მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 09:45
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 12 » შენგელია ფლეი ოფისკენ ორმაგი დუბლით მიიწევს


    15:40
    შენგელია ფლეი ოფისკენ ორმაგი დუბლით მიიწევს
    ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ჩინებულ ფორმაში იმყოფება. ბელგიის ჩემპიონატის წინა ტურში ”პეპინსტერის” წევრმა 16 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ამჯერად კი ”გენტთან” გასვლით შეხვედრაში ცხრამეტ ქულას 11 მოხსნა წაამატა და ორმაგი დუბლით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

    მოგეხსენებათ, პეპინსტერელები ფლეი ოფში გამსვლელ ექვსეულში მოსახვედრად იბრძვიან და მათთვის თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სასიხარულოა, რომ ასეთ ჟამს, გუნდის თავკაცმა აარონ მაკკარტიმ, აქცენტი სწორედ ქართველზე გააკეთა და მას სეზონისთვის სარეკორდო, 38 წუთი დაუთმო.
    შეიძლება ითქვას, რომ შენგელიამ დამრიგებელს ნდობა სრულად დაუფასა. მართალია, თორნიკე თამაშიდან არცთუ ზუსტად უტევდა (10-დან 3 სამქულიანი), მაგრამ მეტოქეებს წესების დარღვევა ერთბაშად ცხრაჯერ აიძულა და 15 საჯარიმოდან 13 ზუსტად სტყორცნა.
    ქართველმა კალათბურთელმა თერთმტივე მოხსნა საკუთარ ფარზე მიითვალა და აქტივში 2 ჩაჭრაც ჰქონდა, ბურთი სამჯერ დაკარგა, თავად კი მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა. შედეგად, მისმა შედეგიანობის კოეფიციენტმა 28-ს უწია, რითაც ორივე გუნდის წევრებს საგრძნობლად აჯობა.
    თავად მატჩი სტუმართა აშკარა უპირატესობით დაიწყო და მათ პირველი მეოთხედი 22:9 მოიგეს. დასკვნითი პერიოდის წინ, "პეპინსტერი” უკვე 16 ქულით იგებდა და აუტსაიდერს მხოლოდ ჩამორჩენის შემცირების საშუალებაღა მისცა.
    ამ წარმატების შემდეგ, თორნიკეს კლუბმა თავი თერთმეტ მოგებას მოუყარა და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. პეპინსტერელთა უმთავრესი კონკურენტი "ლეუვენია”, რომელსაც 12 გამარჯვება გააჩნია. თოთხმეტ მაისს, დასკვნით 36-ე ტურში, "პეპინსტერი” სწორედ ამ კლუბს უმასპინძლებს და ფლეი ოფში გამსვლელის ვინაობასაც გაარკვევს.
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 690 | დაამატა: Germana | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011