მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 14:47
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 31 » აბიტურიენტებო! ხვალ თქვენი პირველი გამოცდაა!


    16:54
    აბიტურიენტებო! ხვალ თქვენი პირველი გამოცდაა!
    აბიტურიენტებო! ხვალ თქვენი პირველი გამოცდაა!

    აბიტურენტებისათვის ხვალ ძალზე მნიშნველოვანი დღეა! ხვალ ხომ მათი პირველი გამოცდაა
    ქართულ ენასა და ლიტერატურაში. განსაკუთრებით სანერვიულოა ხვალინდელი დღე მათთვის,
    რომელთაც სწავლა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც საატესტატო გამოცდების შესახებ მოისმინე
    გამოცდის ჩაბარება ხდება კომპიუტერის საშუალებით. ყოველ სწორ პასუხზე მომდევნო კითხვა
    ოდნავ გართულებულია, ხოლო არასწორზე მომდევნო კითხვა მარტივდება. ყოველ შეკითხვას
    თან ახლავს 4 სავარაუდო პასუხი, რომელთა პასუხის მოსაფიქრებლად განსაზღვრული დრო გაქვთ.
    თუ ამ დროში თქვენ პასუხი ვერ მოიფიქრეთ კომპიუტერი ავტომატურად გადადის შემდეგ შეკითხვაზე.

    საგამოცდო პროცესის განმავლობაში სასტიკად იკრძალება

    1) სხვის კომპიუტერში გადახედვა (1-ელ შემჩნევაზე მოგეცემათ გაფრთხილება, მე-2 შემჩნევაზე კი
    ავტომატურად მოიხსნებით გამოცდიდან)
    2) ყველანაირი სახის გადალაპარაკება (შეკითხვის შემთხვევაში მიმართეთ დამკვირვებელს)
    3) მობილური ტელეფონის ქონა (თუნდაც გამორთულის)
    4) გამოცდაზე დაგვიანება
    5) და კიდევ ათასი სისულელე, რაც თავადაც იცით

    გირჩევთ

    1) გამოცდაზე აუცილებლად იქნოიეთ მინერალური წყალი (წაიღეთ ბოთლით, რომელსაც მოხსნილი ექნება
    ეტიკეტი, რომ არ ჰქონდეს შესვლამდე ისედაც მოგიხსნიან)

    2) ნუ დახარჯავთ ბევრ დროს იმ შეკითხვაზე, რომლის პასუხიც არ იცით. ჯობს გადახვიდეთ
    შემდეგზე და ბევრი კითხვაზე პასუხი მოასწროთ, ვიდრე დიდი ხნით გაჩერდეთ ერთზე, რომლის
    პასუხიც ან გაგახსენდებათ ან არა.

    3) მიდით გამოცდაზე 15-20 წუთით ადრე, რათა უკეთ აღიქვათ სიტუაცია

    4) ნუ ინერვიულებთ! ნერვიულობა არაფერში დაგეხმარებათ, რადგან სტრესი იწვევს გონების
    გადაკეტვას, რომლის დროსაც შეიძლება უცბად დაგავიწყდეთ ყველაფერი.

    5) გამოიყენეთ ყოველი წამი! ამ დროის განმავლობაში თქვენთვის ყოველი წამი ძალზე
    ძვირფასია ამიტომ ნუ დახარჯავთ მათ თუნდაც აქეთ-იქით ყურებაში...


    6) არც კი გაიფიქროთ ''შპარგალკაზე''. შესაძლებელია დამკვირვებელმა ვერაფერი შეამჩნიოს,
    მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ რვა კამერა გითვალთვალებთ, რომელთაც არაფერი გამოეპარებათ.


    უარყოფითი მხარეები საატესტატო გამოცდისა

    დამეთანხმებით, მათთვის, ვისაც არასდროს წარმოედგინა ფიზიკა ან ქიმია თუ დასჭირდებოდა რამეში
    და შესაბამისად არც არასდროს მოუკლავს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლით თავი, საატესტატო
    გამოცდები ნამდვილად შოკიმომგვრელი იყო. სამინისტროს მხრიდან ნამდვილად შეცდომაა ის,
    რომ გამოცდების შესახებ მოსწავლეებს ნახევარი წლით ადრე აცნობეს და შესაბამისად მოსამზადებელი
    დროც ცოტა დაუტოვეს. უარყოფითი მხარე აქვს აღნიშნულ გამოცდებს აგრეთვე ისიც, რომ უამრავ
    საგანში მომზადება დიდ ხარჯს მოითხოვს. იმის განცხადება, რომ წლის ბოლოს დაინიშნებოდა გამოცდები
    უნდა მომხდარიყო 2-3 წლით ადრე, რათა მოსწავლეები გონს მოსულიყვნენ და საგნების შესწავლა
    ეტაპობრივად დაეწყოთ. ახლა, ხომ მათ რამდენიმე თვეში მოუხდათ ამდენი საგნის ერთად შესწავლა.

    დადებითი მხარეები

    მიუხედავად ამდენი უარყოფითი მხარისა, საატესტატო გამოცდებს დადებითი მხარეებიც აქვს.
    თუნდაც ის, რომ ამით მოსწავლეებმა მიიღეს ელემენტარული განათლება ისეთ საგნებში, რომელზეც
    წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. საატესტატო გამოცდების გარეშე, დამეთანხმებით ჰუმანიტარულ
    ფაკულტეტზე ჩამბარებელი სტუდენტები არც კი გადახედავდნენ ფიზიკა/ქიმია/ბიოლოგიას,
    რომელთა ცოდნაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ნამდვილად საჭიროა. ამას გარდა, აბიტურიენტები
    დაკავდნენ სწავლით და დროის უმეტესი ნაწილი არა ქუჩაში ყიალსა და გართობას, არამედ
    მეცადინეობას მოანდომეს (თუ ყველამ არა, დიდმა ნაწილმა მაინც)
    P.S ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენ ნერვიულობად არაფერი ღირს! ეს საატესტატო გამოცდების
    პირველი წელია და შესაბამისად პირველ ჯერზე ყველაფერი ძალიან ადვილი იქნება!
    წარმატებებს გისურვებთ!

    P.P.S დაწერეთ თქვენი ქულები
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Advice – რჩევები | ნანახია: 686 | დაამატა: gurgena | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011