მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 07:26
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 12 » სააკაშვილი ანაკლიაში დასასვენებლად ემზადება...ოპოზიცია კი მორიგ რევოლუციას აანონსებს


    10:58
    სააკაშვილი ანაკლიაში დასასვენებლად ემზადება...ოპოზიცია კი მორიგ რევოლუციას აანონსებს

    წინ რომ ცხელი და დაძაბული კვირები გველის ეს უდავოა, თუმცა ზოგიერთებივით თქვენც ამას მთვარის დედამიწაზე გავლენას ნუ დაუკავშირებთ. საქმე ის გახლავთ, რომ ზაფხულის დადგომისთანავე რადიკალურმა ოპოზიციამ მარტის მზესავით ქუჩაში გამონათება გადაწყვიტა და აქტიურ წინა სამანიფესტაციო ციებ-ცხელებაში ჩაერთო.

    ჯერ იყო და ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, აწ უკვე ოპოზიციაში წასული ნინო ბურჯანაძე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "მუბარაქიზაციაზე" ალაპარაკდა , შემდეგ კი "სახალხო მოძრაობის" მიერ კარგა ხნის წინ დაანონსებული აქციების თარიღად 21 მაისი გამოაცხადა.

    აქ ნინოს ტოლი არც "გრეჩიხამ" დაუდო და "სალამანდრები" 10 დღით ადრე ჩაიცვა და რეგიონებში პირველიც გაიქცა. პარტიამ "ორიგინალობა" არც ახლა დაკარგა და თარიღი ფაშიზმზე გამარჯვების 66-ე წლისთავს დაუკავშირა.

    "რა უფრო მნიშვნელოვანი შიში თუ სამშობლო? ზუსტად აქედან გამომდინარე თუ არ ღირდეს ამ "ბატონისთვის" თავის შეკვლა დედას გეფიცებით! იმიტომ რომ ეს ცხოვრება ძალიან მოკლეა, მაგრამ სამშობლოსთვის ბრძოლა ყველაზე მნიშვნელოვანი. ახალა კი ყვარელში ჩაუხტეთ მუხრანბატონ ზურაბ ადეიშვილს მე ვიტყოდი "ჩათლახების ბატონს" – ასე მიმართა "ქართული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ყვარელში შეკრებილ საზოგადოებას და გეზი ზურაბ ადეიშვილის სახლისკენ აიღო.

    ამ დროს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი მოვლენებს გამადიდებელი შუშით აკვირდებოდა და აღნიშნულის შესახებ კომენტარისგან თავს იკავებდა.
    ყვარელში ქეიფი გრძელდებოდა... კახური ღვინით გათამამებულმა ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ისიც კი არ გამორიცხა, რომ 21 მაისს ძველ დროს გაიხსენებდა და ბურჯანაძის მიერ ორგანიზებულ აქციაზე დადგებოდა: "21 მაისამდე დიდი დროა... ვნახოთ რა მოხდება, ვიქნებით ყოველთვის იქ სადაც ჩვენს ყოფნას საჭიროდ ჩავთვლით "

    ლევან გაჩეჩილაძემ ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას პარტნიორობის და თანამშრომლობისკენ მოუწოდა. თუმცა მეეჭვება, რომ ამ ძალებში ბურჯანაძე-ბიწაძის დუეტი იგულისხმებოდეს.

    ეს თემა ისტორიამ წაიღო, ისევე, როგორც ყველამ დაივიწყა ოქრუაშვილმა სცემა დათა ახალია თუ დათა ახალაიამ - ირაკლი ოქრუაშვილი.
    მოდით, ცხელ ამბებს დავუბრუნდეთ, რომელიც ისევ "ქართულ პარტიას" უკავშირდება... ამჯერად ირაკლი ოქრუაშვილმა ივაჟკაცა და ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ხმამაღალი განცხადება გააკეთა. თურმე ამჯერად ქართულ დემოკრატიას ამერიკა ასამარებს, მე კი რატომღაც იგივე ტექსტი სხვა კონტექსტში მახსოვს, მაგრამ პოლიტიკური ორიენტაცია შეცვლილი ოქრუაშვილისგან რუსეთის ასე მძაფრად შეყვარება არ გამკვირვებია.
    ჩრდილოელი მეზობელი თავის გამოსვლაში ყოფილ "ვარდების ბიჭს" არ უხსენებია, მაგრამ პარტიის პოზიცია ეროსი კიწმარიშვილმა თამამად გააჟღერა: "დიახ, რუსეთმა წაგვართვა ტერიტორიები, თუმცა ამერიკა თავისუფალი არჩევნების საშუალებას გვართმევს".
    თემაზე კომენტარი ვინ არ გააკეთა. ყველაზე მძაფრი შემფასებელი ნინო ბურჯანაძე აღმოჩნდა.

    "გუშინდელმა განცხადებებმა ნიღაბი ჩამოხსნა "ქართულ პარტიას", კარგად გამოჩნდა, რომ ისინი თამაშობენ სააკაშვილის თამაშს"
    თუ ექსპერტების ნაწილმა და უმრავლესობის წევრებმა "ქართული პარტიის" ამერიკის ლანძღვა რუსულ სცენარს დაუკავშირა. ბურჯანაძე რუსეთთან მიმართებაში დატკბა და აქცენტი სხვა რამეზე გადაიტანა.

    "ჩვენი სამშობლო მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი და მაშინ ვიქნებით რეალურად თავისუფალი, როცა თავად მოვაგვარებთ ჩვენს პრობლემებს და არ დავიწყებთ მათი სათავეების ძებნას, არც მტრებთან და არც მოყვარეებთან".

    ბურჯანაძე, თუ რუსეთზე საუბრისგან თას იკავებს, საპარლამენტო უმრავლესობა კომენტარს კრემლის კრიტიკით იწყებს.
    დავით დარჩიაშვილი: "რუსულ კავშირებს თუ დაუწყებთ ძიებას, შესაძლოა, იქ ამბობენ, რომ ასე სჯობია, რაღაცას დაემთხვევა, ამ დროს უფრო გვცალია, ან უფრო მეტი ფული გვექნება. არ ვიცი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ არამგონია ეს ვინმესთვის პოზიტიური შედეგის მომტანი იყოს".
    ერთ რამეში ნამდვილად თანხმდება "ქართული პარტია" და "სახალხო კრება"... ორივე გვპირდება, რომ მაისის ბოლოს ქვეყნის სათავეში მიხეილ სააკაშვილი აღარ იქნება. მაგრამ ჩნდება კითხვა? რომელ მაისს ბატონო ლევან, ქალბატონო ნინო 2013 წლის?!

    ხომ არ აჯობებს სტრატეგია ოდნავ შეგეცვალათ, რადგან როგორც ვიცი ამ ზაფხულს სააკაშვილი განახლებულ ანაკლიაში გაატერებს, თქვენც დაგესვენათ და გარუჯულებს, პერმანენტული აქციები შემოდგომამდე გადაგედოთ. "მუბარაქიზაცია" ქუთაისში, ახლ პარლამენნტთან დაგეწყოთ.

    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: News - ახალი ამბები | ნანახია: 652 | დაამატა: Germana | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011