30 მაისიდან 3 ივლისამდე უკრაინის 5 ქალაქში ქართული კინოს დღეები იმართება. 23 ივნისს გაიმართება პრესკონფერენცია, რომელზეც ფესტივალის ოფიციალური პრეზენტაცია მოხდება. ფესტივალში მონაწილე ფილმებში ნაჩვენებია ახალგაზრდა რეჟისორთა თანამედროვე შეხედულებები სხვადასხვა თემებზე. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება 4 სრულმეტრაჟიანი ფილმის ჩვენება: „ქუჩის დღეები" - ლევან კოღუაშვილი, „სუსა" - რუსუდან პირველი, „სამი სახლი" - ზაზა ურუშაძე, „რენე მიდის ჰოლივუდში" - ალეკო ცაბაძე. ასევე, გაიმართება სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება. ფესტივალის ორგანიზატორია უკრაინული საპროდიუსერო კომპანია „კონტორა პრავილო", მხარდამჭერები არიან ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს საელჩო უკრაინაში.