მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 09:11
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 9 » ეროვნული ჩემპიონატის 33-ე ტურის პრევიუ!


    11:16
    ეროვნული ჩემპიონატის 33-ე ტურის პრევიუ!
    თბილისის "ვიტ ჯორჯიამ" ბოლო ტურში ბოლნისის "სიონს" 3:0 სძლია. თამაშის შემდეგ გაირკვა, რომ გუნდის ერთ-ერთი ფეხბურთელი - გიგა ბეჭვაია, აღნიშნულ თამაშამდე ტოტალიზატორის შავი ბიზნესის წარმომადგენლებთან ე.წ. ცოცხალ შედეგებზე იყო გარიგებული, რასაც მისის დაკავება და დაკითხვა მოჰყვა. სკანდალის შემდეგ ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვეს.



    ვინაიდან, ფეხბურთელი ბოლო პერიოდში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა, მისი არ ყოფნა "ვეტერინარებისთვის" დიდი დანაკლისია. გარდა ამისა, ტრავმის გამო მასპინძლებს ლაშა კასრაძე და დავით მაისაშვილი დააკლდებათ. ამ უკანასკნელმა, სათასო დაპირისპირებაში "გაგრასთან", საკუთარ მეკარესთან შეჯახების შედეგად, თავის ტვინის შერყევა მიიღო და 1 თვით დააკლდება გუნდს.



    საკადრო პრობლემების გამო საინტერესოა, როგორ გაართმევენ თავს მასპინძლები დარჩენილ ტურებს. ისინი მეოთხე ადგილზე იმყოფებიან, მაგრამ უშუალო კონკურენტი "ტორპედო" გაცილებით კარგ სიტუაციაში იმყოფება. "ვიტ ჯორჯიას" გასვლა მოუწევს ქუთაისში აღნიშნული პრობლემების ფონზე. "სპარტაკის" შემდეგ, მათი მეტოქე "ტორპედო", "დინამო" და "ზესტაფონია", - შეძლებენ თუ არა მეოთხე პოზიციის შენარჩუნებას ზურაბ ბერიძის შეგირდები, ძნელი სათქმელია.



    "სპარტაკმა" კი "ვიტ ჯორჯიას" მისსავე მოედანზე მეორე წრეში მოუგო. სწორედ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, FIFA-მ სფფ-ს წერილი გამოუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ერთ-ერთ აზიურ ტოტალიზატორში აღნიშნულ თამაშზე საეჭვო ფსონები იდებოდა და მისი გამოძიება მოითხოვა.



    ვიდრე გამოძიება დაიწყება ან დასრულდება, მანამდე გუნდებს ეს თამაში აქვთ ჩასატარებელი. გასული სამი წრიდან, "ვეტერინარებმა" 2 მოიგეს, 1 კი წააგეს.







    სამტრედია - დინამო



    უსიამოვნო ტრადიიციის დარღვევა მოუწევთ თბილისელებსაც. "დინამოსთვის" "სამტრედია". სამტრედიაში მოგება კახი კაჭარავას შეგირდებისთვის ერთგვარ დაუძლეველ ბარიერად იქცა. სამტრედიელები მეტოქეებს, უმეტესად, აუტსაიდერის რანგში ხვდებიან, მაგრამ იმერეთში მოგება ადვილი საქმე ნამდვილად არ გახლავთ.



    მეორე წრეში "დინამომ" მინიმალური სხვაობით წააგო. ახლა კი, წესით მოგება არ უნდა გაუჭირდეთ. რადგან, "სამტრედიას" ფეხბურთელებიც, "ვიტ ჯორჯიას" მსგავსად, გარიგებულ მატჩებში აღმოჩნდნე გარეულები და ამის გამო, სპარტაკ გოგია და კახაბერ კირთაძე გუნდიდან დაითხოვეს.



    "დინამოს" დისკვალიფიკაციის გამო ლევან კაკუბავა დააკლდება, ხოლო მასპინძლებს, ზემოთ ხსენებული ფეხბურთელების გარდა თორნიკე შალიკაშვილიც ამავე მიზეზით არ ეყოლებათ.



    პირველ წრეში "დინამომ" ეროვნულ სტადიონზე მეტოქეს 3:2 სძლია, ხოლო მესამე წრეში, რუსთავში გამართულ შეხვედრაში 7:1 გაანადგურა "სამტრედია".






    კოლხეთი - ზესტაფონი



    მას შემდეგ, რაც ფოთში მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, გუნდმა თამაშის ხარისხი გამოასწორა. ზესტაფონში დაფიქსირებული ფრის შემდეგ სოსო ფილიას გუნდმა "ვიტ ჯორჯია" მისსავე მოედანზე დაამარცხა, მანამდე კი ბოლნისელებსაც სძლია. ფოთელები 8-ე ადგილზე არიან და "სიონთან" ჩამორჩენა მხოლოდ 3 ქულას შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუკი ფოთელები დარჩენილ ყველა მატჩს მოიგებენ, ისინი დაქვეითებას გადაურჩებიან.



    "ზესტაფონმა" კი ძალიან მნიშვნელოვანი 2 ქულა სწორედ საკუთარ მოედაზე ფოთთან დაკარგა. მესამე წრის მატჩი უგოლოდ დასრულდა. მიუხედავად ამისა, იმერლებმა მაინც შეძლეს სხვა გადამწყვეტი თამაშების მოგება და ორი მატჩის მოგების შემთხვევაში, ისინი ოფიციალურად გახდებიან, პირველად, ქვეყნის ჩემპიონები. აქედან გამომდინარე, "ზესტაფონი" რომ მეტად მოტივირებული იქნება, გასაკვირი არ უნდა იყოს.



    დისკვალიფიკაციის გამო მასპინძლებს მიხეილ მახვილაძე და პაატა ცხვიტარია დააკლდებათ, ხოლო სტუმრებს - გიორგი ხიდეშელი .



    "ზესტაფონმა" პირველ და მეორე წრეში "კოლხეთთან" ერთნაირი ანგარიშით - 2:0, 0:2 იმარჯვა.







    ბაია - ოლიმპი



    33-ე ტურს დანაკლისით ხვდება ორივე გუნდი. "ბაიას" რამდენიმე ფეხბურთელი რამდენიმე თამაშის გარიგებაში აღმოჩნდა ეჭვმიტანილი. გუნდის კაპიტანი, როინ ონიანი და ლევან ვართაგავა პოლიციამ დაკითხვის შემდეგ გამოუშვა, ხოლო მოგვიანებით, თავად კლუბმა ის ფეხბურთელებიც გაათავისუფლა, რომლებმაც "დინამოსთან" შეხვედრაში წინასწარ დაგეგმილი "დავალებები" შეასრულეს. ესენი არიან გიორგი ქირია და მაკარ აქუბარდია. დისკვალიფიკაციის გამო ზუგდიდელებს დათა რიგავავც ვერ დაეხმარება.



    "ოლიმპს" სეზონის ბოლომდე ალექსანდრე კვახაძე და ლუკა რაზმაძე დააკლდებათ. ისინი, "ზესტაფონთან" შეხვედრისას, მსაჯის გინების გამო დაისაჯენ, მაგრამ როგორც ჩანს, აღმასკომის გადაწყვეტილება და სანქცია საკმარისი არ აღმოჩნდა მათთვის, და პოლიციამ, ანონიმური ზარის საფუძველზე, იგივე ბრალდებით ფეხბურთელები დააკავა და მათ ფულადი ჯარიმა დააკისრა.



    რუსთაველები 60 ქულით 3-ე ადგილზე არიან და ტიტულის შენარჩუნების მხოლოდ თეორიულ შანსს ფლობენ.



    "ოლიმპმა" "ბაია" სამივე წრეში 2:0, 1:0 და 2:0 დაამარცხა.






    ბოლნისი - ქუთაისი



    ქუთაისის "ტორპედო" თასის ფინალშია და მისი მოგების შემთხვევაში ევროლიგის საგზური განაღდებული აქვს, ამიტომ მეოთხე ადგილზე გასასვლელად, გია გიგატაძის შეგირდებმა, ვეჭვობ, თავი მოიკლან.



    ჰანდიკაპი "ვიტ ჯორჯიასთან" მხოლდო 1 ქულას შერადგენს, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე წესით, არც ეს უნდა გაუჭირდეთ ქუთაისელებს, მაგრამ მეოთხე ადგილი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ღირებული, თუკი ის ევროპის საგზურის მომტანია. ამ შემთხვევაში კი, მეოთხე ადგილს დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს.



    ბოლნისის "სიონი" 7-ე ადგილზეა და 8-ე-ადგილოსან "კოლხეთს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. შესაბამისად, ბოლნისელებსაც წაგების უფლება არ აქვთ. სათასო დაპირისპირებაში, "ზესტაფონთან" ჩადენილი პროვოკაციული საქციელის გამო ქუთათურებს მეკარე ომარ მიგინეიშვილი და ახალგაზრდა ნახევამრცველი - მერაბ გიგაური დააკლდებათ, რომელიც სფფ-ს აღმასკომმა დასაჯა.



    მასპინძლებს დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები არ ჰყავთ.



    პირველსა და მეორე წრეში ამ გუნდების დაპირისპირება ფრედ - 0:0, 0:0 დასრულდა, ხოლო მესამე წრეში "ტორპედომ" საკუთარ მოედანზე მეტოქეს 2:0 სძლია.






    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 687 | დაამატა: Germana | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011