ბოლო წლებში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მამაკაცის ხილვა აღარ გვიკვირს. დიზაინერები ცდილობენ რაც შეძლება მეტი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოდელი შექმნან მამაკაცებისთვის, რადგან ასეთი ფეხსაცმლით სიარულე ძალიან აქტუალურია. მსგავსი ფეხსაცმელი არ იქმნება მხოლოდ არატარადიციული ორიენტაციის მქონე კაცებისთვის. მათი გამოყენება ტრადიციული ორიენტაციის მამაკაცსაც შეუძლია. საინტერესო ის არის, რომ ხალხში გაღიზიანებას აღარ იწვევს მსგავსი ფეხსაცმლით მოსიარულე მამაკაცი. მაგალითად lady gaga-ს კლიპში "alejandro" კაცები სწორედ მაღალქუსლიან ფეხსაცმელში არიან გამოწყობილნი და ამას სულაც არ გამოუწვევია რაიმე სახის აგრესია, პირიქით, ხალხს ეს მოეწონა. ხალხს ყოველთვის მოსწონს რაღაც ახალი, არატრადიციული, რაც ჩარჩოებს სცდება და ხშირად არ ფიქრობს იმაზე რა შედეგი მოაქვს ამ ახალს. იქნებ ეს ხალხის გადაგვარების ერთ-ერთი მცირე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ელემენტია? როგორ გგონიათ შესაძლოა, რომ ახალმა ტენდენციამ გამოიღოს უარყოფითი შედეგები? მაგალითად იმოქმედოს პატარა ბავშვების ფსიქიკაზე...