არაბეთის ემირატების ყველაზე ცნობილი და მიმზიდველი ქალაქია. იგი თავისთავში ერთდროულად ითავსებს, როგორც სასიამოვნო დასვენების, ასევე საერთაშორისო საქმიანი ცენტრის ფუნქციას. აქ წარსულის უბრალოება მჭიდროდაა გადანასკვული 21-ე საუკუნის ბობოქარ ცხოვრებასთან. მათგან გამომდინარე კონტრასტები კი ქალაქს ინდივიდუალურობასა და განუმეორებელ კოლორიტს ანიჭებს.
უკანასკნელ წლებში არაბეთის ემირატებმა გრანდიოზული ცვლილებები განიცადა. უმდიდრესი სასტუმროები და მსოფლიოს ერთ-ერთი თანამედროვე საოცრება - ზღვაში აგებული უნიკალური ”პალმა”,ბურჯ-ალ-არაბ-ია და ჯუმეირის ცათამბრჯენები, გულგრილს არავის ტოვებს.
დღევანდელი დუბაი - ეს არის თანამედროვე ავტოსტრადების, ბრწყინვალე პარკებისა და საცხოვრებელი რაიონების, შესანიშნავი საოფისე კომპლექსებისა და უმდიდრესი სავაჭრო ცენტრების ბობოქარი და მჩქეფარე რიტმის ქალაქი, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურები.
დუბაი მსოფლიო კლასის ცენტრია იმათთვის, ვისაც კომფორტულად და მშვიდად სურს პლაჟზე დასვენება.