მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 08:43
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » ივნისი » 14 » John Lennon-ის მოკლე ბიოგრაფია


    19:35
    John Lennon-ის მოკლე ბიოგრაფია
    John Lennon-ის მოკლე ბიოგრაფია


    ბრიტანელი პოპ–ვარსკვლავი, მომღერალი, პოეტი, კომპოზიტორი, მხატვარი, მწერალი, ჯგუფ „ბითლზის"–ის დამფუძნებელი და წევრი, ჯონ უინსტონ ლენონი, მეორე მსოფლიო ომის დროს, 1940 წლის 9 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთში, ლივერპულში დაიბადა. მშობლების დაშორების შემდეგ, 4 წლის ასაკიდან, ჯონი დეიდა მიმისთან გაიზარდა. მამა, სავაჭრო ფლოტის მეზღვაური, არც ბავშვის დაბადებას დასწრებია და არც მის აღზრდაში მიუღია მონაწილეობა. დედა, ჯულია, ხელმეორედ გათხოვდა, თუმცა, არ გაუწყვეტია კავშირი ჯონთან და დეიდა მიმისთან.
    სახახლში მცირე ადგილისა და ერთ მამაკაცთან დამყარებული ურთიერთობის გამო, ჯონის დედამ გააგზავნა შვილი თავის დასთან, მიმი სმიტთან (რომელსაც უბრალოდ მიმის უწოდებდნენ).მთელი ბავშვობა და მოზარდობის ასაკში ლენონი ცხოვრობდა დეიდა მიმისთან და მის მეუღლესთან, ჯორჯ სმიტთან, ლივერპულში.

    მიმისა და ჯორჯს თავად არ ჰყავდათ შვილები და ისინი იდეალურ მშობლებად იქცნენ ჯონისთვის. 1958 წლის 15 ივლისს, როდესაც იგი 17 წლის იყო, დედამისს ქუჩაში დაარტყა მანქანამ. ეს იქცა ერთ-ერთ დიდ ტრავმად ლენონის ცხოვრებაში, რადგანაც იგი ოპტიმისტური ქალი იყო, რომელიც კარგად უგებდა შვილს. სწორედ ამან განამტკიცა მისი ურთიერთობა მაკარტნისთან, რომლის დედაც ასევე გარდაიცვალა 1956 წელს, მკერდის კიბოს დიაგნოზით. წლების შემდეგ ლენონმა თავის შვილს დაარქვა ჯულიანი, ხოლო ბითლზში ყოფნისას დაწერა სიმღერა „Julia".

    ბანჯოზე და კლავიშზე დაკვრა ჯონს დეიდა მიმიმ ასწავლა. პოპ ვარსკვლავს პირველი გიტარაც დეიდამ უყიდა. მხიარული და ხუმარა ჯონი, სკოლაში დიდი ნიჭით არ გამოირჩეოდა, თუმცა, ხელოვნებისადმი მიდრეკილებას ყოველთვის ამჟღავნებდა. მოზრდილი ჯონი ხშირად თავს გროტესკული ფიგურებისა და ხეიბრების ხატვით ირთობდა. 16 წლის ლენონი როკ-მუსიკოსის, ელვის პრესლის, სცენაზე გამოჩენამ ისე აღაფრთოვანა, რომ გადაწყვიტა პოპ-ჯგუფი შეექმნა, რომელსაც, თავისი სკოლის სახელწოდების მიხედვით, "ქუორიმენი”-ს დაარქმევდა. 1955 წლის 6 ივლისს საეკლესიო დღესასწაულზე მან პოლ მაკარტნი გაიცნო და მალე თავის ჯგუფშიც მიიწვია. მათი კავშირი ყველაზე წარმატებული გამოდგა მუსიკის ისტორიაში.

    ჯორჯ ჰარისონი ჯონს პოლ მაკარტნიმ გააცნო. მონახეს დრამერი, სტუარტ სატკლიფიც, და 1960 წელს ჯგუფიც შედგა. ჯგუფს "პიტ ბესტი” დაერქვა. მალე "პიტ ბესტმა” სახელის გამოცვლა გადაწყვიტა. ბენდის ახალი სახელწოდება – "the beatles” მათ ერთ-ერთმა ჯგუფმა, "ჭრიჭინებმა”, შთააგონა. ჯონს უნდა ეხუმრა, რომ 12 წლის ასაკში ხილვა ჰქონდა, სადაც უცხო კაცი გამოეცხადა. სწორედ მის წინასწარმეტყველებას,”დღეიდან თქვენ იქნებით ბეატლეს”, უკვაშირდებოდა ჯგუფის ახალი სახელიც.
    ბითლზი: 1957–70
    1961 წელს "ბითლზი” კევერნ კლუბში, სადაც რეგულარულად მღეროდნენ, ბრაიან ეპსტეინმა შეამჩნია. ჯგუფის ახალმა მენეჯერმა, ეპსტეინმა, მათი ჩანაწერები EMI-ში დააპატენტა. 1962 წელს ბითლზ–მა, ახალ დრამერთან, რინგო სტართან (რიჩარდ სტარკი), ერთად, ჯორჯ მარტინის პორდუსერობით, პირველი სინგლი, "Love me do”, გამოაქვეყნა. სინგლმა ბრიტანულ ჩარტებში მე-17 ადგილი დაიკავა. მომდვნო სინგლმა ლენონის ავტორობით ბითლზს კიდევ უფრო დიდი წარმატება მოუტანა. "Please Please me” ლონდონის ჩარტების ლიდერი გახდა. ბითლზი ყველაზე პოპულარული მეგა-ჰიტებმა: "She loves you” და "I wont to hold your hand”-მა გახადა. 1964 წლის 9 თებერვალს ბითლზი ამერიკელმა საზოგადოებამაც გაიცნო. ედ სულივანის შოუში გამოჩენის შემდეგ, ჯგუფმა შეერთებულ შტატებში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ, მათ პირველი ფილმი, "The hard days night”, გადაიღეს და პირველი მსოფლიო ტურნესთვის დაიწყეს მომზადება.

    1965 წელს ბითლზმა ახალი ფილმი, "Help”, გამოაქვეყნა, რამაც ჯგუფის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. ივნისში ინგლისის დედოფალმა ბითლზი ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვა. აგვისტოში ნიუ-იორკის სტადიონზე გამართულ კონცერტს 55,600 ფანი დაესწრო. ინგლისში დაბრუნების შემდეგ, ჯგუფმა ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ალბომი, "Rubber Soul”, ჩაწერა.

    1966 წელს ბიტლომანიამ მიმზიდველობა დაკარგა. ჯგუფის წევრები ფილიპინების პრეზიდენტის ოჯახის დამცირებაში დაადანაშაულეს. საზოგადეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაზარდა ლენონის ცნობილმა გამოთქმამ:

    «ჩვენ დღეს უფრო პოპულარული ვართ, ვიდრე იესო ქრისტე »


    რასაც ბითლზი–ის ჩანაწერების კოცონზე დაწვა მოჰყვა. 1966 წლის 29 აგვისტოს ბითლზმა სან-ფრანცისკოში ბოლო კონცერტი გამართა და გასტროლებიც დაასრულა.

    ლონდონში დაბრუნებას ექსპერიმენტული სინგლის, "Stroberry Fields Forever”-ის, გამოქვეყნება მოჰყვა, რასაც ყველაზე ძლიერ როკ-ალბომად მიჩნეული "Paper’s lonely Hearts Club Band”-ის გამოსვლაც დაერთო. 1967 წლის 27 აგვისტოს, საძილე ტაბლეტების გადაჭარბებული რაოდენობით მიღების გამო, ბითლზის მენეჯერი, ეპსტეინი, გარდაიცვალა. ჯგუფის ის ისტორიაში დიდი კრიზისი დაიწყო. შემოდგომაზე ჯგუფმა მაკარტნის ხელმძღვანელობით ფილმი, "Magical Mystery Tour”, გადაიღო, თუმცა, წარუმატებლად. ამ ფილმს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ფილმის საუნდტრეკებიდან ერთ-ერთი, ჯონ ლენონის "I’m the Walrus”, დღემდე ყველაზე მისტიურ ნამუშევრად ითველბა.
    ჯონმა მალე გააცნობიერა, რომ იოკოს გარეშე ცხოვრება არ შეეძლო და ყოფილ ცოლს შეურიგდა. იოკოს ლენონის დაბადების დღეზე, ჯონი მაშინ 35 წლის გახდა, ერთადერთი ბავშვი, შონი, გაუჩნდა. ლენონმა გადაწყვიტა, მუსიკა მიეტოვებინა და დრო ოჯახისთვის დაეთმო.

    1980 წელს ჯონი მუსიკის სამყაროს ალბომით, "Double Fantasy”-ით, დაუბრუნდა. ალბომის გამოშვებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, მომღერალი მოკლეს. ერთ–ერთი ვერსიით, ლენონს ნიუ-იორკში, საკუთარი საცხოვრებელი კომპლექსის წინ, სულიერად დაავადებულმა ფანმა ესროლა. 40 წლის ჯონი 1980 წლის 8 დეკემბერს ზურგში მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. მომღერლის სიკვდილმა მილიონობით ადამიანი შეძრა. მისი ალბომების გაყიდვების რიცხვმა პიკს მიაღწია. ჯონ ლენონს ფანების ახალი თაობა დღემდე აღმერთებს.

    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Interesting – საინტერესო | ნანახია: 923 | დაამატა: Germana | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011