მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 06:50
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 5 » ნოტარიუსთა პალატამ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა


    18:39
    ნოტარიუსთა პალატამ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა
    საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა. ცნობილია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 28 სტუდენტმა სანოტარო საქმიანობის პრაქტიკული სასწავლო კურსი სანოტარო ბიუროებში გაიარა.

    ნოტარიუსთა პალატის ინფორმაციით, სწავლება ორთვიანი იყო. პრაქტიკულ სწავლებასთან ერთად, სტუდენტებს გააცნეს სანოტარო საქმიანობასა და კანონმდებლობაში დანერგილი ცვლილებები და სიახლეები.

    საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის 2010 წლის 19 ნოემბერს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ნოტარიუსთა პალატამ გამოთქვა მზადყოფნა, უზრუნველყოს სტუდენტთა პრაქტიკული სწავლება სანოტარო ბიუროებში.

    "სანოტარო ბიუროში გავლილი პრაქტიკა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს სამომავლოდ პროფესიულ წინსვალაში დაეხმარება, მით უმეტეს, თუ ისინი ნოტარიუსის პროფესიას აირჩევენ," - განაცხადა ნინო ხოფერიამ.

    ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა, ნოტარიუსთა პალატამ თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტთანაც გააფორმა. ნოტარიუსთა პალატა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სანოტარო საქმიანობის პრაქტიკულ სწავლებას მომავალშიც გააგრძელებს.
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: News - ახალი ამბები | ნანახია: 725 | დაამატა: Germana | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011