მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 11:45
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 12 » იმერელი ქომაგები ერთად ქართული ფეხბურთის სამსახურში


    12:53
    იმერელი ქომაგები ერთად ქართული ფეხბურთის სამსახურში

    იმერული დერბი, ქართული კლუბების - „ზესტაფონისა" და „ტორპედოს" დაპირისპირებას ეწოდება. ამ ორი გუნდის შეხვედრა, მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ორივე ქალაქში სავსე სტადიონები,მხურვალე გულშემატკივრობა და დაძაბულობა მეტ ინტრიგას სძენს ამ მატჩს და გამოარჩევს კიდეც სხვა ქართული დერბებისგან.








    წელს, ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით - 4 მატჩი გაიმართა, პლიუს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური მატჩები. საბოლოოდ 2 მატჩი ზესტაფონლებმა მოიგეს, ორი - ქუთათურებმა, ორიც ფრედ დამთავრდა. ეს შეხვედრები ნამდვილად ქართული ფეხბურთის ზეიმი იყო, ბევრი ლამაზი და დაძაბული მომენტი, ემოციები მწვანე მინდორზე და ტრიბუნებზე, მოკლედ, იმერეთში საფეხბურთო ბუმი იყო...





    ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო შეხვედრა უსიამოვნო ფაქტით დასრულდა. საუბარია გულშემატკივარს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე, რომელსაც საბედნიეროდ სერიოზული სახე არ მიუღია, მაგრამ რაც მოხდა ისიც დასაგმობია...


    ყველანი ვადევნებთ თვალს მსოფლიო ფეხბურთს და ალბათ ბევრს არ გაჰკვირვებია მომხდარი. ვიცით, რა დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან თუმდაც, დორტმუნდის ბორუსიას და შალკე-ს გულლშეამტკივრებს, სენტ-ეტიენის და ლიონის ქომაგებს და ა.შ აღარ მაქვს საუბარი ერთი ქალაქის გუნდების მხარდამჭერების დაპირისპირებაზე, უმართავი ხდება ხშირად სიტუაცია. ჩვენს მეზობელ თურქეთშიც ბევრი ასეთი ფაქტი მომხდარა. ყველამ ვიცით, რა ხდება გლაზგოში ....


    მოკლედ, რაც ჩვენთან მოხდა, ასეთი და უარესი ფაქტები ბევრგან მომხდარა, თუმცა მოდით, ნუ მივბაძავთ სხვას ცუდ საქციელში, დავაფასოთ და პატივი ვვცეთ ერთმანეთს, ერთად დავუდგეთ ჩვენს გუნდებს და ქართულ ფებბურთს გვერდში.




    სულ ცოტა ხნის წინ საქართველო-ხორვატიის მატჩზე ზესტაფონელი და ქუთაისელი ქომაგები ერთად ვზეიმობდით ჩვენი ბიჭების წარმატებას, ერთად განვიცადეთ ეს დიდი სხიარული, ახლა კი ერთმანეთისთვის ქვის დამიზნება ან დასაჯდომი სკამის სროლა, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი ფაქტი იყო. არ ღირს იმის გარჩევა, ვინ იყო მართალი და ვინ მტყუანი, ვინ მეტი დააშავა და ვინ ნაკლები, ყველამ ერთად ჩაიდინა ეს და სწორად ამ საქმის გამოსწორებას ემსახურებოდა ის თბილი შეხვედრა ზესატფონელ და ქუთაისელ ქომაგებს შორის, რომელზედაც ქვემოთ გიამბობთ.





    ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ შეხვედრის ინიციატორს, იმერეთის ვიცე-გუბერნატორ გიგა შუშანიას, მისი ინიციატივით, სამშაბათს, რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები "ზესტაფონისა” და "ტორპედოს” გულშემატკივრებს ცალ-ცალკე შეხვდნენ. აღნიშნული შეხვედრების შემაჯამებელი თავყრილობა კი, ქუთაისელთა საწვრთნელ ბაზასთან ახლოს მდებარე რესტორან "მუხრანში” შედგა.




    პირადად გახდით ამ შეხვედრის მონაწილე და ნამდვილად კარგი საქმე გაკეთდა.აქედან წასულებს, ქუთაისში „ტორპედოს" ქომაგები დაგხვდნენ,ერთმანეთი უფრო ახლოს გავიცანით, გავუზიარეთ ერთურთს ჩვენი გულისტკვილი მომხდარის შესახებ, ყველამ ერთად დავგმეთ მომხდარი ფაქტი, ერთმანეთს დავპირდით, რომ ყველანი შევეცდებით მომავალში ეს აღარ განმეორდეს.




    პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და რომ იტყვიან "ყინულიც დაიძრა' . შემდეგ ბატონმა გიგამ, ორივე კლუბის ქომაგები ლამაზ იმერულ სუფრაზე შეგვიპატიჟა. გულშეამტკივრების გარდა, აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი გივი არაბიძე,ქუთაისის მერი ბატონი გიორგი თევდორაძე, ს.კ „ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი ბატონი გოგა პაპიაშვილი და პრეს-ატაშე რამაზ ჩხივკაძე.




    ყველაფერმა გეგმაზომიერად ჩაიარა, ტრადიციული ქართული შერიგება, ჭიქების ტრადიციული მიჭახუნებით. გაისად, ისევ იქნება არაერთი იმერული დერბი, ეს შეხვედრა და დამთბარი ურთიერთობები კი იმის გარანტი უნდა იყოს, რომ ჩვენი გუნდების ლამაზი თამაშის შემდეგ მოგებული გუნდის ქომაგს წაგებული გუნდის ქომაგი მოგებას ღირსეულად მიულოცავს, წარმატებას უსურვებს და მორიგ იმერულ დერბს დაელოდება.




    გამომშვიდობებისას ერთმანეთს პირობა მივეცით რომ ზაფხულზე „ზესატფონის" ფანკლუბი ქუთაისში ჩავა და ადგილობრივ ქომაგთან ერთად მხარს დაუჭერს ტორპედოს, იგივე პირობა მოგვცეს ქუთაისლებმაც, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ რამაზს და გოგას,რომელთაც დაგვპირდნენ, რომ პირადად გამოგვიგზავნიან იმ რაოდენობის ბილეთებს, რამდენი წასვლის მსურველიც იქნება, იგივეს დავპირდით ჩვენც.


    ამ ორი გუნდის ქომაგებმა ურთიერთობის ახალ საფეხურზე ავინაცვლეთ, ერთად ვუგულშემატკივრებთ ჩვენს საყვარელ კლუბებს ევროასპარეზზე, კვლავ ერთად, ერთ სექტორზე, ხელიხელ გადახვეულები გავამხნევებთ ეროვნული ნაკრების წევერებს და ერთად დავდგებით ქართული ფეხბურთის სამსახურში.

    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 703 | დაამატა: Germana | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011