მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 13:00
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » ივნისი » 12 » არაფერი ყველაფერზე ან პირიქით


    21:08
    არაფერი ყველაფერზე ან პირიქით
    არაფერი ყველაფერზე ან პირიქით


    90–იანების დენს–სიმღერები, "ორი კაპუჩინო”.. "ანგარიში თუ შეიძლება..” "ოე, ყრუ!”.. "რა საყვარელი მიმტანია”..

    ჭორები, სიმართლე, წყვილები, ბედნიერი, სევდიანი, მოლაპარაკე, "მოკოცნავე”.. ალაგებული და ხელახლა გაშლილი მაგიდები, პელმენი ქოთანში –ისე რა, კიევური–კარგია.. ამბები, სიახლეები, ნოსტალგიური თუ მისტიური..

    ხელმარჯვნივ ყოფილი კოლეგა, ცოტა ქერა, ცოტაც გათხოვილი, ცოტაც უმუშევარი.. ისიც მგონი.. არ მივსალმებივარ, ჭორაობდა..

    მარცხნივ გოგო იყურება, ბიჭთან ერთადაა, ხელგადახვეული, თვალებიდან ისეთი მოწყენილობა მოედინება, ლამისაა ჩვენს მაგიდასთან გადმოსვლა ვთხოვო

    იქიდან მიმტანი ბიჭით აღფრთოვანებული გოგონები დგებიან და ნაგვით ავსებულ მაგიდას ტოვებენ. ასეა, ჩვენ გვიყვარს სიამოვნების პროცესი, ამისთვის არც ძალას ვზოგავთ, არც ფულს, მაგრამ საერთოდ არ გვაინტერესებს, ჩვენი სიამოვნების შემდეგ დარჩენილ ნაგავს ვინ აალაგებს..

    აქიდან ბიჭი შემოვიდა, ვერ გავარკვიე, მარტოა თუ ვინმეს ელის.. არა რა თქმა უნდა ელის, აბა რა, თან მობილურის ღილაკებს უწკაპუნებს, ყოჩაღ ბიჭუნი, სწორია, ნუ მიაქცევ ნურავის ყურადღებას, დაუმტკიცე ირიბად მომზირალ გოგონებს რომ მარტო არ ხარ, მაგარი როჟები სუ გოგონებთან ერთად არიან და თუ რამეა, პროსტა შეგცივდა და იმ პონტში შემოხვედი, თორემ ქუჩაშივე დაელოდებოდი..

    შვებას ლეპტოპთან მიმჯდარი უცხოელი მგვრის, მაგრამ ესეც არაა მარტო, ამასაც ლეპტოპი უჭირავს და ბოკალი ღვინო, რა ჯანდაბა დარჩენია ამ თინეიჯერულ "ეისიდში”..

    მაშინებენ ახალგაზრდები, მეგონა ჩვენი თაობა იყო დაჩაგრული, ჩანს 90–იანების დაწყებასთან ერთად აგრესიული ბავშვები გაჩნდნენ, ისე გადაგივლიან, ზედ არ შემოგხედავენ, გავკარი ამათ ფასეულობებს.. კიდევ უფრო გავსწორდი ზურგში, მეამაყება ჩემი თავი..

    თან ბათუმი მახსენდება, ივლისის წვიმიანი ბათუმი, იმას რომ ეძინა და მე რომ მშიოდა, "პრივეტში” რომ ჩამოვჯექი, თან გარეთ, არც ლეპტოპი მქონდა, არც მობილურში დამიწყია ქექვა.. უბრალოდ ვიჯექი და ქუჩას ვუყურებდი, ყველანაირი "გამართლების” გარეშე…

    აზრზე ზამთრის სუსხიან ქარს მოვყავარ.. თურმე მთელი გამზირი გამოვიარე, ნაცნობი მირეკავს "რა ბედნიერი სახე გქონდა, მარშუტკიდან დაგინახე”.. მექნება ბედნიერი, რატომაც არა… მე ისევ შემიძლია კაფეში ჯდომა მარტოს, ისევ შემიძლია ვიამაყო ჩემი თავით, ისევ შემიძლია არ ამივარდეს თავში და წავიდე მარშუტკით, გავიყინო ქარში, ბედნიერი ვიყო უბრალოებით და იუმორით შევხედო ყველა იმ მავნე სტერეოტიპს, რომელიც ხან მაღიზიანებს, ხანაც მიმორჩილებს..

    საინტერესოა, ასეთ "ძლიერს” ნებისყოფა თუ მეყოფა ხვალ სავარჯიშო დარბაზის აბონემენტი ავიღო და ვიარო?

    და ბოლოს… ეს არის ამ ღამის განწყობა.. ზაფხულის მონატრების სუნი რომ დაკრავს და რომ გახვედრებს, ძველი "ტანსაცმელი” ახალ "ცხოვრებაშიც” შეიძლება გამოგადგეს..

    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Stories - ისტორიები | ნანახია: 707 | დაამატა: Germana | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011