Harper's Bazaar Spain - მა გაგვახარა მოდელი Anna de Rijk - ის ფოტოსესიით. ფოტოსესია გადაიღო ფოტოგრაფმა Txema Yeste და მან გაგვახსენა 80-х მოდური ჟურნალები. ანამ მოირგო Balenciaga, Jean-Paul Gaultier და Balmain - ის ფორმები.
ჯონი დეპმა, რომელსაც ვანესასთან ორი შვილი ჰყავს, განაცხადა, რომ იგი არ გეგმავს ვანესაზე დაქორწინებას. მსახიობი ამბობს, რომ მათი ერთობლივი ცხოვრება ისედაც იდეალურია. „ჩვენ არასდროს ვყოფილვართ დაქორწინებულები და არც ვაპირებთ", განაცხადა მსახიობმა. 47 წლის ჯონი თვლის, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი მიღწევა, ვანესასთან შეხვედრა და ბავშვების დაბადებაა, რომლებსაც ისინი ერთად ზრდიან.
კირა ნაითლის და რუპერტ ფრენდის 5 წლიანი ურთიერთობა დამთავრდა. პაპარაცებმა ის ახალ შეყვარებულთან ერთად დააფიქსირეს. კირა ნაითლის ახალი რჩეული 27 წლის როკერი ჯეიმს რაიტონია. ის ბრიტანული ინდი-როკ ჯგუფის Klaxons-ს წევრია. წყვილი კალიფორნიის ქუჩებში სეირნობდა და დიდად არ იმალებოდა.
ულამაზესმა ქეით აფტონმა (Kate Upton) მონაწილეობა მიიღო პრესტიჟული ამერიკული სპორტული ჟურნალის Sports Illustrated გადაღებებში, რომელიც გაიმართა ფილიპინებში. 18 წლის მოდელს ფოტოებს უღებდა რაფაელ მაცუკო (Raphael Mazzucco).
ზოგჯერ კარგი მეგობრებისგან მშვენიერი ოჯახური წყვილი გამოდის. მამაკაცები კი ამბობენ, რომ ქალი-მეგობარი ქალი არ არის და მას სქესი არ აქვს, მაგრამ არც ასეა საქმე. თუ თქვენ ერთ დღეს აღმოაჩენთ, რომ "შემთხვევით" ის ადამიანი შეგიყვარდათ, რომელთანაც წლების განმავლობაში მხოლოდ მეგობრობა გაკავშირებდათ, სევდას ნუ მიეცემით. იმოქმედეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ სიყვარულის ისტორიას პლუსებთან ერთად მინუსებიც ექნება...
მსახიობ ჯენიფერ ანისთონს ახალი ტიტული მისცეს: „ათწლეულის სექს-სიმბოლო". თავის პრიზს ჯენიფერს 10 ივნისს გადასცემენ Spike Guys' Choice Awards – 2011-ის ცერემონიაზე. პრემია The Spike Guys' Choice Awards-ი 2007 წლიდან არსებობს, ხოლო ნომინაცია „ათწლეულის სექს-სიმბოლო" ერთი წლის შემდეგ გაჩნდა. წინა წლებში პრემიები მიიღეს: კამერონ დიაზმა (2008), ჰოლი ბერიმ (2009) და შარლიზ ტერონმა (2010).