თბილისის "ვიტ ჯორჯიამ" ბოლო ტურში ბოლნისის "სიონს" 3:0 სძლია. თამაშის შემდეგ გაირკვა, რომ გუნდის ერთ-ერთი ფეხბურთელი - გიგა ბეჭვაია, აღნიშნულ თამაშამდე ტოტალიზატორის შავი ბიზნესის წარმომადგენლებთან ე.წ. ცოცხალ შედეგებზე იყო გარიგებული, რასაც მისის დაკავება და დაკითხვა მოჰყვა. სკანდალის შემდეგ ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვეს.
ფაშიზმზე გამარჯვების 66-ე წლისთავის აღსანიშნავად და ომის ვეტერანთა პატივსაცემად საკანონმდებლო ორგანოში დღეს საზეიმო მიღებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამართავს.
რუსეთის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს, 9 მაისთან დაკავშირებით, მისალოცი მიმართვა გამოუგზავნა. დიმიტრი მედვედევის მიმართვაში ნათქვამია, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღე საქართველოსა და რუსეთის ერთობლივი გამარჯვების დღეა.