მოგესალმებით ყველას! გუშინ, თბილისის დროთ 00:00 საათზე, კატალონიის "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონი გახდა. 38 ტურიან ბრძოლაში "ბარსამ" მოახერხა და 36–ე ტურში გაინაღდა პირველობა. უახლოეს მდევართან სხვაობა კი 6 ქულაა, რომლის აღმოფხვრის შემთხვევაშიც კი "ბარსელონა" სრულფასოვანი ჩემპიონია.
თბილისის "დინამოს” მიერ 1981 წელს ევროპის თასების თასის მოგებასთან გასამართ საუბილეო საღამოზე, რომელსაც ორგანიზებას საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი უწევს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ბევრი ცნობილი საფეხბურთო მოღვაწის სტუმრობაა მოსალოდნელი. "დინამოს” პრეს-ატაშის გიგა გვენცაძის ცნობით, უკვე თბილისში იმყოფება ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების ამჟამინდელი და თბილისელთა ყოფილი თავკაცი ივო შუშაკი. ხვალ ჩამოვა ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი დუშან უჰრინი, რომლის ხელმძღვანელობითაც "დინამომ” საქართველოს ჩემპიონის ბოლო ტიტული მოიპოვა.
ლიუბლიანის "ოლიმპიამ”, რომლის რიგებშიც ვლადიმერ ბოისა და გიორგი შერმადინი ირიცხებიან, სლოვენიის ჩემპიონატში მე-7 გამარჯვება იზეიმა და ლიდერ ნოვო მესტოს "კრკას” კვალად მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. ლიუბლიანელებმა მშობლიურ "სტოჟიცე არენაზე” "გეოპლინ სლოვანი” მიიღეს და პირველი ტაიმის შემდეგ მხოლოდ 4 ქულით იგებდნენ, საბოლოოდ კი, მეტოქე 70:45 გაანადგურეს.
ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ჩინებულ ფორმაში იმყოფება. ბელგიის ჩემპიონატის წინა ტურში ”პეპინსტერის” წევრმა 16 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ამჯერად კი ”გენტთან” გასვლით შეხვედრაში ცხრამეტ ქულას 11 მოხსნა წაამატა და ორმაგი დუბლით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ბაქოს დიდი პრიზი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ერთი მედლით ჩაამთავრა. სამდღიანი ტურნირის პირველ დღეს, ამირან პაპინაშვილის მიერ მოპოვებულ ოქროს, მეორე-მესამე დღეს ავსტრიელი სპეციალისტის, პიტერ ზაიზენბახერის გუნდის წევრთაგან ვეღარავინ ვერაფერი შემატა. დღეს ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში – 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდნენ. საქართველოს დროშის ქვეშ სამმა ძიუდოისტმა იჭიდავა, მაგრამ საწყის ეტაპს ვერც ერთი ვერ გასცდა.
ქუთაისის "აია” საქართველოს მორაგბეთა XXIII ჩემპიონატის ერთთვიან შესვენებაზე დაუმარცხებელი გავიდა. V ტურში მან, უახლოეს მდევარ თბილისის "ლელოს” ფოთში უმასპინძლა, დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 31:25 დაამარცხა და ერთპიროვნული ლიდერობა, მინიმუმ, პირველი წრის ბოლომდე შეინარჩუნა.
"საფრანგეთში და წამყვან სარაგბო ქვეყნებში, პატარა მორაგბეებს მეტი განვითარების შანსი აქვთ. 15-წლამდელთა და 17-წლამდელთა ნაკრებებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა, რადგანაც იქ, განვითარების დინამიკა ბევრად მაღალია, ვიდრე ჩვენთან. ახლა, როდესაც თბილისსა და რეგიონებში სავარჯიშო მოედნების პრობლემები შედარებით ნაკლებია, მეტი განვითარების შანსი ჩვენც გვაქვს და ქართული რაგბიც მეტი ტემპებით განვითარდება”, - თქვა საფრანგეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს 15-წლამდე
რამდენიმე წუთის წინ დანიურმა "რანდერსმა", სადაც ორი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ისინჯება, "ნორდსეალანდს" 1:0 სძლია. "რანდერსმა" გამარჯვება სწორედ ქართველი ფორვარდის - გიორგი ქვილითაიას გოლით მოიპოვა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა გარიგებულ თამაშებში მონაწილე ფეხბურთელების საქმე განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო.
გადაწყვეტილების თანახმად, ტოტალიზატორების შავი ბიზნესის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გამო, ხუთივე ფეხბურთელს - გიგა ბეჭვაიას ( ვიტ ჯორჯია), როინ ონიანს, ლევან ვართაგავას (ორივე ბაია), სპარტაკ გოგიასა და კახაბერ კირთაძეს (ორივე სამტრედია) სამუდამო დისკვალიფიკაცია მიეცათ. სფფ-ს პრეზიდენტმა მედიასთან განაცხადა, რომ აღმასკომმა საკმაოდ რთული და ძნელი გადაწყვეტილება მიიღო.
ერნესტი პერეზი(Ernesto Perez) ცხოვრობს ვენესუელაში , ის ცნობილი ადამიანების კარიკატურებს ხატავს.ცნობილი მსახიობები.მომღერლები,სპორტსმენები სწორედ ასეთი ცნობილი სახეები ხვდებიან მის ნამუშევრებში.მისი ნახატები გამოირჩევა თავისი სტილითა და საოცრი ხედვით.
ავსტრალიური ფეხბურთის მატჩისას მთავარმა მსაჯმა საშიში ვარცხლინობის გამო მოთამაშე მოედნიდან გააძევა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, როგორც მთავარმა მსაჯმა განაცხადა, ნატან ვან სამორენს თავისი ვარცხლინობით მოწინააღმდეგის დაზიანება შეეძლო.
"Corriere dello Sport"-ს ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსმა" ანდრეა პირლოსთან 3 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და მომავალი სეზონიდან იტალიელი ნახევარმცველი ტურინულ გრანდში გააგრძელებს ასპარეზობას.
ესპანურ ფეხბურთში "ბარსელონას" დომინირება გრძელდება. ლა ლიგის 36-ე ტურში, ვალენსიაში მოპოვებული ქულით, კატალონიურმა კლუბმა ზედიზედ მესამედ, ისტორიაში კი 21-ედ მოიგო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. პირველ ტაიმში, ძირითადად სტუმრები უტევდნენ, მაგრამ უფრო სახიფათო იერიშებს მაინც მასპინძლები ახორციელებდნენ.
მადრიდის "რეალის" გენერალური დირექტორის ხორხე ვალდანოს განცხადებით, ჯობს ჟოზე მაურინიომ პრესასთან უფრო ნაკლები ისაუბროს და სკანდალებში გახვევას თავი აარიდოს. ჯობს მან თავისი მიღწევები მოედანზე დაამტკიცოს და მედიასთან სკანდალების მოწყობას მოერიდოს.
მართლმადიდებელი სამყარიო დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის სახელობის ტაძრის საძირკველი გაიჭრება.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, მომავალ წელს საქართველოში მარტო გზებზე დამატებით 700-800 მილიონ დოლარს დავხარჯავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ეროვნული ბიზნესდაჯილდოების "მერკური 2011"-ის ცერემონიალზე ისაუბრა.
"თბილისი მეგა ივენთ კლუბში" დღეს სტილისტებისა და ვიზაჟისტების კონკურსანტებს შორის გამარჯვებული გამოვლინდება. საუკეთესოს ჟიურსი წევრები გამოავლენე. საღამოზე "ჯეონიუსის" მაყურებლის სიმპატია დასახელდება.
ქართველი აკაკი გოგია, რომელსაც გერმანული პასპორტიც აქვს და "ვოლფსბურგის" ღირსებას იცავდა რეგიონალლიგაში, დღეს განათხოვრების წესით "აუგსბურგში" გადავიდა.
იმერული დერბი, ქართული კლუბების - „ზესტაფონისა" და „ტორპედოს" დაპირისპირებას ეწოდება. ამ ორი გუნდის შეხვედრა, მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ორივე ქალაქში სავსე სტადიონები,მხურვალე გულშემატკივრობა და დაძაბულობა მეტ ინტრიგას სძენს ამ მატჩს და გამოარჩევს კიდეც სხვა ქართული დერბებისგან.
მოდა დგეს ძალიან აქტუალურია ამიტომ ჩვენ დაგეხმარეით ლამაზად ჩაცმაში სრულად წაკითხვაში ტქვენ იხილავთ ყოველდგიურ ჩასაცმელს ასევე წვეულებზაზე ჩასაცმელ ტასაცმელსაც რომელსაც დგეს ძალიან მკაცრად აფასებენ
საპარლამენტო უმრავლესობა "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს. როგორც "ჯეონიუსს" უმრავლერსობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, მსგავსი აბსურდულლი განცახდებებით ყოფილი თავდაცვის მინისტრი და პარტია შორს ვერ წავა.
წინ რომ ცხელი და დაძაბული კვირები გველის ეს უდავოა, თუმცა ზოგიერთებივით თქვენც ამას მთვარის დედამიწაზე გავლენას ნუ დაუკავშირებთ. საქმე ის გახლავთ, რომ ზაფხულის დადგომისთანავე რადიკალურმა ოპოზიციამ მარტის მზესავით ქუჩაში გამონათება გადაწყვიტა და აქტიურ წინა სამანიფესტაციო ციებ-ცხელებაში ჩაერთო.
და როცა ვარდს შეუყვარდა მისი თვალის ბრწყინვალება თავდახრილი ეს ცხოვრება მხოლოდ იმ ერთს მიანება. როცა იგრძნო დატანჯულმა მისი სითბოს მხურვალება ტუჩი დაშრა და მოუნდა მისი ბაგის მწყურვალება.