Interview - ს ივნისის ნომერში გადაიღეს სერიალ "ნამდვილი სისხლის" მსახიობი ალექსანდრ სკარსგარდი (Alexander Skarsgard). ამ ფოტოსესიაში მსახიობი თითქოს ისევ ვამპირი ერიკის როლშია. ასევე გთავაზობთ ამ სერიალის მეოთხე სეზონის პოსტერებს.
შავი გედი არის 2010 წლის ამერიკული ფსიქოლოგიური თრილერი, რომლის რეჟისორიცაა დარენ არონოფსკი. მასში მონაწილეობენ ნატალი პორტმანი და ვენსან კასელი. მოქმედება ვითარდება გედების ტბის გარშემო ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საბალეტო სტუდიაში. ფილმის პრემიერა შედგა ვენეციის 67-ე კინოფესტივალზე 2010 წლის 1 სექტემბერს. 3 დეკემბერს ამერიკაში მისი ლიმიტირებული ჩვენება დაიწყო.
Kyle Alexander-ი აშშ სარეკლამო და კომერციული ფოტოგრაფია.ფოტოგრაფირება 13 წლის ასაკში დაიწყო.მის დამკვეთებს შორის არიან: Nike, Toyota, Quicksilver, O'Neil, Roxy, Wall Street Journal-ი და სხვები.
ცნობილი ამერიკელი მსახიობი და ტოპ-მოდელი მოლი სიმსი ქორწილისთვის ემზადება. მისი რჩეული, ფილმი 'სიყვარული და სხვა წამლების' პროდუსერი სკოტ სტუბერია. tiger-news.info-ს ცნობებით, 38 წლის მოლი და 42 წლის სკოტი ნახევარი წლის წინ შეხვდნენ ერთმანეთს და საბოლოოდ დაქორწინება გადაწყვიტეს. სკოტმა მოლის ხელი მისი მშობლების წინ სთხოვა.
ანის ფესტივალზე გახდა ცნობილი ანჯელინა ჯოლის სადებიუტო ნამუშევრის სახელი, სადაც ანჯელინა რეჟისორის ამპლუაში წარსდგება. სახელის გარდა, ცნობილი გახდა, თუ როდის შედგება ფილმის პრემიერა. ფილმის სახელია - „In the Land of Blood and Honey". შეგახსენებთ, რომ გადაღებები ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში დაიწყო. გადაღებებს თან სულ სკანდალები ახლდა. ფილმი ბოსნიელის და სერბის სიყვარულის შესახებაა. მთავარ როლებს ასრულებენ: ხორვატიელი მსახიობი - რადე შერბეჯია და ბოსნიელი მსახიობი - ზანა მარიანოვი. ეპიზოდურ როლს რეჟისორის მეუღლეც შეასრულებს. გადაღებები ბოსნიაში და უნგრეთში მიმდინარეობდა. ფილმის პრემიერა ამერიკაში 2011 წლის 23 დეკემბერსაა დაგეგმილი.