალე იყო.

    სეიდუ კეიტა
    ნახევარდაცვას ის ბევრ რამეს მმატებს. ის ძალიან გვეხმარება ფიზიკურად ძლიერი გუნდების წინააღმდეგ თამაშებში, რადგან ჩვენ ორის გარდა გუნდში ფეხბურთელებს ფიზიკურად დიდი გაბარიტები არ აქვთ.

    სერხიო ბუსკეტსი
    ძალიან ჭკვიანია, კარგად კითხულობს თამაშს. გადაცემების დიდი არსენალი აქვს. არასდროს ეშლება ზუსტი გადაცემის გაკეთება.

    ხავიერ მასკერანო
    ”ბარსელონაში” გადმოსვლით ის მსხვერპლზე წავიდა. ყოველთვის რთულია გადახვიდე ისეთ გუნდში, როგორიც ”ბარსელონაა” და იქ ფეხი მოიკიდო, მაგრამ მან ეს შეძლო. ის იმსახურებს პატივისცემას, რადგან ყოველთვის სურდა ტიტულების მოგება და იცოდა, როგორ გაეკეთებინა ეს. კარგი, ჭკვიანი ბიჭია. ყოველგვარი სირთულეების გარეშე ვნახულობ მასთან საერთოს.

    ჩავი ერნანდესი
    ჩავიმ ესპანურ ფეხბურთზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. მან მოიგო ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატი. მისი დიდი დამსახურებაა, რომ შეიცვალა ესპანეთი ნაკრების თამაშის სტილი. ადრე ნაკრები კარგად თამაშობდა და აგებდა, ახლა კარგად თამაშობს და იგებს.

    ანდრეს ინიესტა
    უბრალოდ ჯადოქარი: ის იტანს სუპერმნიშვნელობის გოლებს. მაგალითად, 94-ე წუთზე ”სტემფორდ ბრიჯზე”, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. როგორც ადამიანს მას 10 ქულიდან 10-ს ვუწერ. ეს წელი მისთვის ბედნიერი გამოდგა. მას შეეძინა ქალიშვილი, ვალერია. ყველა ბედნიერი ვართ მის გამო.

    ლეო მესი
    მე და ლეო დიდი ხანია ერთად ვთამაშობთ, მას შემდეგ, რაც ის 13-14 წლის ასაკში მოვიდა ჩვენთან. ჩვენ ვმეგობრობთ. ის საუკეთესოთა შორის საუკეთესოა. უკვე ახლა ის მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. მისი კარიერა კარგად აეწყო, მას წინ დიდი გზა აქვს. ჩვენ ახალგაზრდები ვართ. ლეოსთან ურთიერთობა სასიამოვნოა.

    პედრო როდრიგესი
    მას დრო დასჭირდა სიჩქარის ასაღებად, მაგრამ ბოლო 2 წელია საკუთარ თავს შესანიშნავად წარმოაჩენს. ეს პერიოდი მისთვის იღბლიანი გამოდგა, ყველა მისი დარტყმული მიზანს აღწევდა. ის ყოველთვის მზადაა გასარისკად, მიმართულია კარისკენ და გადამწყვეტ მომენტში საჭირო ადგილზე ჩნდება.

    დავიდ ვილია
    ჩვენ ვიცნობდით ვილიას და ვიცოდით, რომ გუნდში კარგად ჩაჯდებოდა. მას შესანიშნავი სტატისტიკა აქვს: 19 გოლი ჩემპიონატში და ბევრი გოლები სხვა ტურნირებში. ზუსტად ამიტომ სჭირდებოდა ის ”ბარსელონას”.

    ხერარდ პიკე
    რთულია საკუთარ თავზე საუბარი. ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალურად დავიხარჯო. მოედნის გარეთ ვცდილობ ყველაზე მხიარული ვიყო და სიამოვნება მივიღო. ჩვენ მოგვიწია შესანიშნავი დრო, რომელიც ”ბარსელონას” ფეხბურთელების წინა თაობას არ მოწევია: ჩვენ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ ქვეყნის ჩემპიონატი და კვლავ გავედით ლიგის ფინალში. ამიტომაც საჭიროა გაცინება და ცხოვრებით დატკბობა, რომელიც მშვენიერი გვაქვს!
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 705 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011