მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 10:51
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 5 » მეოთხე ნახევარფინალისტის ვინაობას დამატებითი შეხვედრა გაარკვევს


    23:14
    მეოთხე ნახევარფინალისტის ვინაობას დამატებითი შეხვედრა გაარკვევს

    დასასრულს მიუახლოვდა საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა მე-20 ეროვნული ჩემპიონატის ფლეი ოფის მეოთხედფინალური მატჩების სერია. ცნობილი გახდა სამი ნახევარფინალისტის ვინაობა. ესენი არიან: "არმია”, თსუ და "ქუთაისი-2010”, რომლებმაც ორ შეხვედრაში შეძლეს, შესაბამისად, "ენერჯი ინვესტის”, სტუ-სა და თსსუ-ს დამარცხება და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. რაც შეეხება მეოთხე ნახევარფინალისტს, მისი ვინაობა შსს - "სოხუმის” მესამე დამატებით შეხევდრაში გაირკვევა, რომელიც შვიდ მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში, 14:00 საათზე დაიწყება. ნახევარფინალში თსუ "ქუთაისი-2010”-ს შეხვდება, ხოლო "არმიას” მეტოქის ვინაობა შსს - "სოხუმის” მესამე დამატებითი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. ნახევარფინალური მატჩების სერია სამ მოგებამდე გაგრძელდება. მეოთხედფინალური მატჩების განმეორებითი შეხვედრებიდან, ყველაზე დაძაბული "სოხუმი” - შსს შეხვედრა გამოდგა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი, შსს-ს ხუთი ქულის სხვაობით, 77:72 ჰქონდა მოგებული. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა "სოხუმის” უპირატესობით დაიწყო, რომელსაც რევანში ჰქონდა ასაღები. განსაკუთრებით ლევან ფაცაცია და ლაშა ფარღალავა აქიურობდნენ. ერთ-ერთ მომენტში, ზღვისპირელთა უპირატესობამ ცხრა ქულას (22:13) მიაღწია. მეორე მეოთხედში, შსს-მ შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა. "ძალოვნებმა” ჯერ გაათანაბრეს, შემდეგ წინ გავიდნენ და პირველი ნახევარი 37:34 მოიგეს.
    გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მესამე მეოთხედის ბოლო წუთებში, შსს გააქტიურდა და სამქულიანი უპირატესობა შვიდამდე (58:51) გაზარდა.
    გადამწყვეტი გამოდგა მეოთხე, დასკვნითი მეოთხედი. აღნიშნული მეოთხედის დასაწყისი, ზღვისპირელთათვის კარგს არაფერს მოასწავებდა, რადგან ერთწუთიან მონაკვეთში, მე-5 ჯარიმის გამო, "სოხუმელთა” რიგები კარლ დამუსმა (ცენტრალური თავდამსხმელი) და გუნდის ლიდერმა, უკანახაზელმა ლაშა ფარღალავამ დატოვეს. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამის შემდეგ, "სოხუმი” კიდევ უფრო გააქტიურდა. განსაკუთრებით ფაცაცია აქტიურობდა, რომელმაც ფარღალავას მოედნიდან გასვლის შემდეგ გუნდის ლიდერობა ითავა და ამ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა. მატჩის საბოლოო ანგარიშია 78:72 "სოხუმის” სასარგებლოდ.
    ამ შეხვედრაში, საუკეთესო იყო "სოხუმის” ფორვარდი ლევან ფაცაცია, რომელმაც 22 ქულა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა.
    შსს-ს მხრიდან, თავი უკანახაზელმა ბესიკ ლეჟავამ გამოიჩინა, რომლის ანგარიშზე 16 ქულაა.
    აღსანიშნავია, რომ პირველი შეხვედრის მსგავსად, ფაცაცია და ლეჟავა ამჯერადაც ერთმანეთს მეურვეობდნენ.
    არანაკლებ დაძაბული გამოდგა თსსუ - "ქუთაისი-2010”-ის შეხვედრა. პირველი მატჩის მსგავსად, რომელიც "ქუთაისი-2010”-ს ჰქონდა მოგებული, განმეორებითი შეხვედრაც იმერელთა უპირატესობით დაიწყო. პირველ ტაიმში, სტუმრებმა "მედიკოსებს” შანსი არ დაუტოვეს და ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. განსაკუთრებით ცეკვავა, კვიმსაძე, დიდია, ბაბუნაშვილი და გიგი ბარბაქაძე აქრიურობდნენ. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მომენტში, ქუთათურთა უპირატესობამ 25 ქულას მიაღწია. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმერლებმა ნაადრევად ირწმუნეს გამარჯვება და კინაღამ დაისაჯნენ. მიხეილ ჭოჭუასა და ჯეფ როჯერსის აქტიური თამაშის შემდეგ, მეორე ტაიმში, მასპინძლებმა ანგარიშში სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანეს. თსსუ-მ რევანშის აღება შეძლო, მაგრამ გუნდი დამარცხებისგან გუნდის კაპიტანმა და უდავო ლიდერმა ბუბა კვიმსაძემ იხსნა, რომელმაც მეტოქეს რამდენიმე უაღრესად მნიშვნელოვანი ბურთები ჩაუგდო.
    ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 24 ქულა თსსუ-ს უკანახაზელმა მიხეილ ჭოჭუამ დააგროვა.
    სტუმართა შორის საუკეთესო კალათბურთელ ბუბა კვიმსაძის ანგარიშზე ყველაზე მეტი, 20 ქულაა.
    როგორც მოსალოდნელი იყო, "არმიამ” და თსსუ-მ განმეორებით შეხვედრაშიც შესძლეს მეტოქის დამარცხება და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.
    თსსუ-მ სტუ ამჯერად 97:89 დაამარცხა.
    ამ შეხვედრის ბომბარდირი გახდა თსუ-ს ცენტრალური თავდამსხმელი რიჩარდ მათიაშვილი, რომელმაც 28 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
    სტუ-ს მხრიდან, თავი უკანახაზელმა ბექა ჩიკვილაძემ გამოიჩინა, რომლის ანგარიშზე 24 ქულაა. ჩიკვილაძის თანაგუნდელი, ფორვარდი აკაკი ლომოური კი, ორმაგი დუბლის (21ქ. 10მ.) ავტორი გახდა.
    "ენერჯი ინევსტი” - "არმიას” განმეორებითი შეხვედრა რუსთავში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა კალათბურთელებით დაკომპლექტებულმა "ენერჯი ინვესტმა”, პირველი ტაიმი "არმიას” 13 ქულის სხვაობით - 39:26 მოუგო. ეტყობა, ქვემოქართლელებმა მთელი ძალები პირველ ტაიმს შეალიეს, რადგან მეორე ნახევარი ძალიან ცუდად ჩაატარეს და 27 ქულის სხვაობით, 83:56 დამარცხდნენ.
    22 ქულითა და 10 მოხსნით, ამ შეხვედრაში საუკეთესო იყო "ენერჯი ინვესტის” კამერუნელი ლეგიონერი სამუელ ლამუ.
    ამდენივე ქულის ავტორი გახდა "არმიასა” და ეროვნული ნაკრების უკანახაზელი კოტე ტუღუში. რაც შეეხება "არმიასა” და ეროვნული ნაკრების კიდევ ერთ წევრს, უკანახაზელ ანატოლი ბოისას, იგი ამჯერად (11 ქულა, 10 მოხსნა) ორმაგი დუბლის ავროტი გახდა.


    მეოთხედფინალური სერიის მესამე, დამატებითი შეხვედრა
    7 მაისი. თბილისი. სპორტის სასახლე
    შსს – "სოხუმი” 14:00


    საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა მე-20 ეროვნული ჩემპიონატი. ფლეი ოფი. მეთხედფინალები. II ტური

    5 მაისი. თბილისის სპორტის სასახლე
    სტუ – თსუ 89:97 (0:2) (14:31, 22:23, 18:21, 35:12)
    სტუ: ჩიკვილაძე (24), ვასილ ბერუაშვილი (4), ჯანგველაძე (11), ალეკო ძიძიგური (9), კობიძე (2); ჭოხონელიძე (11), ლომოური (21 ქ. 10მ.), გასიტაშვილი, მაჩალაძე (4), თევზაძე, ახალკაცი (3).
    მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ტომარაძე
    თსუ: გაფრინდაშვილი (7), მარხვაშვილი (8), ფანჩულიძე (24), მიხეილ ბერიშვილი (16), მათიაშვილი (28ქ. 15მ.); ხიზანიშვილი, კოხრეიძე, ლონდარიძე (12), კორკოტაძე (2), ჩიტაშვილი.
    მთავარი მწვრთნელი: ნუგზარ ჭეიშვილი
    კომისარი: როლანდ გელოვანი
    მსაჯები: დავით ბერელაშვილი, ხათუნა გაბედავა

    "სოხუმი” – შსს 78:70 (1:1) (26:21, 8:16, 17:21, 27:12)
    სოხუმი: ფარღალავა (13), ფაცაცია (22), ჩლაიძე (4), შანიძე (13), რიჩარდ დამუსი (9); ჰარისი (7), კვეტენაძე, სორდია (5), კანკია, კარლ დამუსი (5).
    მთავარი მწვრთნელი: აინარს ბაგატსკისი
    შსს: ბესიკ ლეჟავა (16), ირაკლი ბერიშვილი (12), ლაფანაშვილი (3), დავით ბარბაქაძე (14), იმნაძე (13); ნიკოლაძე (12), ტუჯანი, ტომარაძე.
    მთავარი მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი
    კომისარი: მერაბ რატიშვილი
    მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი

    თსსუ – "ქუთაისი-2010” 75:83 (0:2) (10:19, 17:27, 21:22, 27:15)
    თსსუ: თავართქილაძე (8), იოსებ ლეჟავა (3), ბექაური (6), გაბისონია (2), კეიდია, დვალიშვილი (9)
    მთავარი მწვრთნელი: ნუგზარ კანდელაკი
    ქუთაისი-2010: კვიმსაძე (20), ცეკვავა (15), დიდია (15), გიორგი ბარბაქაძე (17), ბოლქვაძე (1); ბაბუნაშვილი (13), ლომინაშვილი, კოღუაშვილი (2), ქორიძე
    მთავარი მწვრთნელი: მალხაზ კოხრეიძე
    კომისარი: როლანდ ხომერიკი
    მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, დავით ბერიშვილი

    რუსთავი. "ენერჯი ინვესტის” საკალათბურთო დარბაზი
    "ენერჯი ინვესტი” – "არმია” 56:83 (0:2) (20:13, 19:13, 12:21, 5:36)
    ენერჯი ინვესტი: მაჭავარიანი, აბაიშვილი (6), გუგავა (7), არაბული (9), ლამუ (22ქ. 10მ.); გივი ბერუაშვილი (2), დავით მაისურაძე, თვარაძე (2), აბულაძე (8)
    მთავარი მწვრთნელი: მიხეილ ბერუაშვილი
    არმია: ანატოლი ბერიშვილი (6), ბოისა (11ქ. 10მ.), ტუღუში (22), ბაბიაშვილი (13), ათუაშვილი (2); პირველაშვილი (2), ათანელიშვილი, საყვარელიძე (6), შარაბიძე (21)
    მთავარი მწვრთნელი: ლევან მოსეშვილი
    კომისარი: გია სანაძე
    მსაჯები: გურამ მიქელაძე, კახა კუპატაძე





    როლანდ ლაბუჩიძე

    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 757 | დაამატა: Germana | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011